აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა მარკუეინ მალინმა განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების გამოვარდნითა და ჯგუფში ჩარჩენით ძალიან გახარებულია. როგორც მან აღნიშნა, ამ ყოველივემ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზეც დააყენა.

"უბრალოდ მიხარი და ბედნიერი ვარ, რომ მათთან ყველაფერი დასრულდა და ისინი აღარ ბრუნდებიან. ძალიან გამიხარდა, როდესაც შევძელით მათი ვიზების გაუქმება და ვუთხარით, რომ შეეძლოთ აშშ-ის დატოვება. შესაძლოა, 1-2 სიმღერა მემღერა და კიდევ ცეკვა დამეწყო", - თქვა მალინმა ტურნირის უსაფრთხოებაზე გამართული პრესკონფერენციისას.

ამერიკელმა ჩინოვნიკმა თავისი მკაცრი პოზიცია იმით გაამართლა, რომ, მატჩებში არ მონაწილე ირანული დელეგაციის თითქმის ნახევარს პირდაპირი კავშირი ჰქონდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC).

ტურნირზე ყოფნისას ირანის ფეხბურთის ფედერაციამ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ გუნდის მიმართ ცუდი მოპყრობის გამო. მთავარმა მწვრთნელმა ამირ გალენოიმ თავისი გუნდი ამ ტურნირზე ყველაზე დაჩაგრულადაც კი უწოდა.

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მატჩის დასრულებისთანავე აშშ-ის ტერიტორიის დატოვებას უკავშირდებოდა, რაზეც მალინმა თქვა, რომ ეს ყოველივე წინასწარ იყო შეთანხმებული.

"ეს უბრალოდ თავიდანვე შეთანხმებული იყო. როდესაც შეხვედრა დასრულდებოდა, არა სასტუმროში, არამედ თავიანთ საწვრთნელ ბანაკში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ირანელები თავს იქ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ. ეს შეთანხმება FIFA-სთან მუნდიალის დაწყებამდე დავდეთ".

ტურნირის დატოვებისას, ირანის გუნდმა მექსიკელი ხალხის მიმართ ემოციური წერილი გამოაქვეყნა:

"თქვენ გვაჩვენეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტადიონები და ბილეთები. ნამდვილი სტუმართმოყვარეობა პატივისცემას, ადამიანობასა და ღირსებას გულისხმობს. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ტიხუანას მოსახლეობის სიკეთეს. ამიერიდან, მექსიკა ჩვენთვის ყოველთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ მასპინძელი ქვეყანა. ის ჩვენი მეორე სახლი და მეორე გუნდი იქნება".

შეხსენებისთვის, ირანელები მუნდიალის ჯგუფში ახალ ზელანდიასთან, ბელგიასთან და ეგვიპტესთან ერთად იყვნენ. გუნდმა თამაში არ წააგო და სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, თუმცა ეს პლეი-ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტოტო
არა ადამიანი!
TT
იქნებ შენც გაიხსენო რა დაგმართეს ირანელებმა. ნაცვლად ამერიკის ინდიელებზე წუხილისა, იქნებ ქართლ-კახეთის გენოციდებზეც გადმოგეყარა ცრემლები.
არსად არ შევიდეთ
არ შეიძლება , ასე არაცივილური მოქცევა, მითუმეტეს როდესაც მთელი დედამიწა შემოგყურებს
ისტორიკოსი
ირანელების დამცველად ვერ გამოვდგები….. პატივცემულო გალსტუკიანებო გაიხსენეთ თქენ საიდან ჩახვედით აშშ და რა დამართედ მკვიდრ მოსახლეობას…..
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა