მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 91:89 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, შენგელია, ბითაძე. ესპანელთა უპირატესობა თავიდან თვალსაჩინო შეიქნა, მეტოქე ყველა კომპონენტში გვჯაბნიდა და პირველი მეოთხედი 32:14 მოიგო. უნდა აღინიშნოს, მსაჯებმა ორ ეპიზოდში აშკარად მათ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა, შეტევაშიც უკეთ მოქმედებდა, რიდის და შენგელიას ძალისხმევით ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 38:52 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემამ იჩინა თავი, რიდს დაღლა დაეტყო, ესპანეთმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება შეძლო და ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 57:71 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შესნგელიას და რიდის ბრწყინვალე თამაშის შედეგად ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც რიდმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, შენგელიამ წინ გაგვიყვანა. მოწინააღმდეგემ თანფარდობა აღადგინა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 83:83 დასრულდა.

ოვერტაიმში ესპანეთი 5 ქულით გაგვექცა, გმირმა შენგელიამ ისევ დაგვაწინაურა. სანაძემ მეხუთე პერსონალურის გამო დატოვა პარკეტი. მსაჯმა თორნიკეს შეტევისას ესპანელზე ჯარიმა "ვერ დაინახა", 19 წამით ადრე რიდმა მაინც გაგვიყვანა წინ, ბოლოს მეტოქემ ვერ ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

37 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე 10 მოხსნაა, რიდმა 32 ქულა და 7 გადაცემა მიითვალა. ჯინჟარაძემ 6 ქულა ჩააგდო, სანაძემ 5, ბითაძემ და ტურძილაძემ 4-4, მერკვილაძემ 3, ოჩხიკიძემ კი - 1.

ესპანელთაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ვილი ერნანგომესი იყო, 14 ქულა კარდენასმა ჩააგდო, ხოლო 13 სენტ-სუპერმა.

ნამდვილად არ მეგიონა ამ თამაშს თუ მოვიგებდით,მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას რო დაბალი დონის თამაშს ვთამაშობთ,შენგელიას და რიდს არ ეხებათ,ტურძილაძემ და მერკვილაძემ დაცვაში კარგად ითამაშეს შეტევაში ცუდათ,ასევე ჩააგდეს თამაში ბითაძემ,სანაძემ და ანდრონიკაშვილმა

სად გაიძურწეთ კლავიატურის ათლეტები!? ხო მშვიდობა გაქვთ!!
Porto
ასეთი გმირული თამაშის მერე კრიტიკა სისულელეა!!!!!!!!!!!! არავუნ უნდა ბედავდეს დღეს ბიჭების კრიტიკას!!!!! მაგისი დრო მივა და მრიტიკა და მწვავე მოსაზრებები არ უნდა დავინანოთ თუმცა დღეს კრიტიკა უსამართლო იქნება!!!! მადლობა ნაკრების სრულ შემადგენლობას!!!!!!!!!!
ივერიელი
არავის არ უნდა ეხვეწო ნაკრებში თამაში, პირიქით უნდა დაიმსახუროს, ეამაყებოდეს, აგერ ვისაც უნდა ჩამოდის და თავს დებს, ჯიგარი ხართ ბიჭებო, ასე რომ ლეიკერს და მის ვარსკვლავებს ჩემი თოკო მირჩევნია და ყველაზე დიდი ტიტული მას აქვს მოგებული--ჩვენი სიყვარული
ეგრე!
ფანტასტიკური თამაში იყო! მთელმა გუნდმა სული და გული დადო! ერთი კანონზომიერება აშკარად შეიმჩნევა: მაღალი კლასის გუნდებთან ბევრად უკეთესად ვთამაშობთ.
Gurulo
თოკო არის უმაგრესი, როგორც კალათბურთელი და რაც მთავარია როგორც ნამდვილი ქართველის სახე!მადლობა ბიჭებს,რიდი მხეცია!
დდდ
ყველას გვახსოვს, როგორ არ აეწყო თორნიკე შენგელიას კარიერა ნბა-ში. მისი ამბიციების მქონე სპორტსმენი სკამზე ვერც ერთ გუნდში გაჩერდებოდა და თორნიკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მაშინვე უკან გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვალეს და მავანი დღესაც ასე ფიქრობს - შენგელია დაბრუნდა ევროპაში, ტრიუმფით მოიარა წამყვანი ევროპული ლიგები და გახდა ის, ვინც დღეს არის - ქართული და ევროპული კალათბურთის მოქმედი ლეგენდა და რაც მთავარია, ათწლეულებია, იმხელა სიხარულს და ისეთ იმედს გვჩუქნის ქართველებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ( ენაცვალოს ჩემი თავი) კაიძალი ოფლისღვრა მოუწევს, სანამ ამ მხრივ თოკოს დაეწევა... რატომ ვწერ, რაც ყველამ კარგად ვიცით?!.. გაიხსენეთ გოგა ბითაძის გადასვლა ნბა-ში, კაცი ქულების დაგროვებული მანქანა ( მათ შორის პერიმეტრიდანაც) იყო იქ წასვლამდე და იმდენად ეფექტური იყო შეტევაშიც და დაცვაშიც, რომ კარაქივით გაჭრა მსოფლიოს უძლიერესი ლიგისკენ მიმავალი ურთულესი გზა... და რა შეგვრჩა ხელში?!... დათრგუნული და დაკომპლექსებული პიროვნება, რომელიც საჯარიმოებსაც კი 0%-იანი სიზუსტით ისვრის და რაც დრო გადის, ეს უფრო შესამჩნევი ხდება, აღარც ჟინი, აღარც შემართება, თამაშზე საუბარი აღარაა... გასაგებია, რომ გოგამ რაც უნდა ფორმა აღიდგინოს, იმის ნახევარსაც არავინ გადაუხდის ევროპაში, რასაც ამერიკაში სკამზე ჯდომაში უხდიან, მაგრამ როცა გაჭირვებაში გაზრდილი ბიჭი მილიონერი კალათბურთელი ხდები და ამ მილიონების დასათვლელად თითები აღარ გყოფნის, ხომ შეიძლება, ფინანსური ინტერესი ჩააჩოჩო და რაღაც უფრო ამაღლებულზე და დიდზე ოცნებაც გაბედო?!... საცოდაობაა, როცა ასეთ თამაშში ნბა-ს მოქმედი კალათბურთელი სკამზე გიზის და შემოყვანას ვერ ბედავ... იმედია, სანდრო მის გზას არ გაყვება და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ წუთებს, რასაც ლეიკერსში მიიღებს... მადლობა ბიჭებს, მადლობა მთელ გუნდს, მადლობა ჯიკიჩს და მანუს და ფედერაციამ იქნებ, როგორმე აგვაცილოს ეს პრიბალტი მსაჯები, - ამერიკელებს ხომ არავინ დანიშნავს ირანელ მსაჯს და ამ პრიბალტებს კიდევ ჩვენს დანახვაზე ისევ სტალინი ელანდებათ... კიდევ კარგი, ბუნებაში არ არსებობენ, თორემ აფხაზ და ოს მსაჯებსაც დაგვინიშნავდნენ...

გილოცავთ, ბატონო "ჯიკიჩ" ! პ.ს. და იქნებ ისიც გვითხრათ, ბითაძეს რა(იმე) დაემართა ?
გიორგი
გილოცავთ ყველას და შენგელიას და რიდს უდიდესი პატივისცემა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა დანარჩენი გარტყმაში არ არიან რა სპორტს თამაშობენ, ტურძილაძე და ჯინჭარაძე განსაკუთრებით. როგორ შეიძლება ფარის ქვეშიდან ბურთს ვერ ათავსებდე კალათში, ნუ ტურძილაძე კიდევ დაცვაში კარგად გაისარჯა ბოლოს. შენგელიას წასვლის შემდეგ ამ ნაკრებს სამწუხაროდ იმედისმომცემი მომავალი არ გააჩნია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე🙏🙏🙏
თოკოს
აი, არ ვიცი ემოცია როგორ გამოვხატო.. ეს რა იყო?! ქედს ვიხრი შენგელიას მიმართ.. კი ვიცოდი როგორი პატრიოტი და თავდადებულიც იყო, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში. თოკო, შენ ხარ საქართველოს სუპერგმირი , ყველაზე ერთგული და თავდადებული ადამიანი. მთელი ერი ამაყობს შენით. ღმერთმა გაგახაროს და წარმატების კიდევ უფრო დიდი მწვერვალები დაგაპყრობინოს!
Gurulo
გორგოძე თუ გაგიგონია?
ბოკინიო
მადლობა კაპიტანო!!! რიდსაც დიდი მადლობა. ყველას მადლობა ამ ემოციებისთვის და ბოლომდე ბრძოლოსთვის! უკრაინამ ითამაშა როგორც გუშინ პარაგვაიმ! ეგ სპორტის გარდა ყველაფერი იყო!
ჯიკიჩი
ორი კაცით მოუგე ესპანეთს თან სეზონში მეორედ ჩემ ჰეითერებს დიდი მოკითხვა ჩემგან.ვიცი დიდი ვერაფერი ნუგეშია ეს მოგება მაგრამ მაინც.დამიჯერეთ ეს იყო ურთულესი როცა თორმეტი მოთამაშიდან ორი თამაშობს და ათი ქომაგობს.მოთამაშეების კატასტროფული დეფიცი გაქვთ ფარისკენ ბურთის სროლა კიარა მისკენ გახედვისაც კი ეშინიათ.მალე დაგტოვებთ და გისურვებთ უფრო დიდ წარმატებებს.დიდება და გამარჯვება საქართველოს.

თოკო და რიდი ბრავო !
zura222
ესპანელები უკრაინელ-ბალტიელებთან შედარებით კაცები არიან ! და კაცურად და პატიოსნად ითამაშეს !
zura222
სასწაულიაა ორი კაცით მოვუგეეთ ! ნუ თოკოზე რა უნდა ვთქვა გმირობის წოდება რომ გვქონდდეეს ნომერი პირველი კანდიდატი იქნებოდა ! და რიდს რაც შეეხება კიდევ ერთხელ მაგლობა ვინც მოძებნა და დაითანხმა ჩვენს ნაკრებში თამაშზე!
Bs
აუ რა იყო ეს! ამის შემდეგ უფრო გულდასაწყვეტია ორი წაგება უკრაინასთან. გილოცავთ ყველას, მადლობა ბიჭებო. და ვერ ვითმენ რომ არ ვთქვა რადგან ამ თემაზე ძალიან ვნერვიულობ, ბოლოსდაბოლოს სამწამიანში როდის გვექნება უპირატესობა, როდის? და აქამდე რატომ არ გვაქვს ეს უპირატესობა, რატომ ვვაგებთ ფარს მუდმივად და რატომ გვიხსნის ყჰჩვენ ფაარზე მოწინააღმდეგე ზედიზედ ერთ შეტევაში სამჯერ,ან იმდენჯერ სანამ არ ჩააგდებენ. მაცოფებს ეს ამბავი, იმ ფონზე რომ მაგარი (მგონი მაგარი) მაღლები გვჩჰყავს და ესე გრძელდება უკვე ათი წელია, მაგარი მაღლები და წაგებული ფარი! ჯიკიჩ ფარს მიხედეთ! ფარს! მაპატიეთ უბრალოდ ამ გამარჯვების ემოციამ და სიხარულულმა არ მინდა რომ პრობლემა დამალოს. გილოცავთ! მაგარი იყო მართლა!
llcl
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველა სათამაშო სპორტში, თოკოს ნაირი კაპიტანი არ გვყოლია! თავის პატრიოტიზმით, კლასით, ქარიზმით, ლიდერული თვისებებით, უბრალოდ საოცარია რასაც ის აკეთებს! თამამად შემიძვლია ვთქვა, რომ მსოფლიო სპორტის ისტორიაში კაპიტნობის ერთ-ერთი გამორჩეული ეტალონია!
Eto eto
გილოცავთ ყველას,შენგელია-რიდი ბრავო,მაგრამ ეს ბითაძე ნბა- ში თამაშობს თუ სომხეთში?
Ardiles78
დაგლიჯეეეეეს!!!
გიირგი
მადლიბა! თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
MVP-ს ტიტული კობზისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
MVP-ს ტიტული კობზისტის რიდის გაგდებისთვის - უკრაინელების გამოხმაურება საქართველოს დამარცხებაზე
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
ანტეტოკუნმპომ ესპანეთთან იომა და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გაიყვანა!