Geo Team-ის ინფორმაციით, "იბერია 1999-ის" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაპირისპირება მოხდა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსა და გარემარბ პაატა ღუდუშაურს შორის.

საფეხბურთო გვერდ xG Zone. ანალიზი-ს ცნობით, ვარჯიშზე დემჩენკომ ღუდუშაურს არაკორექტულად მიმართა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

დემჩენკომ მომხდართან დაკავშირებით Geo Team-თან ისაუბრა:

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამუშაო პროცესი იყო. პაატა ღუდუშაურს კარგად ვიცნობ. 2021 წელს გორის "დილაში" მე მივიყვანე. 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა, არავის უნდოდა მისი წაყვანა. ფეხბურთის თამაში მე დავაწყებინე. შემდეგ დაიწყო მისი კარიერული წინსვლა, მის ხასიათს იდეალურად ვიცნობ...

პრობლემა აქ ისაა, რომ ზოგი უმკლავდება სპორტულ კონკურენციას, ზოგი ვერა. ეს მოხდა პაატას შემთხვევაში. თუ ვინმე საკუთარ ხასიათს ვერ აკონტროლებს, აფუჭებს გუნდში კლიმატს. ასეთ ფეხბურთელებთან ვერ ვმუშაობ.

დიახ, კონფლიქტი იყო და ამას ვადასტურებ. ფეხბურთში მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება, რადგან ემოციური სპორტია. ამას პაატას ბოლო მატჩების გაუმართლებელი ეპიზოდები დაემატა. წითელი ბარათი და სხვა…

ასე არ შეიძლება! ფეხბურთელმა მისი ადგილის მოსაპოვებლად მწვანე მინდორზე ჯანსაღად უნდა იბრძოლოს. ამიტომაც, პაატა პირველი გუნდიდან მოკვეთილია. ახლა გუნდში ჯანსაღი გარემოა და "ფლორასთან" მატჩისთვის ვემზადებით", - თქვა დემჩენკომ.

არასასიამოვნო ფაქტს სოციალურ ქსელში პაატა ღუდუშაურიც გამოეხმაურა:

"რაც ანდრეი დემჩენკომ თქვა სრული სიცრუეა. იბერიასა და ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატებას ვუსურვებ. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი. ყველაფერს დრო გვანახებს".

"იბერია 1999"-ისა და "ფლორას" პირველი მატჩი ესტონეთში, დღეს, 8 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მეგრე
ჯერ გაარკვიეთ რა მოხდა იქნებ მწვრთელი გადავიდა ზღვარს არ შეიძლება ასე ზერელედ საუბარი
სიმართლე-ვაფშეს
შენ უნდა გერქვას "ვაფშე"!
სიმართლე
ტორპედოს ვაფშე დაცვა ნახევარ დაცვა თავდასხმა არ ყავს ერთი მეკარე ყავს ნორმალური არაბიძეს რაში უხდიან ხელფასი ძაან საინტერესოა ვაფშე აზრზე არიან ჩემი აზრით ფეხბურთელებიდან დაწყებული მწვრთნელიდან გაგრძელებული და ხელმძღვანელობა ხო ვაფშე ნული.
ჟორა
ფეხბურთელს გუნდში თავისი თავი აბარია, მწვრთნელს კი მთელი გუნდი და პასუხისმგებლობა შედეგზე, ამიტომ მწვრთნელი ყველასთან მოზომილი ვერ იქნები, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ძველი ბიჭივით მწვრთნელს სიტყვაზე გმოეკიდოს და საქმე გაურჩიოს. მაგაზეა ნათქვამი "ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო", კაცი რომ იმას იკადრებს რომ საქვეყნოდ იტყვის, რომ მწვრთნელმა რაც თქვა სუყველაფერი ტყუილიაო, მასთან ყველაფერი გასაგებია.
კახა
სხვაზე ყველა იმას ფიქრობს , რაც ხასიათში და ზნეობაში აქვს ! და თუ იქნებ არა აქვს ფსონი დადებული , ღირსი ხარ პასიხი მოგთხოვოს
ამო
თვალები მიხედვით თუ ვიმსჯელებთ . . .
Miro
შეიძლება ის წითელი სპეციალურად მიიღო,რადგან მწვრთნელი ამბობს გაუმართლებელი წითელიო,იქნებ ფსონი ჰქონდა დადებული წითელზე?
თალიკო
რა შუაშია უკრაინელი აქ.ფაკტი ერთია ეგ გუდუშაური იყო მხილებული თაmaSebis გაყიდვაზე ხო იყო.ხო და როდის იყო გორი განავლის ჭამას თავს ანებებდა.ასე რომ მე პირადათ ესეთ ფეხბურტელს არ გავაჩერებდი გუნდში!!!! ეს ინტრიგნული საუბრები უკრაინელს არ აწყენინოთ.
ზაზა
ყველამ იცის ღუდუშაური ვინცაა, თავისი გუნდის თამაშების გაყიდვა ედებოდა ბრალად და სამუდამო დისკვალიფიკაცია ქონდა. მერე შეიწყალეს, მაგრამ ჭკუის სწავლის ნაცვლად, ფეხბურთელობაზე კარგად ძველბიჭობას ცდილობს! არაერთხელ შემხვედრია მისი უდისციპლინო ქცევა მოედანზე და მის გარეთაც, ასე რომ მიუხედავად იმისა, არ ვიცი რა მოხდა ამ კონკრეტულ მომენტში, ვეთანხმები დემჩენკოს, ასეთი თუნდაც ნიჭიერი მოთამაშეები გუნდში საერთო ატმოსფეროს ამყაყებენ და უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვთ, ვიდრე დადებითი!

და სივრუე რა არის? კონფლიქტი არ ყოფილა თუ წითელი არ მიუღია, ვერ გავიგე.
ზურა56
თუ.მოიგებს.დღეს.მართალი.ყოფილა.თუ.არა.მაშინ.ოოოო!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ხუდუშაური ტრიპაჩი და უსაქმური ფეხბურთელი როა ეს იცის ყველამ. უნდოდა ალბათ ძირითადში თამაში ბლატობის ხარჯზე. როგორც იქნა ამ გუნდს წვრთნელი გამოუჩნდა რომელიც აუცილებლად კონფერენსის პლეიოფს მაინც დადებს ხალხს ასე რო მოენატრა უკვე
თალიკო სევერიანეს ასული ძაგნიძე
უკრაინელს არ აწყენინოთ ქართველებო,სირცხვილია.
გიზოგ
ძნელიც არის და არაკორექტულიც გარედან ისაუბრო მწვრთნელსა და მოთამაშის ურთიერთობის გარკვევაზე, მაგრამ ვფიქრობ საერთოდ მოთამაშე, თუ მწვრთნელის შენიშვნებს და დარიგებებს სათანადოდ არ პასუხობს, გუნდიდან უნდა წავიდეს. ერთი მწვრთნელი 11 მოთამაშის ჭკუაზე ვერ ივლის. ერთხელ და სამუდამოდ ქართულ ფეხბურთში უნდა დამყარდეს წესრიგი და გუნდები უნდა იყვნენ მაღალ დისციპლინებული, ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება. ჩვენ ყველანი ჩვენი ბექრქუნდებით მოვდივართ და არ უნდა დაგვავიწყდეს. მსგავსი საქციელი საპასუხისმგებლო თამაშის წინ ქართული ფეხბურთის აბუჩად აგდება მგონია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: პაატა ღუდუშაური "ნასაფის" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოფიციალურად - ღუდუშაური ისრაელის გუნდში გადავიდა
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
შედარებები... კვარაცხელია თუ მუდრიკი, მიქაუტაძე VS დოვბიკი და მამარდაშვილი თუ ტრუბინი... სანიოლის წარმატების საიდუმლო, საქართველოს ნაკრების ანალიზი და პროგნოზი - ინტერვიუ ანდრეი დემჩენკოსთან
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
პაატა ღუდუშაური "ტორპედოში" გადავიდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დემჩენკოს აზერბაიჯანული გუნდი ჩააბარეს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
Geo Team: ბათუმის "დინამო" მამუჩაშვილმაც დატოვა