მალტის დედაქალაქ ვალეტაში მიმდინარე FIBA-ს 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის (C დივიზიონი) ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები B ჯგუფის გამარჯვებულ ალბანეთს შეხვდა. ურთულეს და უკიდურესად დრამატულ ბრძოლაში ჩვენი გუნდი მინიმალური სხვებით, 57:58 დამარცხდა.

შეხვედრა მთელი 40 წუთის განმავლობაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი სამი მეოთხედი ალბანელებმა მოიგეს (18:16, 15:12, 17:16) და გადამწყვეტი პერიოდის წინ 6-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ. ბოლო ათწუთეულში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს მხოლოდ 8 ქულა ჩააგდებინა და თამაშის გადარჩენის რეალური შანსიც მიიღო.

მატჩის ბოლო წამები ნამდვილ ტრილერად იქცა:

საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ელენე კალანდარიშვილის ორქულიანი აცდა, თუმცა თავდასხმაში ბურთი ლიზი ჯაბუამ მოხსნა;

8 წამით ადრე ჯაბუას ფარქვეშიდან ნასროლიც არ ჩავარდა, მაგრამ შეტევაში ბურთს კვლავ ჩვენები — ამჯერად ლიზი ხუბუა დაეუფლა;

6 წამით ადრე ალბანელებმა ხუბუაზე ჯარიმა აიღეს — სამწუხაროდ, ლიზიმ ორივე საჯარიმო ააცილა;

3 წამით ადრე მეტოქემ ბურთი პერიმეტრს გარეთ გადააგდო (turnover), ტაიმ-აუტის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ბოლო შანსი მიეცა, თუმცა ელენე კალანდარიშვილის სამქულიანი მიზანს აცდა და შეხვედრაც დასრულდა.

საქართველო: მარიამ ცერცვაძე — 14 ქულა, ბაია ზურაბიშვილი — 12 ქულა, ლიზი ჯაბუა — 10 ქულა (ასევე: ნინი ივანიძე — 8, ლიზი ხუბუა — 5, მარიამი კეკელია — 5, ელენე კალანდარიშვილი — 3).

ალბანეთი: ჰელენა ბიბერი — 26 ქულა, ანტეა ფილოპატი — 10 ქულა, ტანია ემა სტაროვა — 8 ქულა.

ბრძოლა ბრინჯაოსთვის და ფინალი

მიუხედავად ნახევარფინალში გულდასაწყვეტი მარცხისა, საქართველოს U16 ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლების მოპოვების შანსი კვლავ აქვს. მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პარალელურ ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელმა მალტამ დამაჯერებლად, 12 ქულის სხვავობით დაამარცხა სომხეთი და ოქროს მედლებისთვის ალბანეთს დაუპირისპირდება. სწორედ მალტა იყო ის გუნდი, რომელთანაც საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე 2 ქულით წააგო.

GBF.GE

იუკა
ფედერაცია ნორმალურ ჩემპიონატს რომ არ ატარებს რა მოგებაზეა საუბარი. მთელი წლის განმავლობაში გუნდი რომ სამ თამაშს ითამაშებ, ჩემპიონატია?

დრამატული მატჩი კი არა,კატასტროფული ფინალი ჰქონიათ!ყველაფერი ააცდინეს,საჯარიმო ტყორცნების ჩათვლით და სათქმელი რაღა გვაქვს?სანამ განწირულები ვჩანდით,ვიბრძოდით,მაგრამ როგორც კი გამარჯვების შანსი გაჩნდა,ეგრევე ყველაფერი გააფუჭეს.მაგას სუსტი ნებისყოფა ჰქვია.ბოლო წლებში,ჩვენ ასაკობრივ ნაკრებებსაც ხშირად მოსდით ასე,რაგბში!
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
სალომე სვანის 62 ქულა, 16 ჩაჭრა და საქართველოს 88-ქულიანი გამარჯვება გიბრალტართან
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა მარცხი ევროპის C დივიზიონში
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია