სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაიწყო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი (B დივიზიონი). B ჯგუფის სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 64:77 დამარცხდა.

შეხვედრა უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც საწყის მეოთხედშივე მოიპოვეს ლიდერობა და პირველი პერიოდი 21:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში თამაში შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეტოქემ მინიმალური უპირატესობა მაინც შეინარჩუნა (22:21) და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ჰანდიკაპით (43:35) გავიდა. მესამე პერიოდი ქართველი კალათბურთელების აქტიურობით აღინიშნა - ჩვენმა გუნდმა მეოთხედი 17:16 მოიგო, თუმცა უკრაინელებს ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ. გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში უკრაინამ კვლავ იძალა (18:12) და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა კოტლიარევსკი გახლდათ 16 ქულით, გიორგი ჩირაქაძემ 11 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი დოხნაძემ და ამირანი აროშიძემ გუნდს 10-10 ქულა შესძინეს, ნიკოლოზ აბულაძემ 7 ქულა ჩაწერა აქტივში, სულხან საბა შარაშიძემ — 6, ხოლო ნიკა სანაძემ და გოგიტა ბუკიამ 2-2 ქულა მიითვალეს; რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მატჩის ბომბარდირი მაქსიმ ჰრიშჩუკი გახდა 18 ქულით, დესმონდ იამუმ 13 ქულა მოაგროვა, ხოლო ეჰორ სუშკინმა - 11.

ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში შვეიცარია დაამარცხა - 69:64.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურის მატჩს დღესვე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე შვეიცარია იქნება. შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

ძალიანს
ჰგავს უხოეთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი , ბრიყვია .ცოდონი არიან იმიტომ, რომ შესაძლოა ზოგიერთს ნიჭიც აქვს, მაგრამ უცოდინარები არიან.ეს კი სხვის ბრალია.
ძალიან -ს-ს
მწვრთნელი არვიცი მაგრამ მოთამაშეები ცოდონი რატო არიან კაი მოვლილები და ჯანიანები ჩანან.უბრალოდ სხვა სპორტის სახეობას უფრო შეეფერებიან.ვიდრე კალათბურთს.
ძალიანს
მწვრთნელი ხო ყავთ აბრადოვიჩი ? როდის ჰქონდა წარმატება და რომელ ასაკობრივში ტუღუშს, პერმანენტულად რომ ნიშნავენ. ბიჭები ცოდონი არიან, არც თამაში იციან , არც სროლა.
ძალიან
სუსტი ნაკრებია ძალიან, ძალიან.კალათბურთელებსაც ვერ ვწერ ისე მეუხერხულება.
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა