საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი, იმრან ულად ომარი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი გუნდს სომხური ერევნის ნოადან შემოუერთდა და მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. საქართველოს ჩემპიონატს კარგად ვიცნობ და ვიცი, რამხელა ისტორია და როგორი გულშემატკივარი ჰყავს ამ გუნდს. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ჩვენი მიზნები მაღალია – მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ლამაზი თამაშით ერთგული ქომაგები გავახარო.“ — იმრან ულად ომარი.რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, იგი პროფესიული კარიერის საწყის წლებში ნიდერლანდურ კლუბებში, აჰილეს 29-სა და დენ ბოსხში ასპარეზობდა. მას შემდეგ იმრან ულად ომარმა არაერთი უცხოური თუ ქართული გუნდის მაისური მოირგო. სხვადასხვა დროს იგი სლოვაკური ტრენჩინის, თბილისის ლოკომოტივისა და დინამოს, ისრაელის ჰაპოელ ბეერ-შევასა და სომხური ნოას ღირსებას იცავდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის იგი ძალიან კარგად ნაცნობი ფეხბურთელია, რადგან ეროვნულ ლიგაში წარმატებული თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და თბილისურ კლუბებში ასპარეზობისას არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მაღალი კლასი. იგი თავისი გამორჩეული ტექნიკით, კრეატიულობით, მოედნის შესანიშნავი ხედვითა და შეტევების ორგანიზების უნარით არის ცნობილი.

იმრან ულად ომარი გუნდს 20 ივლისს ბათუმში შეუერთდება და სეზონის განახლებისთვის დინამოსთან ერთად მოემზადება.

dinamobatumi

ბიძინა
სამი მოგება გვინდა რეიტინგი რომ გავიმაგროთ, მჯერა,
ქომაგი
ძალიან სასიხარულოა ბათუმის დინამოში მიმდინარე პროცესები, ერთადერთი იმედისმომცემი ქართული კლუბია. დარწმუნებული ვარ წელს ჩემპიონები გახდებიან და შემდეგ წელს ევროპა ლიგის ან კონფერნსლიგის ჯგუფში მოხვდებიან. მაღალი დონის აკადემიასაც თუ გააკეთებენ, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს რჩეული ბავშვები მოხდვდებიან საერთოდ იდეალური იქნება. წარმატებები დინამო ბათუმს❤️
T
ჯოვინო დაამატეთ და ეგაა გუნდი ორი მცველიც, ერთი მარცხენა მცველი ერთი ცენტრალური
ნელსონ მანდელა
ბათუმის დინამო უკვე საშიშ გუნდათ ყალიბდება. თუ იბერია გავიდა ჯგუფში გაუჭირდება ჩემპიონატში ბრძოლა და ვფიქრობ ორი დიანამოდან ერთ-ერთი გახდება ჩემპიონი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
თბილისის "ლოკომოტივმა" ახალწვეულები წარადგინა