საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათს, 21 სექტემბერს დაიწყებს და ტურნირზე პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს, ჩრდ.ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ტრადიციულად, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, როგორც წესი, გამარჯვებული ხდება ის მოთამაშე, რომელიც ამ ტურნირზე საუკეთესოდ ითამაშებს. მაშინ, როდესაც Bild-ს "ოქროს ბურთის" ფავორიტის შესახებ ვესაუბრე, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. მაშინ ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ოლისე გამორჩეული იყო მუნდიალზე და მთავარი ფავორიტი იქნებოდა ოქროს ბურთის მოგებისთვის. ვიცით, რომ საფრანგეთისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა მუნდიალზე და ოლისესთვისაც. გადამწყვეტი თამაშები ჩააგდო. შესაბამისად, დღეს ფავორიტად აღარ მიიჩნევა. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი ტურნირით ამის განსაზღვრა არ შეიძლება. "ამიტომ ოქროს ბურთის" შემთხვევაში მთლიან სეზონს უნდა შევხედოთ.

დღეს, უკვე შეიძლება სხვა ფეხბურთელები იყვნენ ფავორიტები, რომლებსაც სეზონი ჰქონდათ კარგი და ამ შემთხვევაში, "კვარაც" ფავორიტია.

ჩემი აზრით, ხვიჩა მბაპესა და კეინთან ერთად მთავარი ფავორიტია და იმედია, "კვარა" გაიმარჯვებს. დანარჩენების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ სამმა ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. განსაკუთრებით "კვარამ" ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ის იმსახურებს ამ აღიარებას და იმედი მაქვს, მოიგებს ოქროს ბურთს.

6 წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ და არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა, ყოველთვის როდესაც ხმის მიცემის უფლება მქონდა, მაშინაც კი, როცა შეიძლება იმ სეზონში ხვიჩა არ იყო გამორჩეული, ყოველთვის მას ვაძლევდი ხმას და არასოდეს მსმენია არავისგან, რომ სწორად მოვიქეცი ან კარგი საქმე გავაკეთე. ერთი მომენტის ასე გაზვიადება და გაბუქება, არ არის სამართლიანი და ასეთი მიდგომა სწორი არ მიმაჩნია. ყველასთან გულწრფელი ვარ, დამისვეს კითხვა და ვეცადე, პატიოსნად გამეცა პასუხი.

რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დამიშვია და მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ მაქსიმუმს არ ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ვიმეორებ, მაშინ იყო სხვა კონტექსტი, სხვა სიტუაცია, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.

ახალი ფორმატი მომზადებასთან დაკავშირებით ბევრ რამეს შეცვლის. მსგავსი ცვლილებები ძირითადად დიდ ნაკრებებს უფრო შეუწყობს ხელს. ისეთ გუნდებს, რომლებსაც ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ჩვენ მსგავს ნაკრებებს მეტი პრობლემა შეექმნებათ, რადგან არ გვაქვს იმის რესურსი, რომ წამყვანი ფეხბურთელები სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ახალ ფორმატს უნდა მოვერგოთ. თამაშიდან თამაშამდე გადასაწყობად ცოტა დრო გვექნება. არსებულ რესურსს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

ბევრ ფეხბურთელს სხვა და სხვა სახის პრობლემა ჰქონდა. იყვნენ ტრავმირებულები და ისეთებიც არიან, რომლებიც ახლახან გამოჯანმრთელდნენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი სირთულეა, რადგან კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება ძალიან რთულია. იმავეს ვიტყვი ჩაკვეტაძეზე. იმედია მათი ნაკრების მიმართ სიყვარული ინტენსივობას გამოიწვევს და ჩვენს ნაკრებს დაეხმარებიან.

ოთო მამაგეიშვილი 1.5 წლის წინ იყო ნაკრებში გამოძახების კანდიდატი. პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ, გარკვეულ სირთულეებს წააწყდა. ახალ კლუბში კარგად თამაშობს. გაგნიძის არყოფნაში გამოჩნდა მისთვის ადგილი და გადავწყვიტეთ, რომ მისი გამოძახებისთვის კარგი დროა. ახლა როცა ორივე მამაგეიშვილი გამოძახებულია, იმედია მათ გარჩევასთან დაკავშირებით სირთულეები არ იქნება. თუ ისეთივე მოთამაშე და პიროვნებაა, როგორც მისი ძმა, ისიც წარმატებას მიაღწევს.

იეგოიანმა პოზიცია შეიცვალა, თუმცა მისი თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. მის პროგრესს პოზიტიურად ვუყურებ. მას 2 პოზიციაზე აქვს გამოცდილება და უფრო უნივერსალური ფეხბურთელი გახდა. ამით ცხადია ნაკრებიც ისარგებლებს. დიდი ხანია, რაც ეს ფეხბურთელი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს.

როცა კაშიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ ჩემი კარი მისთვის ღია იქნება. ჯერ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კაშია სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას მოისურვებს. თუ გადაწყვეტს, რომ მწვრთნელობა უნდა, ყველანაირად დავეხმარები. მიუხედავად იმისა, რომ მას სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, ის ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა, რომელსაც ყველა დიდ პატივს სცემს. მისი საფეხბურთო გამოცდილება და პიროვნული თვისებები ნაკრებს ძალიან გამოადგება.

მაისურაძეს დიდი ხანია ვაკვირდებით. მას დიდი პოტენციალი აქვს. მაისურაძეს რთული პერიოდი ჰქონდა, ბოლო დროს უკეთ ათამაშდა. ჩვენ მის დაკვირვებას გავაგრძელებთ.

ამ მომენტისთვის ბევრს ვერაფერს გეტყვით მარტის და ივნისის თამაშებში ტაქტიკური ცვლილებები გვქონდა. სირთულეების მიუხედავად, დადებითი მომენტებიც იყო. ვეცდებით გუნდის სამომავლო წარმატება ამაზე ავაგოთ. პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შედეგიდან გამომდინარე ვიფიქრებთ, თუ რა იქნება შემდეგ მატჩებში.

კვერნაძის "ფროსინონეში" თამაშით ძალიან გახარებული ვარ. კლუბმა შემადგენლობა შეინარჩუნა, რაც სასიხარულოა. კლუბში სტაბილურობაა, რამაც კვერნაძის პროგრესს ხელი შეუწყო. შევეცდებით მას მეტი სათამაშო დრო მივცეთ. 3-5-2 სისტემაში ყველასთვის არ იქნება ადგილი. თუ კვერნაძე ითამაშებს, გარკვეული გადაწყობა იქნება. ოთხივე შეხვედრას ერთი და იგივე ტაქტიკით არ ვითამაშებთ.

რაც შეეხება გულშემატკივრების არდასწრებას, სამწუხაროა, თუმცა ამაზე არანაირი გავლენა არ მექნება.

ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის გულწრფელები ვართ. დროს და კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაციის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. თუ რაიმე ინფორმაცია არ გამოსულა, ამას თავისი მიზეზები აქვს", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

25 სექტემბერი: საქართველო V ჩრდ. ირლანდია

28 სექტემბერი: საქართველო V უკრაინა

2 ოქტომბერი: უნგრეთი V საქართველო

5 ოქტომბერი: ჩრდ. ირლანდია V საქართველო

14 ნოემბერი: საქართველო V უნგრეთი

17 ნოემბერი: უკრაინა V საქართველო

გიორგი
არაა ბრატქურდული გაგების არც ხანჯალიაქ
კარგი კალენდარი გვაქს
ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი კალენდარი გვაქს..ჩრდ. ირლანდია 2 დანარჩენ მეტოქეზე სუსტი მგონია და სახლში ვიწყებთ მათან. ვამთავრებთ სახში უნგრეთან და ნეიტრალურზე უკრაინასთან. საუკეთესო სტარტის შემთხვევაში დაწინაურება შეიძლება ჯგუფში. უკრაინას ბოლოს და ბოლოს უნდა მოუგოთ. რა გახდა ეს უკრაინა კალათბურთში და ფეხბურთში?
ziz
მგონი ძაან გასაგებად ახსნა
ზურა56
რაღაც.მოუხერხეთ.სანამ.დროა🙏🙏🙏
წადი შენი
თფუი …იმის კაცობაც არ ეყო რომ პირველ ( არასწორს)ჩვენებას მიწოლოდა იქ სხვა თქვა აქ სხვას ამბობს საფრანგეთში მბაპეო იტყვის ესპანეთში იამალს ინგლისში კეინს ბელგიაში ლუკაკუს და ა.შ ….უნიჭო ქამელეონი
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი