‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, ინგლისის მოქმედ ჩემპიონ (სამგზის) ‘ნორთჰემპტონ სეინტსთან’ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა ‘ნორთჰემპტონის’ საშინაო არენა „ფრანკლინს გარდენზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება და რაგბი ტვ-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

გასულ შაბათს ‘ავჭალაზე’ იტალიურ ‘ბენეტონთან’ მატჩის შემდეგ, დამწყებ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. მოედანს უბრუნდება თორნიკე კახოიძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე მარქაფიდან ოთარ მეტრეველი დაწინაურდა. კვლავ დამწყებთა შორის არიან ფრთები რომა მახათაძე და აკა ტაბუცაძე. უცვლელია ღერძი - გიორგი სპანდერაშვილი და დავით იმნაძე.

სრულად განახლდა შერკინების პირველი ხაზი, სადაც თამაშს დათო აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იწყებენ. მეორე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა და ვლადიმერ ჩაჩანიძეს შეუწყვილდება მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერებმა - მაიკლ ქარიმ და ლაშა ციხისთავმა, შემკვრელად კი გუნდის კიდევ ერთი ლეგიონერი ლეავასა პოტუ დადგება.

რადგან შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშის ხილვა სურთ, მარქაფაში 13 მოთამაშეა და შეცვლაზე ყველა მათგანი შევა. ესენი არიან, მორკინალები: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; და ხაზის მოთამაშეები: თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.

პრემიერშიფის ჩემპიონი ‘ნორთჰემპტონი’ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველად თამაშობს. აქამდე მან პრემიერშიფის თასზე ორი შეხვედრა გამართა, თუმცა ორივეჯერ სტუმრად, შესუსტებული შემადგენლობით. ამჯერად გუნდთან ერთად არიან ‘ნორთჰემპტონის’ ლიდერები, ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მოთამაშეები. პრემიერშიფის დაწყებამდე „წმინდანები“ ‘შავ ლომთან’ ბოლო საკონტროლი მატჩს მართავენ და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უძლიერესი შემადგენლობით წარდგებიან.

ამხანაგური მატჩი

ინგლისი. ნორთჰემპტონი. „ფრანკლინს გარდენ“. 22:30 საათი

ნორთჰემპტონ სეინტს (ინგლისი) - შავი ლომი (საქართველო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.

Rugby.ge

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან