ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ საკუთარ მოედანზე „სლოვანთან“ 0:2 დამარცხდა.

დებიუტში ნაჭყებიამ ბურთი მეტოქეს აართვა, გადაცემა ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც გაიტანა. თუმცა, ნაჭყებიაზე წესების დარღვევა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. შემდეგ მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასულ მაროშს მაკარიძემ არ გაატანინა. სლოვაკურმა გუნდმა მაინც მოახერხა დაწინაურება - ჩაწოდებული კუთხურისას უმეთვალყურეოდ დარჩენილმა შპორარმა თავით დალაშქრა მასპინძელთა კარი. მერე იირაჯანგმა ქობულაძეს დაასწრო და "მაკრატელათი"ანგარიში გაზარდა.

დემჩენკოს შეგირდები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ, ბევრს უტევდნენ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ტაკაჩი, ბართიშვილმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა, ქობულაძის გატანილი თამაშგარეს გამო გაუქმდა, საჯარიმოში სიხარულაშვილის წაქცევისათვის პენალტი არ დაინიშნა და საბოლოოდ მოწინააღმდეგემ გამარჯვება უფრო გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მოიპოვა.

საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.

თუ "იბერია 1999"-მა „სლოვანის“ბარიერი ვერ გადალახა, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე მესამე ეტაპზე სერბეთის "ცრვენა ზვეზდასა" და ჩრდილოეთ ირლანდიის "ლარნეს" წყვილში წაგებული იქნება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - სლოვანი 0:2

გოლები: 0:1 შპორარი (25), 0:2 იირაჯანგი (32)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი (ბოჭორიშვილი 76), ქობულაძე (ალჰასანი 58), ქარდავა, ბართიშვილი (კუცია 67), დადიანი, ნაჭყებია, სიხარულაშვილი (ენდე 85), ბედოშვილი (კაფე 76)

გიორგი
ჩემი აზრით იბერიას შეეძლო უკეთესი შედეგის დადება ქონდა მომენტები რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს სლოვანი უფრო გამოცდილი გუნდია გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს რეგულარულად თამაშობს ეს გუნდი ევროტურნირებზე კლასით და გამოცდილებით უფრო მაღლა დგას ვიდრე იბერია ასე რომ ლოგიკურად დასრულდა ეს შეხვედრაა კარგი იქნებოდა რომ ერთი ბურთით მაინც წაგვეგო რომ მეორე თამაშისთვის უფრო მეტი შანსი გვექნებოდა რომ გვებრძოლა მაგრამ 0–2 ზე სლოვაკეთში გასვლაზე წარმატების მიჰწევა ნაკლებ სავარაუდოა ამიტომ ჯობია ეს მეორე მატჩი გუნდმა გამოიყენოს მოსამზადებლად გუნდი მოემზადოს ლარნასთან მატჩისთვის ლარნასთან ნამდვილად გვაქვს რეალური შანსი რომ ლარნას ბარიერი გადავლახოთ და კონფერენც ლიგა გავინაღდოთ.
უცხო
პენალი ნაღდად იყო მარა არ დანიშნა აფსაიტებს უცებ უმოწმებდნენ და პენალი რატო არ გადაამოწმეს ვარზე.
გიზოგ
ასე, რომ ვურევთ მართალსა აღთქმით მართალს, სპორტსა და პოლიტიკას და ვეღარ გაგვირჩევია რას ვლაპარაკობთ, ამაშია ჩვენი უბედურება. ვერ მოვრჩით გაუთავებელ სიძულვილს იმისას, რაც არც გვინახია და დაკვნებს კატეგორიულს ვაკეთებთ. იმ წარსულს ბევრი ცუდი და არასწორი ქონდა, მაგრამ თქვენი არგუმენტი „სანან რუსული საბჭოური მართველობა არ დამთავრდება“-აო წერთ, უნდა იცოდეთ, აშკარაა არ გეხსომებათ, „საბჭოური მართველობის“ დროს ფეხბურთსი ძალიან კარგად იყო საქმე. თუ მართლა შეგტკივათ გული ქართულ ფეხბურთზე სჯობია ღრმად ჩაიხედოთ მის პრობლემებში და იქნებ რაიმე სასარგებლო რეკომენდაცია მისცეთ მათ ვისაც ეს ეხება. პრობლემები აუარებაა დაგროვილი ბოლო 50 წლის განმავლობაში.
მერაბი -1960
ეპიზოდურად იბერიას თამაში გამოსდის და რამდენიმე კარგი შემსრულებელიც ჰყავს. იმის პოტენციალიც არსებობს ჩემი აზრით, ხარისხი გააუმჯობესოს. ისიც მომწონს, რომ გუნდი ძირითადად ჩვენი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული ლარნესთან დავეხმაროთ ბიჭებს, ბევრად მეტი უნდა მოვიდეთ სტადიონზე და შანსები გავზარდოთ. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამ ეტაპზე ჯგუფში შესვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დავიღალეთ უკვე ფსკერზე ყოფნით.
გაგიკ ბოლო
წაგებული ანუ "ლარნე" იქნება მეტოქე და კიდევ შეიძლება ბრძოლა, თორემ "ცრვენა ზვეზდასთან" შანსი არ გვაქვს.
კაპიტანი ჯინჯოლავა ,გენერალი დემჩენკო
ისა ტყემლის არაყი შემოგველია და მაქედან გამომდინარე თამაშის ტემპს ვერავყევით სამწუხაროდ ჩვენზე სწრაფები დატექნიკურები იყვნენ.გადადგეს,ტრამპი, ინფანტინო,ჩეფერინი,კობიაშვილი,მაკრონი ფონდერლაინენი,მერცი,პუტინი,სტრანმერი,ეგი წასულა უკვე,კალასი.სასწრაფოდ გადავიდედ ძველ ფორმატზე.მთვარედან ჩამოვიყვანოთ ბავშვების კარგი მწვრთნელები, ფეხბურთელები მარსიდან იქ იაფადაა.. ფეხბურთის ფედერაციის მომავლ პრეზიდენტად დავნიშნოთ შალიკო უცხოპლანეტელელი ხოდასე აყვავდება იაფად და უფულოდ ჩვენი საკლუბო ფეხბურთი.ადრე ორ ეტაპს მაინც გავდიოდითო რაცოტაუნდა ქართველ ქომაგს ბედნიერებისთვის მერერარო ვიღაც ჭ კლასის გუნდი მესამე ეტაპიდან სამარცხვინოდ გამოგაგდებს სულარაფერს ხო ჯობია.

ესე ყველანაირად ნაგავში როგორ ვართ, ეს კომენტატორებიც ვინ იყვნენ, რანაირად მიყავდათ თამაში, გეგონება ძალით დასვეს და ალაპარაკეს, ან რეპორტაჟი როგორი ხარვეზით გადაიცემოდა...
სანდრო
მართლა მაინტერესებს, ვის რაში სჭირდება ეს დავარცხნილი შეფასება, ვითომდა იბერია გუშინ ტოლ-სწორად ეთამაშა სლოვანს და შეპარულად იმის მტკიცება,რომ ტენდეციური მსაჯობის გამო დავმარცხდით. ვიდეო რეფერის პირობებში თეატრალურად მინდორზე ჩაქცევის გამო პენალტს დაგიდებს ან თამაშგარედან გატანილ გოლს ვინ ჩაგითვლის, ასე რომ, ელემენტალური ობიექტური შეფასება ტომ იყოს ამ სტატიის მიზანი და არა შეფარული გაპრავება უშანსოდ წაგებისა, თანაც ვარის პირობებში,აღნიშნული ეპიზოტები საერთოდ არ იყო სახსენებელი.....კიდევ, წერთ იბერია ბევრს უტევდაოო!!, არა და პირველ ტაიმში კარში დარტყმა კი არა კარისკენაც არ დაურტყავთ, მხოლოდ ე.წ. ამომავალი ვასკვლავები, ჯიუტად ცდილობდნენ მთელი გუნდის მოტყუებას და ბურთიანად კარში შესვლას, პირველი კარისკენ გასროლა ბართიშვილმა შეასრულა მეორე ტაიმის შუაში, ჩამოიტოვა რა რამდენიმე მეტოქე. სხვათა შორის იმ მომენტში ჰქონდა, მარცხნივ პასის გაკეთების შესაძლებლობა და თანაგუნდელი პირის-პირ რჩებოდა მეკარესთან, საერთომ აშკარად ჩანდა, რომ ის, ბედოშვილი და კიდევ რამდენიმე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის უფრო თამაშობდნენ ვიდრე გუნდისთვის.. საერთოდ ძალიან,ძალიან საწყენია, რომ კლასში ამხელა განსხვავებაა საქართველოს ჩემპიონსა და სლოვაკეთის ჩემპიონს შორის....მით უმეტეს, ჩვენთან შუა სეზონია, გუნდი ფორმის პიკში უნდა იყოს, მათი გუნდი კი ახლახანს შეიკრიბა და მხოლოდ იწყებს მზადებას მომავალი სეზონისთვის, ხო და ასეთი გუნდი, რომ კიდევ ნახევარი ძალით, რომ მოგიგებს უშანსოდ, კატასტროფაა აბა რაა!!... ამას გაპრავება და მსაჯობაზე გადაბრალება კი არა ძირეული რეფორმები თუ უშველის, ახალი ხალხით და იდეებით...თორემ ვიქნებით ასე ჩეჩმაში საკლუბო ფეხბურთში და ხალხსაც ტრიბუნებზე, რაღაც იაფფასიანი გათამაშებებით თუ ლატარიებით ვერ შეიტყუებთ.....
მორიელი
რა ეშველება ქართულ კლუბებს :(

სწორედ ამ სლოვანთან წაგებას მოჰყვა,ხალხის აგრესია და ბათუმის,უკვე იმ ზღვართან ახლოს მისვლა,რომლის იქითაც,უკვე შეიძლებოდა ჯგუფურ ეტაპზე გასვლის იმედი გვქონოდა.ჩვენი,გულშემატკივრის წვლილიც არის,იმ,საკმაოდ პერსპექტიული გუნდის დაშლაში,რომლის წერტილოვანი გაძლიერებითაც,ალბათ მოხერხდებოდა,ჯგუფში გასვლა.როგორც ყოველთვის მოთმინება არ გვეყო და ფეხბურთლებსაც დიდი სულიერი ტრავმა მივაყენეთ,ზღვარს გადასული აგრესიით.ჩვენ გულს ვიოხებდით,რამდენიმე კაცმა კი,ნაკრების კანდიდატმა,ფაქტობრივად იქ დაასრულა კარიერა.ფსიქოლოგიურად ფეხზე ვეღარ წამოდგნენ.
gionat
პირველი გოლი მართლა აბსურდული შეცდომით გაუშვეს, მეროე კლასიკა იყო მხოლოდ ჩვენ გუდნდებთან რომ გააქვთ სასწაულები ისეთი გავიდა, საერთო ჯამში იბერიამ მოინდომა ირბინა შექმნა მომენტები და არ ჩაფადხდა ბოლომდე, რაც რაღაც იმედის ნაპრწკალს მიტოვებს პირადად მე. არა სლოვანთან დაპირისპირებაში მაგრამ თუნდაც კონფერენს ლიგის გზაზე, პარალელურად გამოცდილებაც უგროვდებათ.
ლევანი
აი სათაური უკვე ისეთია, რომ არბილებს სიტუაციას. გამოცდილების კი არა და მოუგო კლასის ხარჯზე და იმის, რომ უფრო მაღალი დონის გუნდია. 30 წლის ხალხი გვყავს გუნდში სა გამოცდილება როდისღა უნდა მიიღონ?
ფე-ხ-ბურთი !
ფეხით ბურთი -ს თამაში ! :(
ტიტე
დიდი ხანია ვაკვირდები და ერთი დასკვნა გამოვიტანე ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ბავშვთა ფეხბურთში არსებული სიტუაცია, ანუ რას ვგულისხმობ მცირე ასაკშიც კი მწვრთნელს შედეგს თხოვენ, ალბათ ბევრს გინახავთ რა ხდება 8-9 წლის ასაკში (აღარაფერს ვამბობ 14-15 წლის ასაკზე) ბავშვების თამაშებზე, ისეთი დაძაბულობაა ნუ იტყვი, განსაკუთრებით თუ იბერია, დინამო, ლოკომოტივი, ინტერი, სელერო ერთმანეთში თამაშბენ, სწორედ ამის გამო შემდეგ ხდება ის, რომ მწვრთნელი იძულებული ხდება (მით უმეტეს ბევრი დიდი ცოდნით და ნიჭიერებით არ გამოირჩევა) ორიენტაცია აიღოს იმ მომენტში ფიზიკურად განვითარებულ და შეიძლება ბურთთან ძალიან უცხოდ მყოფ ბავშვებზე (რამდენ მშობელს მოგისმენიათ ალბათ ბურთი იცის, მაგრამ ფიზიკურად სხვები ჯობიან), შესაბამისად წლების მერე როცა ეს ფიზიკური განსხვავება ისე აღარ ჩანს როგორც ბავშვობაში ან თინეიჯერობის ასაკში ვიღებთ რას, იმ ბურთის მცოდნე ბავშვს უკვე დანებებული აქვს ფეხბურთზე თავი, ხოლო იმ ფიზიკურად ძლიერმა ბავშვობაში, შემდეგ მთლად ნორვეგიელ-ბრიტანელივით ფიზიკურად ვერგანვითარებულმა ფეხბურთელმა ბურთი აღარ იცის, გუშინ ჩემი აზრით ამის ნათელი მაგალითი იყო რამოდენიმე მომენტში ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელი ბურთს ფეხს ისე უხვედრებდა თვალის დახუჭვა მოგინდებოდა, არ ვაკრიტიკებ არავის მაგრამ პირველი გოლის კუთხური ბურთთან ზუსტად ესეთ მოპყრობას მოყვა. სხვა პრობლემებიც მრავლადაა თუმცა აი ეს ოქროს შუალედის ვერ პოვნა საბავშვო ფეხბურთში, იმაზე ვერ მუშაობა, რომ ბურთის მცოდნე ბავშვების მარტივად გაშვება გუნდიდან იმის მაგივრად რომ ფიზიკურად მოამატებინო საბოლოოდ იწვევს არაზუსტ პასებს, კარში დარტყმის ნაცვლად ტრიბუნებზე ბურთის გაშვებას და საბოლოო ჯამშოი კარგ შემთხვევაშო 0-2-ს.
Roma
პროსტა ვერ ვხვდები რატომ გგინიათ ლარნეს მოუგებს ეს იბერია? მერე ნახეთ გულის არევა ლარნე რომ გაგვაფარჩაკებს. ტფუი
საჩინო
არ ჩანდა სლოვანი ასეთი საშიში,რომ ფეხებაკანკალებულებს დაეწყოთ ჩვენებს თამაში.ზურგით მეტოქის კარისკენ მდგარები ,მხოლოდ საკუთარი კარისკენ ცდილობდნენ ბურთი ემოძრავებინათ და როცა მეტოქემაც გაიფაფხურა ,ყველა ჯერზე მომენტი შექმნა .ალბათ მეტოქისგანაც პასებს ელოდნენ მაკარიძისადმი,იმდენად ძვალ-რბილში აქვთ ეს ცალმხრივი მოძრაბები.როცა გოლები მიიღეს,მის შემდეგ დაიწყეს და გაბედეს მეტოქის კარისკენ გახედვა და აღმოჩნდა ,რომ თავიდანვე მედგრად,მტკიცედ დაწყების შემთხვევაში,სლოვანის დამარცხება შეიძლებოდა.ეს ყველაფერი პირველ ტაიმს შეეხებოდა,მეორეში კი არ ვიცი რა მოხდა,ინტერნეტმა გამაწამა. ვიღაც უკნიდან განათლებული კვლავ საბჭოთა სისტემას აბრალებს ყველაფერს და მინდა ვუთხრა: მაშინ შეუფერხევლად ვუყურებდით ასეთ მატჩებს,დიქტორებიც შესანიშნავები გვყავდა და ფეხბურთელებიც. ნათქვამია,ნამუსიც კარგი საქონელიაო. თბილისის დინამო უყვარდათ და პატივს სცემდნენ მთელს კავშირში და არა მარტო.რამოდენიმეჯერ მომისმენია თავად რუსებისაგან ___დინამო გვიყვარს მისი მომხიბლავი სტილის ,ტექნიკური ,სწრაფი თამაშის გამო და პატივს ვცემთ მისი ყველაზე ეროვნულობის გამოო.მაშინ გუნდი ძირითადა დაკომპლექტებული იყო ქართველებით სხვა გუნდებისაგან განსხვავებით და ეს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შენნაირი უკნიდან განათლებულებისათვის,ყველას მოწონდა ___რუსსაც ,უკრაინელსაც უზბეკსაც და ა.შ. და ახლა სწორედაც იმ შენგან მოწენებულმა დასავლურმა მიდგომებმა და სისტემებმა მიგვიყვანეს კატასტროფამდე ყველა დარგში ყველა მიმართულებით.
Levani
შესაბამისად რაც უფრო უკან მივდივართ წლებს უკან თუ გადავახვევთ ყოველ წელს დონე იმატებს. 20 წლის წინ დინამოს ჯგუფური ეტაპი(სუსტად თამაში, მაგრამ მაინც) პარალელურად ტორპედო და ლოკომოტივი ორივე კარგი. დინამო 2002-2003 ძალიან ძლიერი გუნდი თავისი სნგ-ს თასით-მაგრამ მაინც ლიბერეცთან გამოვარდა იმ წელს. იმის წინა წლებში ერთი ნაბიჯი ლიგის ჯგუფამდე ბილბაოსთან უფრო ადრე ქინქლაძე-არველაძეების თაობა უფრო უკან არ არის ისტორია და რომ იყოს ალბათ ვემპიონთა ლიგაც გვექნებოდა მოგებული. თუ ჩავთვლით დამოუკიდებლობა მდე პერიოდს კი გვაქვს ევროთასი. გვეყოფა წარსულში მოგზაურობა,ახლა წინ გადავახვიოთ პესიმისტური კომენტარი არ მინდა მაგრამ როგორც მიდის ლოგიკურად უკან-უკან ყველაფერი უფრო დაზუსტდება ჩვენი ჩემპიონატის დონე ანუ აფერისტი კერესელიძეების მაგვარი ობიექტებიც გაქრებიან და სახ.დაფინანსებაც ლოგიკურად გაუქმდება შესაბამისად ამ ჩემპიონატში ითამაშებენ უხელფასო ტიპები 17-18 წლის,ან 22-24 წლის ვინც ვერ ხვდება ფეხბურთის მაგიერ სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი და მაგათი ოცნება იქნება სომხეთის მეორე ლიგაში,ან აზერბაიჯანის 3-ე ლიგაში მაინც მოხვედრა ერთი მანქანის ფულის საშოვნელად. სამწ
Levani
გამექცა კომენტარი,დავასრულებ აზრს. უკვე წლებია ყველა გუნდი ყოველ მომავალ წელს სუსტდება, იმის მაგივრად რომ ოდნავ მაინც გაძლიერდეს სუსტდება ყველას ეხება და ყოველ წელს იგივე ხდება. რატომ ხდება ასე-გუნდების მეპატრონეები არ ამბობენ. ტორპედომ ორი წლის წინ გუნდი ააწყო თავის იონსენით და საკმარისი არ იყო ის დონე, კიდე იყო საჭირო 2-3 კარგი ფეხბურთელი მაინც. ამათ კიდე ის იონსენიც ვერ გააჩერეს ვინც ერთადერთი ევროპული დონის ფეხბურთელი იყო. იგივე იბერია ასე 7-8 წლის წინ კარგი გუნდი იყო თავისი ვაგნერით,ალთუნაშვილით,შინდაგორიძით,ვოლკოვით,მამუჩაშვილით.კარგ ფეხბურთს თამაშობდა და ოდნავ აჯობა კლასით ზაგრებმა მაშინ და ამათ გაძლიერების მაგიერ გუნდი დაშალეს. დინამოზე რა უნდა თქვა, ყოველ 3 წელში ახალი გუნდია. კი, ყველას ვერ დააბავ და ვიღაც წავა უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ მეპატრონემ ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრას და უკეთესი მოიყვანოს. წავიდა იონსენი? დაიმატეს ვიღაც მცველი სტომატი თუ ტომატი,ნახევარმცველი 20 ნომერი რო იყო და მარცხნიდან რომ უტევდა მაგათი სამივეს ხელფასი რომ შეეთავაზებინა ვინმე თავისუფალი აგენტისთვის ვინც თმაში იცის არ შეიძლება? მე ვასწავლო ყველაფერი?ასეთი ჩლუნგები შოულობენ ფულს, იმიტომ რომ ჭკუით და ლოგიკით ვერ იშოვი ფულს, მარტო რაღაც 1დებილობა ამართლებს ხანდახან. ახ
Levani
ყველა გუნდი ყოველ მომავალ წელს ოდნავ მაინც სუსტია ვიდრე წინა წელ

შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზეც ვიყავით,მაგრამ არც მაშინ გვქონია,რაიმე შედეგი.გუნდის შემადგენლობები თუ არ დასტაბილურდა და მწვრთნელსაც მუშაობა არ დააცალეს,სულ ასეთ ნაგავში ვიჯდებით.წელიწადში ორჯერ იქმნება ახალი გუნდი და რა შედეგის იმედი უნდა გვქონდეს?

სტატისტიკას მაინც შეხედე ცრვენა ზვეზდასთან და მიხვდები რატო იქნება იბერია ფავორიტი. ავად თუ კარგად, ბურთი მაინც აგორავეს სლოვანთან და მომენტები შექმნეს და ლარნეს თამაშს რო ვუყურებდი კრისტალბეთ მეორე ლიგის გუნდის შთაბეჭდილება დამიტოვა. ვინც არაფერს უყურებთ, ისეთი ბიძაკაცები მაინც ნუ დამადისლაიქებთ ახლა.
bejo
ანუ ეს კონკრეტული გოლები რატო გაუშვეს არავინ არ წერს და იმიტომ გაუშვეს რომ მატჩამდე 2 -3 დღით ადრე მარჯვენა მცველი ზოჰური გაუშვეეეს :)))) მარტივადაა საქმე ამ შემთხვევაში
ალფა
ერთი მხრივ, ცოტა შვება იქნება ჯგუფის დადება ქართული ფეხბურთისთვის, ხეჩიკა ნახავს, რა კაი რამეა ჯგუფის დადება და გარანტირებული მილიონები. ამას ნახავენ კიდე სხვა მფლობელები. მეორე მხრივ, ბუნების კანონზომიერებით არ იმსახურებ არაფერს, როცა საჩემპიონთალიგოდ რამდენიმე ლეგიონერს ყიდულობ, მაგრამ სკამიდან არ აყენებენ, რადგან მწვრთნელმა შეატყო რა დაბალი დონისები არიან. არ იციან ამ ქართული გუნდების მფლობელებმა მართვა და შეეკითხე თუ გინდა. ძალით გვტენოს უეფა ჯგუფში და არ ირგებენ ესენი არაფერს.
ტრიბუნა A
ფედერაცია სულ უნდა დაიშალოს და ახლიდან დაკომპლექტდეს.ახლიდან.!!!! ათეულწელია შიდა ჩემპიონატი მიცვალებულია
ოდნავ სიმპატიური
გეთანხმები დავიღთ!!
Emigranti
საინტერესოა რამდენი კილომეტრი.ირბინეს იბერრის ფეხბურთელებმა ძუნძულით თამაშ ვერ მოიგებ
მეზღვაური
სლოვანს რომ ვერ გამოვაგდებთ ეგ ფაქტია,მაგრამ რატომ ჰგონია ზოგიერთს,რომ ლანრესთან შეხვედრის შემთხვევაში იბერია ფავორიტია? ეს არის სუფთა ბრიტანული ფეხბურთის გუნდი,დაკომპლექტებული თავიდან ბოლომდე ბრიტანელებით და იბერია ასეთი ფიზ მომზადებით გაუქაჩავს მათ? ანალოგიურად ლარნე ფავორიტებად თვლიან წინასწარ თავს ჩვენთან! ჩვენი დაცვა უსუსტესია! გინდ ქობულაძე,გინდ ჯინჯოლავა,და გინდ ამისულაშვილი. სელიმოვიჩზე აღარც ღირს საუბარი. ამისულაშვილი რატომაა ძირითარში,იმის გამო,რომ ამისულაშვილის ძმისშვილია და გენში აქვს ცენტრალური მცველობაო? ამოუცნობი ნიგერიელების მოყვანას მარჯვენა მცველი და ცენტრ.მცველი მოეყვანათ ჯობდა! ან ეს უაზრო აჩქარებები და რივოკები რა უბედურებაა? 30ე წუთის მერე სულს რომ ღაფავს ზოგიერთი დაღლილობისგან! ესეც დაბალი კლასის მაჩვენებელია,როცა ძალას და დიხანიას ვერ ანაწილებ სწორად მთლიან თამაშზე! ასეთი დონით ლარნესთან ძალიან გაჭირდება,ეს რომ იყოს 2004ის დინამო, 2011 წლის ზესტაფონი,ან 2013 წლის გორის დილა კიდევ კარგი,მაგრამ იბერიას ასეთი თამაშით გაუჭირდება კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა. პ.ს ვიცი ბევრს არ ესიამოვნება სიმართლე და ველი დისლაიქებს :)
დდდ
საკუთარ ნათქვამს რომ ეწინააღმდეგები, თუ ატყობ?!.. რა აზრი აქვს ფეხბურთში ფულის ჩადებას, თუ ქვეყანა მაჩანჩალად დარჩება?!...
დავით
რატო ჩამოყავთ უცხოელი ფეღბურთელები რომლებიც არაფრის გამკეთებლები არ არიან თან სკამზე უზიან დაფიქრდით ნოლიდან უნდა დაიწყოს ამ მაფიოზების მოშორება ფეღბურთიდან.

სლოვანს არაფერი გაუკეთებია.უბრალოდ იდგა მოედანზე და იბერიის შეცდომებს ელოდებოდა.რამდენიც შეტევაზე გადავიდნენ,იმდენჯერ დავარტყმევინეთ კარში და გოლების ეპიზოდებშიც,პირველ ჯერზე,მგონი ბართიშვილი იყო,ბოლომდე არ ჩაჰყვა თავის კაცს და მანაც დაუბრკოლებლად დაარტყა კარში,მეორედ კი,მგონი ქობულაძე იყო,თავისუფლად მიაღებინა და დაარტყმევინა,თავის კაცს.დალოცვილო,ფიზიკური კონტაქტი მაინც გაუკეთე კორპუსით.დაცვაში არავინ არავის არ იჭერს და ამიტომა ყველასთან ყველა მეტოქის შეტევა,კართან დიდი საფრთხით რომ მთავრდება.უამრავი კუთხური ჩავაწოდეთ და საფრთხე ვერაფერი შევქმენით,ორივე გოლი ისე გავიტანეთ,შემტევებს შეეძლოთ სივრცე ეკონტროლებინათ და თამაშგარეში არ აღმოჩენილიყვნენ.ერთი სიტყვით,სათამაშო დისციპლინა არ გვქონდა და რაღაცას კი ცდილობდნენ,მაგრამ უფრო ფაფხური იყო,ვიდრე რეალური მცდელობა.გასვლაზე კი არა,აქაც უშანსოდ რომ იყვნენ,მგონი თვითონაც კარგად იცოდნენ და სლოვანმაც.გასვლაზე უნდა ვეცადოთ,მომდევნო თამაშებისათვის რაღაცა კომბინაციები დავალაგოთ,დაცვაც ავაწყოთ და იქნებ იქ მაინც გამოგვივიდეს რამე.დემჩენკოს შეუძლია გუნდი უფრო უკეთესი გახადოს,მაგრამ ფრენას ვერ ასწავლის,მანამდე ძუნძული მაინც თუ არ შეეძლებათ.
გენა
Ვაგლახ
zaza
gamocdilebis ki ara , fizikuri da taqtikuri momzadebis xarjze mogviges.ar fexburtshi da arc kalatbur tshi mwvrtnelebi ar gvkavs, bavshvebs arasworad vzrdit.amashia saqme.
goga
ფეხბურთზე, ყველაფერი ისედაც გასაგები იყო, თამაშამდე წავაგეთ. კომენტარი სილქ-ის live-ზე მინდა გავაკეთო; ყურება რომ შეუძლებელი იყო, ვინც ეკრანს შეხედა დამეთანხმება, მაგრამ მთელი "კაიფი" ის იყო, რომ ტელეფონში სქროლისას რეპორტაჟს ვუსმენ (გულშემატკივარი ვარ და ხომ იცით როგოც ხდება - იქნებ გავარდეს ყარაულის თოფივით) და კომენტატორების განმარტება მესმის - ხარვეზი ჩვენი ბრალი არააო. ეკრანს "სილქი" აწერია, თამაში თბილისშია.
რაბუ
კაი არ შევიდეთ ჯგუფში
კიეზა
რა დონეზეც იმყოფება ქვეყანა..იმ დონეზეა ფეხბურთიც..ასე რომ ნუ ვითხოვთ შეუძლებელს..თუ სისტემურად არ მიეხედა ამ სფეროს.თუ არ ჩაიდება ფული ყოვეკთვის ასეთი მაჩანჩალა ვიქნებით..აბა დაითვალეთ რამდენი წელია ერთი და იგივე წრეზეა და სასიკეთოდ თუ რამე შეიცვალა..
კონტეს მამა
თქვენიც გამკვირვებია. ლარნეს გავცდებით და ჯგუფში მოვხვდებითო. და რა მერე? დაფიქრებულხართ იქ რა ანგარიშებით დაგვადუღებენ? ინფარქტი გარანტირებული გვაქვს. ასეთი თამაშით არც ამათი ჯგუფი მინდა და არც ეგეთი სვარკის ყურება. ბართიშვილი მეცოდება, ათჯერ უკეთეს გუნდს იმსახურებს. გუნდს შუა ხაზი და დაცვა პრაქტიკულად არ ჰყავს, რა ჯგუფი, რის ჯგუფი, ორნიშნა ანგარიშით წააგებენ ყველა თამაშს. მკვდარი სლოვანი 6-7 კაციან პრესინგს გვეთამაშებოდა, ესენი 2-3 კაცით ცდილობდნენ ბურთის წართმევას. არ ისწავლით ბიჭებო პრესინგის თამაშს(ეს ნაკრებსაც ეხება)? ნუ გექნებათ წარმატების იმედი.
ბიძინა
ბატონებო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უფროსები გთხოვთ, წახვიდეთ სემინარში სომხეთში ან აზერბაიჯანში ვისწავლოთ იქ მათგან საკლუბო ფეხბურთში ინფორმაცია , თქვენ ოჯახ აშენებულებო ჩაატარეთ რეფორმები საკლუბო ფეხბურთში, გადავიდეთ შემოდგომა გაზაფხულზე, მადლობა,
თამაზი
ძალიან გაკვირვებული დავრჩი დემჩენკომ ბართიშვილი ასე ნაადრევად რომ გაიყვანა. ერთერთი საუკეთესო იყო (თუ საუკეთესო არ იყო) ჩვენი მხრიდან და რა მოსაზრებით გაიყვანა არ მესმის
უკანპასა ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს
ძალიან სწრაფად დარბიხართ ბიჭებო, თავს უნდა გაუფრთხილდეთ, ნიავმა არ დაგკრათ გაოფლილზე. მადლობა მაინც გადაუხადეთ სლოვენიელებს, რომ დაგინდეს და მხოლოდ 2 ბურთი გაკმარეს. ვის მოუგია სიარულით ფეხბურთი? სახელმძღვანელოებშია შესატანი თქვენი დინჯი პასები საკუთარ ნახევარზე და ცენტრიდან ან მეტოქის საჯარიმოდან მაკარიძისთვის უკან გადაცემები. ეს ჯინჯოლავა კიდევ რა კრიტერიუმებითაა დანიშნული კაპიტნად? გუნდში ყველაზე სუსტია, რა უბედურება იყო ამდენი შეცდომა ან უაზროდ ჩაწოდებები. დემჩენკო კი არა, მამაზეციერი ვერ უშველის ასეთ გუნდს. მხოლოდ ნაჭყებიას და ბართიშვილის მონდომება ვერ უშველის საქმეს. 40 წლის მესიმ უფრო მეტი ირბინა შუადღის თაკარა მზის ქვეშ, ვიდრე თქვენ 20 წლის ბიჭებმა. სირცხვილია ასე თამაში.
ლარნე უფროა ჩვენი საკბილო
თამაშამდეც დაცწერე 54-ე ადგილზე როდეცას არის საკლუბო რეიტინგში ქვეყანა ამაზე მეტყველი დაბალი დონის საზომი აღარაა. სან მარინოს უსწრებთ და ესტონეთს. ესაა დღევანდელი დღე სადაც დაეცა საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჩვენ ამ ყველაფერს ნელ ნელა შეგვაჩვიეს და არ მარტო ფეხბურთში, ზოგადად ცხოვრებაშიც. ქვეყანაში მიმდინარეობს ექსპანსია, შემოსევა ყველა მხრიდან და ამასაც ნელა ნელა ვეჩვევით. ქვეყანა უპატრონოა დღევანდელი ვითო პატრონების ხელში. ეგ ეხება ყველა სფეროს და ფეხბურთია ნათელი მაგალითი რა ჭაობშიც ვართ. ევროპის 55 ქვეყნებში ბოლოდან მე-3 ადგილზე. 54 ადგილზე. სან მარინო თავის 34 ათასიანი მაცხოვრრბლით. მათაც მოგვიგეს 1:0 მარა სახლმა გვიშველა 3:1. ესაა ჩვენი დონე დღეს. როგორ და რატო დავეცით აქ? ფედარაცია რა შუაშია? Слава КПМГ (ком.парт.мечта груз) სანან რუსული საბჭოური მართველობა არ დამთავრდება მანამ შეჭამენ ბიუჯეტიდან ფეხბურთის მღრნელენი ფულს და ასევე ქვეყანას. გაიღვიძეთ ყველამ თორემ ქვეყანასაც დავკარგავთ და არა მარტო ფეხბურთს. მტერი ჩვენს ქვეყანაშია შემოჯლიგინებული ჭარბად და ეს დროზე თუ არ დამთავრდა კატასტროფა ელის საქართველოს.
რაბუ
სხვა შედეგს არ ველოდი. კონფერენს ლიგაც დიდი მიღწევა იქნება ჩვენთვის ამ ეტაპზე და იქ მოვინდომოთ
ალფა
ერთი კაი ამბავი ისაა, რო ესეთი თამაში შეიძლება ეყოს ლარნეს გაგდებას. ხეჩიკამ ჯობია ტრანსფერებში ხარჯოს ის ფული, ესეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
მერაბი 61
მიკვირს ამ ხალხის, კარში რომ ვერ ურტყამ ნორმალურად,სლოვანი არაფრით იყო უკეთესი მაგრამ სახლში თამაშობ და კარში ვერ ურტყამ, ფეხბურთში მთავარი არის გოლების გატანა, საქართველოში საკლუბო ფეხბურთში რაღაცას ვაკეთებთ არასწორად,და ბოლოს არარატ არმენიამ და აზერბაიჯანის საბახმა მოიგეს,
Nab007
არაუშავს... ითამაშეთ და რაც გამოვა გამოვა... ბართიშვილი კარგი იყო
ნელსონ მანდელა
უეჭველი მეორე თამაში მეორე გუნდით უნდა ითამაშონ, ფეხბურთელები დაასვნონ ტრავმებისგან დაიცვან და ხვალიდან გადაერთოს გუნდი ევროპის ლიგაზე სადაც შეხვდება თანასწორ მეტოქეს, იგებენ და ჯგუფში არიან. ასეთი შანსი არასდროს ჰქონია ქართულ გუნდს.უნდა დაივიწონ სლოვანი.
კახი
სლოვანთან გასამართი მატჩები იბერიამ უნდა გამოიყენოს ლარნესთან დასაპირისპირებლად. აი იქ იქნება ჩვენი კალიბრის გუნდი და იქ უნდა ვიყოჩაღოტ, თორემ სლოვანის დონეს ქარტული გუნდები კარგა ხანს ვერ შეწვდებიან.
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"ეს უდიდესი უკუსვლა იქნება" - ჩრდილოეთ ირლანდიაში "იბერიასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში