ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "იბერია 1999' გასვლაზე "ლარნეს" დაუზავდა - 0:0. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩრდილო ირლანდიელები უპირატესობას ფლობდნენ და რამდენჯერმე ქართული გუნდის კარის აღებაც შეეძლოთ, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა გარი ჰავერონმაც აღნიშნა.

მისივე განცხადებით, თავდაჯერება მიიღეს, თუმცა იმედგაცრუებულნიც არიან, რადგან გამარჯვება ვერ მოახერხეს.

"განმეორებითი თამაშის დაწყებას მოუთმენლად ველი. ჩვენ მათ მოედანზე მივდივართ და შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება. პირველ ტაიმში შესანიშნავები ვიყავით და შანსები შევქმენით.

მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, თუმცა შუაში ჩვენი თამაში ცოტათი დავკარგეთ, მაგრამ მთლიანობაში ბიჭებმა მთელი მატჩი არაჩვეულებრივად ჩაატარეს.

შექმნილი შანსების გამოუყენებლობის გამო, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ. პერიოდულად დომინირება გვქონდა. "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით.

მეტი თავდაჯერება მივიღეთ, ერთადერთი იმედგაცრუება ის არის, რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ", - ციტირებს ჰავერონს BBC Sport NI-ს.

შეხსენებისთვის, საპასუხო შეხვედრა "მიხეილ მესხზე" 11 აგვისტოს გაიმართება. ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, "იბერია 1999"-ის მეტოქე პოლონეთის "იაგელონიასა" და შოტლანდიის :რეინჯერსს: შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი "ლარნესთან" დამარცხდება, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც "ლინკოლნ რედ იმპსისა" და "ომონიას" შორის წაგებულს დაუპირისპირდება.

გია
სტუმრების მაგარი მიღება გცოდნიათ, პატივისცემაც.... დანარჩენს თბილისში მოგახსენებენ ჩვენი ბიჭები.....
კონტეს მამა
საბოტაჟი კი არა, დამფრთხალ, შეშინებულ და დაბნეულ დინამოს გადაუარეს. უმწვრთნელოდ არა მგონია მეტით წაეგოთ. ვინმე თუ ამიხსნის რატომ არ ათამაშებს ერთად დასაწყისიდანვე ვაწაძეს და თორნიკეს ერთად, მადლობელი დაგრჩებით. მინდოდა მეხილა ორივე ერთად რამდენად ეფექტურები იქნებოდნენ და ვერ ვეღირსე.
Roma
აქ ვიღც წერს საბოტაჟია რომ არ გჯერავთ იბერიის გასვლაო? რა საბოტაჟი ბიჭო აზრზე ხარ ვაფშე რა მოხდა დინამოს თავს? ზუსტად მაქ გამოჩნდა რა დღეშიცაა ქართული ფეხბურთი. თუ ფეხბურთი ქვია ვაფშე
სარეველთმმუსვრელი
საბოტაჟში ჯდება
ეეჰ
არ გამიკვირდება არაფერი. რაც დინამომ ჩაიდინა, არაფერში არ ჯდება.
The Daily Telegraph: ინფანტინომ სამსახურში საყვარელი დააწინაურა და შემდეგ კომპენსაციაც გადაუხადა
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
"კვარა" ოქროს ბურთისთვის, მუნდიალის აღმოჩენა და სკანდალში მოხვედრილი მსაჯი - ევროპის სუპერთასის PREVIEW
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება