ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები 83:66 დაამარცხა და D ჯგუფში უნგრეთთან ერთად ლიდერობს.

ჩვენს ნაკრებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ლიდერობა თავიდანვე მოიპოვა და თამაშის ბოლომდე მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. ეს პირველ რიგში გუნდური თამაშისა და გონივრული ტაქტიკის შედეგია.

ჩვენი ნაკრები ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც პერიმეტრზე, ისე სამწამიან ზონაში. მათე ხატიაშვილისა და მათე ყავლაშვილის ტანდემი ტურნირზე ყველაზე სახიფათოა, რადგან პირველი მატჩის დირიჟორია, მეორე კი სამქულიანების მანქანა. ხატიაშვილმა ამჯერად 10 პასი მიითვალა, ყავლაშვილმა კი 21 ქულა (4 სამქულიანი).

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მექულეები გახდნენ: მათე ყავლაშვილი - 21 ქულა (4 სამქულიანი), დავით ფაჩულია - 17 ქულა (5 მოხსნა), ილია ქურდაძე - 10 ქულა (6 მოხსნა, 4 დაფარება) და გიორგი დოხნაძე - 9 ქულა (8 მოხსნა).

საქართველომ ამ მოგებით მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა, თუ მეორეთი. ეს ბოლო ტურში გადაწყდება, როცა ჩვენი გუნდი 3-დან 3 მოგების მქონე უნგრეთს დაუპირისპირდება. უნგრელებმა დღეს შვედეთი გაანადგურეს.

ბოლო ტურის შეხვედრა, საქართველოსა და უნგრეთს შორის 29 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"მანჩესტერ სიტიმ" გვარდიოლს კონტრაქტი გაუგრძელა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
კიეზამ "ლივერპულში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩებზე
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
დუბაი გაჩერებას არ აპირებს - შენგელიას შემდეგ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველიც დაიმატეს
ტერ შტეგენის "აიაქსში" ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
კვლავ ნიდერლანდებში - დუშან ტადიჩი ახალ გუნდში გადავიდა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
პსჟ აკლიუშს არ ეშვება
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს
პსჟ შეიძლება კიდევ ერთმა შემტევმა დატოვოს
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
კარგი გარჯა დაუფასდა - ესპანელები დე ლა ფუენტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
საქართველოს U18 ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა