კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ჟალგირისთან“ 2:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თბილისში 0:3 წაგების შემდეგ, ლიეტუვური კლუბის პრეზიდენტმა ანდრიუს ტაპინასმა თქვა, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და მოწინააღმდეგეს ყელში უნდა სწვდომოდნენ. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძლებმა თავიდანვე შემოგვიტიეს, კალანდაძემ საჯარიმოში გოლუბიცკასი წააქცია, პეტკოვიჩმა კი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა. მერე ჩვენი გუნდის დაცვა ისევ ჩავარდა და ბელენკიმ „ჟალგირისი“ დააწინაურა. სტუმრებმა პირველივე მომენტი გამოიყენეს - მეკარე სარკაუსკასთან პირისპირ გასულმა კვარაცხელიამ ვერ გაიტანა, თუმცა სანტუშმა დალაშქრა მეტოქის კარი.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ჟალგირისი“ ისევ გადმოვიდა იერიშებზე, დინამოელთა შეცდომებით ისარგებლა და ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაგვიტანა. ქეცბაიას შეგირდები ბურთს ვერ იჭერდნენ, საკუთარ საჯარიმოს იყვნენ მიჯაჭვული და ამ რთულ სიტუაციაში შეცვლაზე შესულმა ვაწაძემ შორიდან დაამწუხრა სარკაუსკასი. თუმცა, მალე პეტკოვიჩმა და ბელენკიმ დუბლები შეასრულეს და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. ბოლოს მიხაილოვიჩმა გაიტანა, ბელენკიმ ჰეთ-თრიკი მიითვალა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანეს.

ვილნიუსი. „LFF სტადიონასი“

ჟალგირისი - დინამო (თბ) 7:2

გოლები: 1:0 ბელენკი (25), 1:1 სანტუში (40), 2:1 პეტკოვიჩი (59), 3:1 ტეიშეირა (61), 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბელენკი (82), 6:2 მიხაილოვიჩი (88), 7:2 ბელენკი (90)

გამოუყენებელი პენალტი: პეტკოვიჩი (9, ჟალგირისი)

დინამო (თბ): ლორია, ფსალტისი (ური 22), კურდიჩი, კალანდაძე, სანტუში, ოსეი, კაკაშვილი (ვაწაძე 70), ნინუა, ტეიშეირა, კვარაცხელია (ტკალია 60), ბა

M
როდესაც დაცვას მეკარის მოგერიებული ვერცერთი ბურთი ვერ გამოაქვს რისი იმედი უნდა გქონდეს. ქეცბაიას და ლორიას ბრალი ყველაზე ნაკლებია, 16-18 წლის ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატიდან ვერ მოთხოვ ბევრს. როდესაც გუნდი კმაყოფილდება მხოლოდ ფედერაციიდან მიღებულ დაფინანსებას (არ ვამბობ ყველაზე) და ჩემპიონატში ასეთი 50%-ა გუნდები იგივე ხარისცის გეყოლება.
დათო
რა ტოტალიზატორი ხალხო გაყიდული არა კვახი..ცხრიანებში გაგვიტანეს გოლები,ფრინავდენ სტადიონზე გულით თამაშობდენ თავისი ქვეყნისთვის..ჩვენები ქათმებივით დაკაკანობდენ..უნდა დაულეწო თავები ყველას და მომავალ წელს შიშისგან ყველა მონდომებით ითამაშებს
zaza
მეც მგონია რომ გაყიდული იყო ეს მატჩი მეორე ტაიმში 6 გოლს არავინ უშვებს თან ასე და რატომ გეპარებათ ზოგიერთებს ეჭვი და რატომ არ გჯერათ ვინ გამოიძიებს ფედერაცია?? თუ გულშემატკივარი გამოვა მასიურად როგორც ევროპაში გამოდიან და მოითხოვს გუნდისგან რამეს? 100–200 კაცი დადის დინამოს თამაშებზე მაქსიმუმ კერძო კლუბია კერძო მესაკუთრე ჰყავს და სიმართეც რომ ითქვას მესამე ეტაპზე ისეთი მეტოქე ელოდათ რომელთანაც 100 დან 90 % მაინც გამოვარდებოდნენ და 20 ქონდა კოეფიციეტი მეორე ტაიმის შემდეგ ჟალგირისის გასვლას მგონი და რა გიკვირთ ან რატომ გიკვრით?
nedved
სანამ სახელმწიფო ფული ასეც და ისეც ირიცხება არავის არააქ მოტივაცია რო თავი ზედმეტად შეიწუხოს. უნდა გაუქმდეს, დარჩეს მიზერული დაფინანსება და იყოს თუნდაც სამოყვარულო გუნდები. ამაზე უარეს შედეგს ნამდვილად ვერ აჩვენებენ. იუთუბ ლიგაზე უფრო მეტი კაცი დადის ვიდრე ეროვნულზე, ამით ყვეალფერი ნატქვამია
zuli
დინამო გაფარჩაკდა !!!
ელიასი
დიდი მადლობა ბ-ნ იძინას, კალიაძეს, კობისა და მთელ მათ შესანიშნავ საძმოს იმისთვის, რომ მთელი გულით ცდილობენ ყოველი მომდევნო დღე წინაზე გაცილებით უარესი იყოს. ასევე მადლიერება გამოვუხატოთ ქომაგთა გაუგებარ დაჯგუფებას, რომელნიც ფარერების მეთევზეთა კლუბთან 1-6 დინამოს დამარცხებას პირამიდებისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით შეხვდნენ და არც ქვა და არც ლოდი დაუშინეს მაშინ იქაურობას, რათა ზემოდხსენებული საძმოს მიერ დამკვიდრებულ "მშვიდობას" ბზარი არ გასჩენოდა.
dankara
ჩემი აზრით სიმართლე ისაა რომ 200 000 ევრო იყო მესამე ეტაპზე თამაშის პრემია უეფასი მგონია რომ ამ თამაშის შემდეგ დინამომ გაცილებით მეტი ფული გააკეთა და თან მესამე ეტაპზე პაფოსი და სპლიტის ჰაიდუკი იყვნენ სავარაუდო მეტოქები და არცერთან არ ქონდა შანსი დინამოს გამარჯვების ამიტომაც ეს თამაში გატყდაა და ფული მაინც იშოვეს ესაა ჩემი აზრი.
ნელსონ მანდელა
კიდევ კარგი არ ვუყურე თამაშს რო მორჩა მერე ვნახე ანგარიში და მეგონა ფლეშსკორმა გაჭედა :დდ პირველ თამაშს ვუყურე და მგონი ერთი რეალური საგოლე მომენტის ვერ შექმნეს ერთ კვირაში 7 გოლი რანაირად გაიტანეს რთულად დასაჯერებელია.
სოსელო
მართლაცდა ძალიან სამარცხვინო გამოსვლა აქვთ წელსაც ქართულ გუნდებს,საშველიც ჯერ არ ჩანს არაფერი,ვერც ერთ გუნდზე ვერ იტყვი რაიმე სასიკეთოს...არც, თუნდაც საშუალო დონის ლეგიონერები, მწვრთნელებიც...სასაყვედურო ბევრი გვაქს გულშემატკივარს, მაგრამ განსაკუთრებულად რატომ ვლანძღავთ ხოლმე გორის დილას,თითქოს დინამო-ტორპედო და სხვები ბრწყინავდნენ...
ზაალი
უკეთეს გუნდს თუ ვეთამაშებით 25-ს გაუშვებენ .. 1 თვის წინ დავწერე ფეხბურთელი ნახევარ მეტრზე ფეხს რომ ვერ აწევს, რა ფეხბურთზეა ლაპარაკი. უმოტივაციო, უჯიგრო, უსირცხვილო მოთამაშეები ვერაფერს მიაღწევენ.. მე თუ მკითხავთ ვინც ბოლო 20 წელია ფეხბურთშია , საერთოდ უნდა აუკრძალო მიახლოვება ფეხბურთთან, ისე ისევ ის ხალხია მაგ დინამოში ვინც ხვიჩა კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვები გუნდიდან გაუშვა. რაზე ვიშლით ნერვებს?!
ბოროტი ბეჰემოტი
ტოტალიზატორის მოთამაშეებო: გირჩევთ მუდმივად ქართული გუნდების წაგებაზე დადოთ, განსაკუთრებით როცა მაღალი ფსონებია (ამ შემთხვევაში მეტოქის გასვლა შემდეგ ეტაპზე) - ჩვენი "ოქროს ბიჭები" ამას უზადოდ შეასრულებენ - ხით, ხით, ხით! აბა, კარგი ღამე - წავედი მე ბუჩქებში ...
სიმართლე
კარგად იცოდნენ რომ დინამო ვერც პაფოს და ვერც სპლიტს ვერ გასცდებოდა ამ გუნდით ამიტომაც შემდეგ ეტაპზე გავარდნას ისედაც ახლა გავარდნენ მაგრამ ფული იშოვეს ბიჭებმა ესაა სიმართლე ეგრე არავინ არ აგებს მეორე ტაიმს
სანდრო
გადარჩენილები ვართ ხალხო ხუთბურთიანი სხვაობით რომ არ მოიგეს სახლში თორემ ალბათ ტაბლო გადაიწვებოდა ვილნიუსში შედეგის დაფიქსირებისას,ეეჰ მერამდენედ მართლა და მართლა მერამდენედ

ამ თაობის ვითომ მწვრთნელები როგორც ქეცბაია ვინმე არველაძე ცხადაძე გუნდებს არ უნდა გააკარონ.კომუნისტური მენტალიტესის და აზროვნებით აღზრდილები თავისუფალ და კარგ ფეხბურთს ვერასოდეს ათამაშებენ გუნდებს.ამ თაობის აზრიც არ უნდა იყოს მოსმენილი
ევროპა არა კვატი
მსოფლიოში ვართ ბოლო ადგოლზე ფეხბურთში გაიგეთ ყველამ
გია
წავაგეთ თემურ----გაგიჭირდებოდათ,ვაი მართლა თქვენს პატრონს დე მერე მათ ვინც თქვენ მოედანზე გაგიშვათ და ფეხბურთის თამაში მოგთხოვათ მერე ვუივუი ჩვენ რომ ყოველ წელს თქვენს მარაზმს და შაყირს ვითმენთ და ბოლოს ვაივუი მათ ვინც ვინც ქართული ფეხბურთი და საქართველოს სახე მთელ მსოფლიოში ამ მდგომარეობამდე მიიყვანა,ისე საინტერესო რა არის იცით ამ ხალხმა ვისაც ეს სფერო აბარია მენეჯმენტია ადმინისტრაცია თუ ფედერაცია თაბმოყვარეობაზე არაფერს ვამბობ რომ არ აქვთ გასაგებია მარა ბავშვობიდან გაქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი თუ ფარა რომ დაინახეთ მერე გაგიწყდათ
ehhh
ოპტიმისტი ხართ? რაის წაგებულებში წაგებულს, ნახმარებში ნახმარებს ....
SS
თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად
გულშემატკივარი
ვინც ეხლა ტოტალიზატორზე წერს, ამართლებს ჩვენს სამარცხვინო წაგებას და ამით ფუთავს იმ კატასტროფას საქართველოს ფეხბურთში, რაც ჩვეს თავს ტრიალებს.
საჩინო
უვარგისი ფეხბურთელები,უვარგისი ტაქტიკა(მწვრთნელი} და შესაბამისი(კანონზომიერი) შედეგი.და რაც ყველაზე სამწუხაროა,უვარგისი გულშემატკივრები, თორემ დიდი ხნის წინ მოთხოვდნენ პასუხს ქართულ ფეხბურთზე პასუხისმგებელ პატივცემულ გვამებს.
გიგო პაპა
აი რატომ არ დავდივარ სტადიონზე ბოლო 30 წელი. რომ მევლო, ინფარქტი გარანტირებული მქონდა. ჯანმრთელობას არაფერი ჯობია ხალხო. თავს გაუფრთხილდით ქართველო გულშემატკივარო. დინამოზე მხოლოდ ერთს დავწერ: სასწრაფოდ გადასაყვანია იბერიაში თორნიკე და ბართიშვილთან შეწყილება. ერთადერთი ნათელი წერტილია გუნდში, რომელსაც თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევენ.
რიონელი
საწყენად არ ვამბობ, მაგრამ, ჩემი აზრით, დინამოს ვეტერანების ბრალიცაა, ხმას რო არ იღებენ ასეთი ტრადიციების მქონე გუნდს რო ამასხარავებენ და შეურაცჰყოფენ. თან,მერამდენედ?!
იხვი
ქეცბაია ცუდი მწვრთნელი არაა, მაგრამ როცა გუნდში რამდენიმე არაკაცი გყავს, რომლებიც ყომარობენ, ვერაფერს ვერ იზამ. წმენდა უნდა მოაწყოს გუნდში, თუ ამის საშუალება არ მისცა ფიფიამ - უნდა წავიდეს და დაიღუპოს კარიერა აფერისტებთამ მუშაობით.
ლერი
შეიძლება წაგება ტოტალიზატორს დააბრალო,შედეგ ამინდს,შემდეგ კიდე რაღაცას მოიგონებ,მაგრამ თბილისის დინამო რომ გუნდი არ არის ნუთუ ვერავინ ხედავს?წინა შეხვედრას ლანჩხუთში რომ წააგებ,თუ გინდ შესუსტებული შემადგენლობით-რაზეა ლაპარაკი.
ბეშკა
მეხუთე ბურთი იყო მემგონი, მცველი იდგა ერთ მეტრში და განძრევლად უყურებდა ტიპმა როგორ მიიღო ბურთი გასწორა და დაარტყა, ან მარტლა გაყიდეს, თუ არა ჯობია დაიბრალონ გავყიდეთო.
იხვი
ქეცბაია რა შუაშია? ორ-სამ კაცს მიეცი მაყუთი და ეგაა. პირველი ტაიმის მერე ფრე რომ არ ყოფილიყო კიდევ მესმის.
იხვი
ჭკუა რომ დააყოლეს მაგიტომაც შემდეგ ეტაპზე გასვლის ორ კაპიკ პრემიას ამჯობინეს კაი მაყუთი ბუკმეიკერებისაგან.
კახა
ჩემი აზრით არ არის სწორი ამ ერთ კონკრეტულ თამაშზე აქცენტის გაკეთება. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ?) აჩვენა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა. ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავს რომ იწონებს ახლაი მოედნების და სტადიონების მშენებლობით, შედეგი სად არის? ანუ ახალი მოედნების და სტადიონების კვალობაზეც კი მდგომარეობა კი არ უნჯობესდება, უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს მასობრივ არაპროფესიონალიზმს ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში და ბავშვთა ფეხურთში. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, შთაბეჭდიება მრჩება, რომ ბოლო წლებში ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს, ან საუბრობს ძალიან მოკრძალებით. რაშია საქმე?
gigi
აი ვინც იძახით გაყიდაო ეგ გამართლებას უფრო გავს გუნდის, ანუ შეეძლოთ გასვლა და ძალით გაიგდეს თავიო. საქმეც მაგაშია რომ მართლა წააგეს. გაყიდულ თამაშზე წინასწარ ორივე თამაშის სცენარს და შედეგს შეათანხმებდნენ და დაუჯერებელია ქეცბაია იმიტომ მოსულიყო დინამოში ასე სამარცხვინო წაგების სცენარზე დათანხმებულიყო, ტოტალიზატორზე უფრო ლაითი წაგების სცენარით ითამაშებდნენ და იშოვიდნენ ფულს
Adrs
რითი ცართ დარწმუნებული რომ ქეცბაია და ფიფია ამ შედეგით იფრო სოლიდურად არ დამძიმდნენ ფინანსურად
იხვი
ფიფია ან წაეთრიე ან სახელი გადაარქვი კლუბს
მაშარაფა
ეს თამაში არის გამოსაძიებელი! არ დაიწყოთ ახლა მიზეზობ, ხელმოსაჭიდს ეძებ და ა.შ. ერთადერთი ახსნა აქვს ამ კატასტროფას - ტ ო ტ ა ლ ი ზ ა ტ ო რ ი ! ხოშიანი კუში ქონდა ჟალგირისის გასვლას.
გიგა
მოკლედ და კონკრეტულად: ა ნ ტ ი ფ ე ხ ბ უ რ თ ი!

პირველი ტაიმის შემდეგ,ფრეაო და მმეორე ტაიმში,დინამო ბალის კუნძულებზე წავიდა,დასასვენებლად.გავიდნენ პლაჟზე,დაწვნენ და კი ვნახეთ,რაც გაუკეთეს.მცველთა იძულებითი ცვლილებები და გადანაცვლება გასაგებია,რომ თამაშს ძალიან შლის,მაგრამ ის რაც ჩვენ დაცვაში ხდებოდა,თამაშად როგორ უნდა შევაფასოთ?ყოველ გაშვებულ გოლს,მთელი დაცვა გაჩერებული აკვირდებოდა.მესამე გოლის ეპიზოდში დაცვის ცენტრმა ბურთი საჯარიმოდან გამოაგდო და თვითონაც ზემოთ აიწია,მაგრამ ორივე განაპირა მცველი,თამაშიდან მთლიანად გამოთიშული,ადგილზე იდგა და ზემოთ ამოწევა აზრადაც არ მოსვლიათ.შედეგად საჯარიმოს ცენტრში,ორი ლიტველი სრულიად თავისუფალი დარჩა,ბურთიც მათთან წავიდა და იმ ორი განაპირა მცველის გამო,აღარც თამაშგარე იყო.შვიდივე გოლი სრულიად თავისუფლად დავარტყმევინეთ და ამდენ სირბილსაც აზრი არა აქვს,ცოტა ჭკუაც თუ არ მიაყოლე.ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს,თორემ თემურ ქეცბაიას საკუთარი თავიც უნდა შეეყვანა განაცხადში და მეორე ტაიმში შესულიყო მოედანზე.ამდენს ვერ ირბენდა,მაგრამ ერთი ჭკვიანი ფეხბურთელი მაინც გვეყოლებოდა,თანაც ტექნიკური და ასეთ კატასტროფას ნამდვილად ვერ მივიღებდით.სულ სამარცხვინო წაგებებსა და ანტირეკორდებზე ვლაპარაკობთ და ეტყობა უკვე ჩამოვყალიბდით,დამარცხებულის მენტალიტეტის ხალხად,რომელსაც გამარჯვებისათვის ბოლომდე ბრძოლის ნება არა აქვს.გუშინ,ჩვენმა 18 წლამდელთა ნაკრებმა,კალათბურთიში ბოლო წუთებზე დავწერე,გადამწყვეტი მომენეტების ჩაგდება,ჩვენს ყველა ნაკრებში და სპორტის ყველა სახეობაში ნორმად იქცა მეთქი,ამათაც სასწრაფოდ თავისი თამაშით დამიდასტურეს ეს ჰიპოთეზა.ან მაღლიდან დავცქერით ვიღაცას,ან კიდევ განწირულის პოზიციიდან და ბრძოლით სასურველი შედეგის მიღწევა,სულ უფრო იშვიათად გამოგვდის.ასე,არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები იქცევიან ხოლმე და შესაძლოა ერიც უკვე ასეთივე გახდა?ღმერთმა დაგვიფაროს,ამისგან,მაგრამ ძალიან კი ჰგავს და რა ვიცი!
გიორგი 3
ქეცბაია რამდენადაც კარგი ფეხბურთელი იყო იმდენად ცუდი მწვრთნელია. საქართველოს ჩემპიონატი ყველაზე უაზროა მსოფლიოში. თან ეს უნიჭო გუნდები ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან.
გიორგი
იკოტრიალეთ ახლა საქართველოს ჩემპიონატში არ ირბინოოთ ასეა ტემპიანი ფეხბურთი
zura222
იმიტომ რომ მეორე ტაიმში 1-1 ზე უფრო დიდი კუში იყო ჟალგირისის გასვლაზე !
ტორო
რა სიკვდილმა შემაყვარა ასე ფეხბურთი, ხო შეიძლება საერთოდ არ მაინტერესებდეს და არ ვუყურებდი. მშვიდად მაინც ვიქნებოდი
დათო
ქეცბა მეცოდება ყველაზე მეტად,სად ჩამოდიოდი როდის იყო ქათმებიდან არწივები ხდებოდენ
6 გოლი ერთ ტაიმში?
არ ვიცი)) 50 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და სტატისტიკასაც ვკითხულობ ბევრ თამაშებზე. ასეთი რამ მე არ მაგონდება საკლუბო ფეხბურთში. არ მინდა რამე ვიეჭვიანო, ჩემი თავიც მეცოდება და დინამოს სახელიც
912
პანიონისი (უეფას ჯგუფში), ფარერები,ჟალგირისი,დინამო ნამდვილად ქართული ფეხბურთის სამარცხვინო ფლაგმანი, ადრე თუ გვიან გამოიკვლევეენ და რაც მოგივათ თქვენს თავს დააბრალეთ
zura222
თორემ მანამდე ხომ დავახიეთ ბურთი თავზე რაა!
კახა
ქეცბაიამ წააგო ეს თამაში, კვარაცხელია რატო გაიყვანა. მაგას შეეძლო ბურთის დაჭერა და გამწვავება თამაშის. სირცხვილია უკვე რაც ხდება .
რეკორდმაისტერი
ყველა უბედურმა გუნდმა როგორ ჩვენთან უნდა დაამყაროს რეკორდი!!!! უნიათო , უჯიგრო, უღერღილო გუნდი!!!!
ტორო
ეს დედა ნატირები თუ ტოტალიზატორია ერთხელ ისე მოხდეს რომ ჩვენ გავიდეთ და იმათმა იყომარონ ))
diablo
ჰა ჰაა ფლაგმანი ძინამო გაგვიუპა..ეს ფთუ თქვენი საქართველოს ყველაზე სამარცხვინო გუნდი ხართ ორღობის გუნდებმა დაგხერხეს ევროტურნირებზე და ვისაც ქეცბაია კიდე მწვრტნელი გონია ქართული ფეხბურთის უსამარცხვინოესი კლუბი ხართ. ფარერები, პაიდე, მალტელი სვარჩიკები სახელს ვერ ვიხსენებ და ეხა ეს ყანაში მოთამაშე გუნდმა ტაუსტუკა დინამოს ყველაფერი.
zura222
1000% გაყიდული თამაში იყო @ საერთოდ უნდა დაშალონ ის სამარცხვინოები ეგეთი "გუნდი" ვის სჭირდება @@@
ტრიბუნა A
ფედერაცია უნდა დაიშალოს დამლაგებლის ჩათვლითაცკი! უნდა ჩატარდეს გამოძიება: საერთოდ რას აკეთებენ.
სიახლე
ისტორიიული სირცხვილი “ბოტევი”-დან მოყოლებული, დღემდე გრძელდება. უპრიანი იქნებოდა დაგვეწერა - მორიგი სირცხვილი.
ევროპა არა კვატი
ეხლა ლარნე დაწერს კიდე ისტორიას)))
არაუშავს
უცებ დაგავიწყდებათ აგერ 6 წლის უკან კლაკსიკვმა (ფარერები)ამაზე უარესიც დამართა დინამოს მაგრამ რა არც არაფერი ისე რაიყო ეს ნეტა ფეხბურთის გარდა ყველაფერი.
ავოიე
ეხლა ვისა ვხვდებით?? ვიღაცეებში წაგებულს ხო)))
koki
ტოტალიზატორი!!!!
ალფა
ერთი ავტობუსი იცოდა ქეცბაიამ და ეგეც არ გამოუვიდა. ესე იცის ცენტრის დაყენებაზე უარის თქმამ.
იწყება
ეხლა უყურეთ რეალს და ბარსელონას ..რა ნერვებს იშლით ტო..
Koko
დააპაუზეთ ქართული ფეხბურთი! ქეცბაიამ კი დაანებოს მწვრთნელობას თავი-არსად არაფერი გამოსდის ამ კუთხით წარსულში კარგ ფეხბურთელს.
ქობულეთიდან
ევროტურნირები არის ეროვნული ჩემპიონატების დონის რეალური საზომი, თუ რა დონეზეა ჩვენი პირველობა დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
გიორგი
ჟალგირისის შემდეგ ეტაპზე გასვლის კოეფიციენტი ან ჟალგირისის 5–6 გოლის კოეფიციეტები ნახეთ და მიხვდებით რაც მოხდა მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა
qedo
როცა ხროვა ვუწოდე და ვთქვი, "ჟალგირისი" გამოგვაგდებს-მეთქი, ბევრი დამესხა თავს. ჰოდა, კრიფეთ ახლა დაცვენილი კბილები
ეჰ
უფრო სამარცხვინო ის ხალხია, ფიფიას მადლობებს რომ უხდის, ეს რა აკადემია გაგვიკეთეო )) მთლად დაშტერდა ქართველობა და რა გინდა რომ ქნა
სირცხვილი
ეს რა იყო? თბილისის დინამოს ისტორიული სირცხვილი და თავის მოჭრა. ვინ მოგცათ იმის უფლება რომ 1981 წლის თბილისის დინამოს მემკვიდრეებად იწოდებოდეთ და ასეთ სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობდეთ. საქართველოს ნებისმეირი სოფლის გუნდი რომ შეგვეკრიბა ერთ ტაიმში (მეორე ტაიმში) ჟალგირისთან 6 გოლს არ გაუშვებდა. ნუთუ ქეცბაიამ არ აუხსნა მცეველბს რომ ჟალგირისის თავდამსხმელის უკან რომ დადგება 3 დინამოს მცველი და თავდამსხმელს მარტო დატოვებ, ასე ჟალგირისი კი არა ნებისმიერი უბნის ფეხბურთის მოყვარული გუნდი გაგიტანს იმდენ გოლს რამდენიც მოესურვება. ნუთუ არ დადგა იმის დრო რომ ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული ევროთასებზე სამარცხვინოდ მოასპარეზე გუნდების ხელმძღვანელობის და სამწვრთნელო შტაბების ჩათვლით ყველამ პასუხი არ აგოს? ჩემი აზრით ყველა ეს ადამიანი ქართულ ფეხბურთს საერთოდ არ უნდა გაეკარონ. თქვენ დღეს ყველა ქართველ გუშემატკივარს უდიდესი სტრესი და შეურაცხოფა მიაყენეთ, ყველამ უნდა აგოთ ამაზე პასუხი.
გიორგი
დღეს რაც ვნახეთ ამის შემდეგ რა უნდა მოხდეს ქართულ ფეხბურთში ხასიათი რომ გამოუკეთეს კაცს
QT
რომ დარჩნენ და არ წამოვიდნენ კარგი იქნებოდა, მაგრამ აბა სად აქვთ მაგის ნამუსი. ეხლა ეროვნული ლიგა განახლდება და სტადიონზე რატომ არ მოდიხართო აქ მოგვედავებიან.
ეეჰ????
რას ერჩით, ჟალგირისის პრეზიდენტმა "სიტყვა შეასრულა". ეხლა არ გადწვდეთ სხვებს: ამის ბრალია, იმის ბრალია, უბრალოდ ფეხბურთელებმა არ იციან თამაში. ან ეს აფრიკელები, რო შემოყარეს დიდი ზარ-ზეიმით, კარგ ხელფას იღებენ და სულ ცალ ფეხზე არ კიდიაათ?
გია
დინამომ საუკეთესოდ წარმოაჩინა თუ როგორ არ უნდა ითამაშო ფეხბურთი
leri
მეკარე დიდი დირკა.დაცვა ფარჩაკი.ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერს,ეგრევე კარგავს.ვინ უნადა მოიგოს თამაში? რა ძველი თბილიისის დინამო მოგაგონათ 1-მა თამაშმა.მაშინაც ვთქვი შემთხვევით მოიგეს თქო დიდი ანგარიშით.ლორია წასვლის დროა მგონია...
სტალინი
1987-88 წლის უეფას თასის გათამაშება გამახსენდა.იმ წელს მოსკოვის სპარტაკი სსრკ ჩემპიონი გახდა და შემოდგომაზე ბრემენის ვერაფერს ლუჟნიკებზე 4:1 აჯობა, თუმცა განმეორებით მატჩში გერმანიის მაშინ ერთ ერთმა უძლიერესმა გუნდმა 6:2 იმარჯვა ოღონდ დამატებით დროში და მერვედფინალში თბილისის დინამოს შეხვდა რომლის შემადგენლობაში პირველი საერთაშორისო შეხვედრები ჩაატარა თემურ ქეცბაიამ. ბრემენელმა მუსიკოსებმა დინამოც გამითიშა დაძაბულ ბრძოლაში
Tornike
სანამ ფიფია იქნება დინამოს მმართველი მანამდე არაფერი არ ეშველებათ ამ საცოდავებს. ეხლა ქეცბაიას წასვლას ველოდები. სამარცხვინო გუნდია დინამო! ერთ დროს ყველას საამაყო გუნდი.
ავთო
ეს სირცხვილი კი არა კატასტროფაა.
ლომი
ლორია, სირცხვილია, დაბერდი და ვერ ისწავლე და ვერ Შეიგნე კარის ხაზი რას ნიᲨნავს,მერამდენედ უნდა გადაგატენონ Თავზე რომ რამე Შეიგნე...... ქეცბა Შენი იმედი გვაქ
Gia
Kazinos gundebzea aq laparaki ra dinamo dinamos maisurze aceria krokobeti dasrulda kriatalbetia turnirze motamashe gundebi verasodes ver iqnwbian magal doneze fu martla sircxvili ra
გიუშა
ძველი დინამოს სურნელიო...) სამარცხვინოები ხართ!!! p.S. ბატონო თემურ წადი შეეშვი ამ ფარჩაკებს, ესენი ხალხი არ არიან
არ დაიჯეროთ
არ შეიმჩნიოთ. ყველაფერი კარგადაა:)
უკრაინული დრონი
თუ ატყობთ რომ ყველაფერს გარშემო მაგრად ........😪
ენძო
100%,ვიყავი დარწმუნებული რომ დინამო გამოვარდებოდა,ფულიც დავდე და მოვიგე კიდეც.დარწმუნებული როგორ შეიძლება იყო როცა გუნდს სამი ბურთით აქვს მოგებული? გაგახსენებთ "ზესტაფონს" მალტაში სამი ბურთით ჰქონდა მოგებული,მაგრამ სახლში წააგო და გამოვარდა.შაშიაშვილი იყო თამაშზე და ინფარქტი კინაღამ მიიღო.ასეა, სადაც მაყუთია ყველაფერი ხდება.ვიცი დისლაიქებით ამავსებთ,მაგრამ ფაქტი სახეზეა.
დამკრძალავი ბიურო
მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ქართული ფეხბურთი საკლუბო და სანაკრებო დონეზე - სამწუხაროდ მკვდარია :(
თავადი
დღეს ჩემი თავის უპატივცემულობა ვიგრძენი.ეს რა იყო? როგორ ვიკადრე და ვუყურე ამ იდიოტურ თამაშს? როგორ არ ვეცი ჩემს თავს პატივი? ვაი თქვენს პატრონს, თქვენ მართლა საცოდავებო. ყველაფერს ვფიცავ, არასოდეს აღარ ვუყურებ საქ.საკლუბო ფეხბურთს TV და მოედანზე ხომ საერთოდ აღარ წავალ. შემირცხვენია ქართული საკლუბო ფეხბურთი.
fexburti
3:0 რომ გაქვს მოგებული და მეორე შეხვედრა რეალთან ან ბარსელონასთან გქონდეს, 7:2 მაინც არ უნდა აგებდე. დინამო - ფლაგმანი... სირცხვილია!
ბურდულა
აქამდე რა უშლიდა ხელს
კახი
კვარაცხელიას გაყვანა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, შეიძლება მთლად კარჰად არ მიუდიოდა თამაში მაგრამ ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდა მეტოქეზე, მუდამ გაკავებული ყავდა 2 ფეხბირთელი და დიდ საფრთხეა უქმნიდა ლიტველებს,. კლასია (თოკო) და ამ კლასმა მოიგო თბილიშიც.
გიო
ვერ გავიგე 3 მცველით თამაშობდა დინამო? ან რა ტაქტიკით ათამაშებდა გუნდს ქეცბაია? ვინ სად დარბოდა გაუგებარი იყო
Gio
Erti rarac amixsenit ra ratom moyavt amdeni legionerebi da iyeben axalgarzda kartvelebis adgils tu eseti dirkebi arian ??!!!
Dato
დღეს დავასრულე ფეხბურთის ყურება ზოგადად, განსაკუთრებით ქართული კლუბების. მადლობა ბიჭებს მთავარია კარგი ფული იშოვა სამეგობრომ
ბურდულა
იმ ხალხის მიკვირს პირველ თამაშის მერე რომ წერდნენ ძლივს დინამოს კარგი თამაში ვნახეთო, კარგი იყო პირველ მატჩში კვარაცხელია და ანგარიში, ეს გუნდი რომ არ არის პირველ თამშშიც გამოჩნდა
zaza
დიდი წმენდა იქნება დინამოში და იმედია ქეცბა გაყრის არაფრის მაქნის ფეხბურთელებს! როგორც გუნდი იბერიამ ბევრად უფრო დამაჯერებლად და ღირსეულად ითამაშა ვიდრე დინამომ, არადა წინა თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ ამას ვინ იფიქრებდა? რა უნდა ითქვას არაფერია სათქმელი დღევანდელ თამაშზე გარდა ერთი სათაურის: ისტორიული სირცხვილი! ეხლა მთელი ყურადღება იბერიაზე რომ გაგვახაროს და კონფერენს ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე შევიდეს და ხასიათი გამოგვიკეთოს!! ამაზე მეტი ფსკერი რა არის რაც დღეს დინამომ ითამაშა?
azu22
ყოჩაღ, დინამო!!!! მე-8 ხო მაინც არ გაატანინეთ!!!!
დინამო
ჯერ სადხართ არიცის ქეძბაიამ მწვრთნელობა როგორც ავარჯიშებს ისე თამაშიბენ ბევრ რამეს გაიგებთ კიდე შიდა სამზარეულოდან ჯერ სადხართ რომელი არის ნორმალური ფეხბურთელი ვინც ჩამოიყვანა ?? ნეტა რახდება ? უბრალოდ ბევრ რამეს ვერ ვიძახი მივა დრო და ყველა გაიგებს ყველაფერს
გოგა
ამის მერე ის მაინც ინამუსეთ და არ თქვათ დინამოს მაისურს რომ ატარებთ ელემენტარულად იმ დიდი დინამოელების ხსოვნას მაინც ეცით პატივი თორემ ცოცხლები და ქვეყანა სულ რომ გკიდიათ ეგ ცნობილია
Gigi
რა იყო ეს ვინმემ მითხარით რა ხდება შეიძლება ესეთი უპასუხისმგებლობა, მერე ითხოვენ სტადიონზე არდადიხართო ამ მათხოვრებს როგორ უნდა უყურო გამაგებინეთ
Giorgi
ქეცბაია უნდა გადადგეს. საქართველოს ნაკრებსაც უსახურ ფეხბურთს ათამაშებდა, კვიპროსის ნაკრებში 0 ქულა აიღო მთლიან შესარჩევ ციკლში, თასზე ქვედალიგელ გურიასთან წააგო; ჟალგირისმა გაგვანადგურა. მაგარი ფეხბურთელი იყო მაგრამ ცუდი მწვრთნელია.
ბადრი
მცველები და მეკარე მოედანზე იყვნენ?
lisandro
ძვლივს არ ვიცანი დინამო, პირველი თამაში რომ მოიგეს 3-0 მეთქი ამათ ხომ მშვიდობა აქვთ რახდება ნუთუ შემდეგ ეტაპზე გასვლას აპირებენ თქო, შემოგევლეთ მთელ გუნდს! რა პროფესიონალიზმი გამოავლინეს აბა 3-0 მოგების შემდეგ წაგება ისე რომ გავარდე ადვილი გგონიათ? გამოადგათ ბიჭებს წინა წლებში დაგროვებული დამარცხებებით მიღებული გამოცდილება მეცხვარეებთან, მეხანძრეებთან....
დოქსოპულო
არ მიიღოთ რამოდენიმე წელიწადი მონაწილეობა, ასე აჯობებს. ისე ეს ბა რა მაგარია. ორი თამაშია ტიპს ვუყურებ და კარში დარტყმა კი არა ბურთი არ მიუღია. არ დადგება ამათგან ფეხბურთელი, როგორი ეკონომიკური წინსვლაც გვაქვს ერში ისე ვითარდება ფეხბურთის, აქედან პარლამენტში რამდენი აპირებს დეპუტატობას?
ლევანი
ვისიამოვნე მეთქი, პირველი თამაშით და აჰა, ვინ ხართ? რა ჯიშის ხართ? თქვენი ქეცბაიანად. აგერ იბერია, წააგეს სახლში, მაგრამ ფეხბურთი ითამაშეს გუშინ, ფეხბურთი. დაჯდა ალბათ კარგი კუში, ხომ? რამდენჯერ უნდა შეარცხვინოთ ქვეყანა? თვლაც ამერია, ფუიი...
ehhh
რამდენს უხდიან ლორიას რომ აი მანდ თამაში უღირს? ღირსება აღარაა ფასეულობებში? ჟალგირისი რომ 7 ფოლს გაგიტანს, წესიერ გუნდთან რომ მოვხვედრილიყავით, იმენნა დააკვდებოდა კაცი თავიის კარიდან ფოლების გამოზიდვას ....
kokito
ერთი იბერიაღა დაგვრჩა საგულშემატკივრო და იმედი მაქვს იბერიაც არ გვაჭმევს ამისთანა სირცხვილს და იბერია მაინც შევა სადმე ჯგუფში
გიორგი
saqarTvelos CempionatSi dadian ai imis bralia
Gianni
პირველი თამაშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ქეცბაიამ ჩემდა მოულოდნელად განაცხადა რომ 3:0-ის მოგების შემდეგ გუნდი ფაქტიურად გასულია შემდეგ ეტაპზეო. ასეთი დარწმუნებით მწვრთნელი რომ აკეთებს განცხადებას და შემდეგ დღევანდელი შედეგი დადგება ნიშნავს რომ სამწუხაროდ ბატონ ქეცბაიას არ გააჩნია შესაფერისი კვალიფიკაცია იმისთვის რომ მწვრთნელი ერქვას. ეს სამწუხარო რეალობაა.
rembo ))
qecba shen waage es tamashi . ver eshvebi avtobuss . did pativs gcem , magram egrea da ra vqna ((
Jive
დინამო 20 წელია ასე სტაბილურად ირცხვენს თავს ახალი არაფერი მომხდარა სამწუხაროდ, ქეცბამ ტორპედოს უარი იმიტომ ვუტხარი, რომ ფეხბურთელს არაფერი ქონდა გასართობი ქალაქშიო, ჰოდა თბილისი დიდია და გაერთეთ ახლა გადააყოლეთ ნერვები
Shavi
Temur ai ratom ardadis xalxi sayureblad))))
მაიცა რა
თემურა გაშარეს ))) რა ჯანდაბა გინდოდა ??)) შენ ხო წესიერი კაცი ხარ..ეჰ თემურ თემურ
777
ყველაფერი მინახია ფეხბურთში მარა ასეთი არაფერი!3-0 მოგებული თამაშიდან 7-2 რიო წააგებ რაფეხბურთზეა ლაპარაკი?!მერე ხალხი არხადისო საქართველოს ჩემპიონატზეო,ხალხმა რომიარონ შესაბამისი დამსახურება უნდა,როცა თბილისის დანამო მართლა თამაშობდა ფეხბურთს ბილეთებზე ტაციაობა იყო,ვის რაშიუნდა ახლა თქვენი (ფეხბურთი).
სახელი მაინც გადაირქვით
ან ფეხბურთს დაანებეთ თავი.მანდ რომ დარჩეთ და სამსახურები იშოვოთ ეგეც კაი იქნება

ზუსტად ქეცბაიამ წაასხა ეს თამაში, ცენტრის გარეშე რო გაიყვან გუნდს მოედანზე, ყველა შეგაჯდება. ნინუაც ცენტრალური მცველი იყო.
გიორგი
30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ესეთი რაღაც არ მინახავს გუნდი 3 ბურთით წინ იყოს პირველი ტაიმის შემდეგ და მეორეში 6 ბურთი გაუშვას არ ვიცი სირცხვილია თან ვისთან ჟალგირისთან ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან მომეშალა ნერვები და ამის შემდეგ კიდე გვეუბნებიან სტადიონზე მოდითო გვიგგულშემატკივრეთო
სხვა
ეგრე უნდა ძმაო ფულის კეთება აბა რააა რა შემდეგი ეტაპი და სპორტული ინტერესი, როგორც საბჭოთა სკოლა გასწავლიდათ - ფული უნდა აკეთოთ,
alexandre
Livescore.com - ზე საბოლოო ანგარიში რომ წავიკითხე, ვერ დავიჯერე. ვაიმე. უფალო, ოდესმე გვეშველება რამე?!
კოტე
ნახირი და მენახირე
100%
ბეჭებში ხელი ჩაუყავით, ხომ არ გაოფლიანდნენ ბავშვები. არ გაცივდნენ.
ავოიე
ხელფასები როდის ირიცხება ბიჭებო?))) წითელი მზე შავი ზღვა და ზღვაზე თეთრი აფრებიიიიი))))
გიო
მეექვსე გოლმა გაგვტეხა
Barmalei
რა ხდება თუ იცით პათოსმა გაიმარჯვა თუ ჰაიდუკმა?? ...ეეჰ ..ვაი ჩვენს პატრონს..უბედურს
გიო
გული ამერია, შევარცხვინე თქვენი ფეხბურთელობა, მთელი გუნდი ხართ რრთი დიდი დირკა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ამჯერად 0:3 - "დილა" "აპოლონთან" კვიპროსშიც დამარცხდა
"დილას" მწვრთნელი: მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
ედი ჰაუმ "ნიუკასლი" დატოვა - "კაჭკაჭებმა" მისი შემცვლელი შეარჩიეს
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
სფფ-ის დელეგაციის ვიზიტი კახეთის რეგიონში
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება
ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
სავინიოს "ტოტენჰემში" გადასვლა უნდა - ბრაზილიელის წაყვანა რობერტო დე ძერბის სურს
"ბაიერნი" კეინთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს იწყებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან
გაგნიძე მოსკოვის "დინამოს" დუბლებში გადაიყვანეს და კლუბიდან წასვლისკენ მოუწოდებენ
ფაბრიციო რომანო: უელბეკი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჩელსიში" გადავა
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა
[PHOTO] "ბედნიერი მამა" - რონალდომ ხუთივე შვილთან სურათი გამოაქვეყნა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ხვიჩას ასლია, შთამბეჭდავია და დიდ სენსაციას იწვევს" - ცნობილი გამოცემები თორნიკე კვარაცხელიას თამაშს ეხმაურებიან
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
მამაცაშვილი კარიერას "ჟალგირისში" გააგრძელებს
"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო