თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ „ბარსელონას აკადემიის“ ოფიციალურ ბანაკს — Barça Academy Handball Camp Georgia 2026-ს უმასპინძლა. ერთკვირიანი ინტენსიური შეკრების ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატებიდან, სასკოლო ფესტივალებიდან და სხვადასხვა სექციებიდან შერჩეულმა ათეულობით პერსპექტიულმა გოგო და ბიჭმა, ასევე ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებმა, უმაღლესი დონის მომზადება გაიარეს.

სავარჯიშო პროცესს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, „ბარსელონას“ ესპანელი სპეციალისტები უძღვებოდნენ. მოთამაშეებთან ერთად, სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადამზადდნენ ქართველი მწვრთნელებიც, რომლებმაც საერთაშორისო გამოცდილება უშუალოდ ესპანელი კოლეგებისგან გაიზიარეს.

ვახტანგ მეიფარიანი (საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი სპორტის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის. ერთკვირიანმა შეკრებამ წარმატებით ჩაიარა. ესპანელი მწვრთნელები კმაყოფილები დარჩნენ როგორც შეთავაზებული პირობებით, ისე ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადების დონით.

ყველა მონაწილემ უდიდესი გამოცდილება და ახალი უნარები შეიძინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მწვრთნელების გადამზადება, რაც ჩვენი ხელბურთის განვითარების საძირკველია. „ბარსელონასთან“ თანამშრომლობა და კემპის პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება - ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელბურთის პოპულარიზაციას და მასში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ.“

ღონისძიების საზეიმო დახურვაზე ყველა მონაწილეს „ბარსელონას“ ბანაკში მონაწილეობის სერტიფიკატი გადაეცა. კვირეულის განმავლობაში გამოვლენილმა საუკეთესო მოთამაშეებმა კი სპეციალური სიგელები მიიღეს:

14 წლამდე გოგონები: თამარ ბერუაშვილი, ელენე მარკელია, მარიამ სამსონიძე, ლიზი ლაზიშვილი.14 წლამდე ბიჭები: სანდრო ამირანაშვილი, ნიკოლოზ ზურაბიანი, ლევან მოლაშვილი, ანდრია ქევხიშვილი.16 წლამდე გოგონები: ანასტასია ესართია, ლიზი კვესელავა, მარი დანელია, ბარბარე დანელია.პროექტი განხორციელდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და FC Barcelona-ს თანამშრომლობით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

geohandball.ge

U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
"ლივერპულის" მწვრთნელმა ბოლო ორ შეხვედრაში მარცხის მიზეზი დაასახელა
"ხანდახან ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს..." - დემბელემ მეუღლის შესახებ ისაუბრა