„რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „შანხაი შენხუა“ დატოვა. ის „სპარტაკის“ ექს-ფეხბურთელებმა ალექსანდრ მოსტოვოიმ და ალექსანდრ ბუბნოვმა იგორ კიტმანოვის „კომენტ. შოუში“ გააკრიტიკეს.

კიტმანოვი: სლუცკი ჩვენთან იყო გადაცემაში.

მოსტოვოი: კარგი ერთი. ვის უხმობთ, რატომ? ის ახლა ყველგან გამოჩნდება. ასე არაა?

ბუბნოვი: რა თქმა უნდა.

მოსტოვოი: მე უკვე დიდი ხანია ვამბობდი, რომ „შანხაი შენხუადან“ გაათავისუფლებდნენ. უკვე გაათავისუფლეს კიდეც.

ბუბნოვი: სლუცკის სასწრაფოდ სამუშაოს მოძებნა სჭირდება. ის სიომინისგან ასეთ შექებას არ ელოდა, თქვა, რომ რუსული ფეხბურთის ელიტური მწვრთნელია. კოლოსკოვიც გამოძვრა და განაცხადა, რომ ასეთი დონის სპეციალისტი არ გვყავს.

მოსტოვოი: მას ხომ ყველა გუნდიდან აგდებენ.

კიტმანოვი: რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელია.

მოსტოვოი: ეს რუსეთში! რუსეთში, იგორ!

კიტმანოვი: ჩინეთში ორჯერ მოიგო სუპერთასი.

მოსტოვოი: სუპერთასი ერთი თამაშია! ეს ხომ ჩემპიონატი არ არის. მეც მაქვს პორტუგალიაში სუპერთასი მოგებული. თუმცა, ამას არ ვიხსენებ.

ბუბნოვი: ვის სჭირდება ეს სუპერთასი? პროგნოზი გავაკეთე, რომ ისევე როგორც ყველა გუნდში ერთი ბოლო ექნებოდა - ბოლოს და ბოლოს ჩაისვრიდა.

მოსტოვოი: თუ გინდათ „აკრონში“ დანიშნეთ, მაგრამ ნახავთ, სამ თვეში იქიდანაც მოაცილებენ.

ბუბნოვი: კითხვა დამისვეს, რატომ არ სცემ სლუცკის პატივს?

მოსტოვოი: რატომ უნდა ვაფასებდე? ჩემთვის ის არასაფეხბურთო ადამიანია.

კიტმანოვი: ე.ი. არასაფეხბურთოები შეფასებას არ ექვემდებარებიან?

ბუბნოვი: რახიმოვმა „რუბინი“ განავალიდან ამოათრია, სადაც სლუცკიმ ჩააგდო. რაა აქ განსახილველი?

მოსტოვოი: მოიცადეთ, სად იყო სლუცკი? სამი თვე ჰოლანდიაში? იქ ვერაფერი მოიგო.

ბუბნოვი: ჩემპიონშიფში რა გააკეთა? მე ადგილი ვუპოვე. ნობელ, გამარჯობა! იტალიის ნაკრებში დანიშნონ - ამ განავალიან გუნდში ახლა მუშაობა არავის არ უნდა. იქაა მისი ადგილი. დაე წავიდეს და თავისი ნიჭი იქ გამოამჟღავნოს - როგორი დიადი მწვრთნელია!

მოსტოვოი: თავს არ დაიკარგავს, ყოველთვის ამოყვინთავს (იცინის).

სლუცკის შესახებ დადებითად ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა: „რუსეთის პრემიერლიგაში სწრაფად ნახავს გუნდს. ის მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია. ასეთი სპეციალისტები ჩვენთან ბევრი არაა. მნიშვნელოვანია დაბრუნება თავად მოისურვოს. ჩინეთში შესანიშნავად მუშაობდა“.

alexandre
პირადად მე პატივისცემით ვარ სლუცკის მიმართ, თუნდაც ხვიჩას გამო. "მოსტოვოი: მე უკვე დიდი ხანია ვამბობდი, რომ „შანხაი შენხუადან“ გაათავისუფლებდნენ". ბოლო ბოლო ყველა ტოვებს გუნდს. გვარდიოლა აიღეთ! ბავარიიდან გამოუშვეს, სიტიში ბოლო სეზონი ჩააგდო. ასე არ არის. ანუ ცუდი მწვრთნელია?! აბსურდამდე არ უნდა მივიდნენ. ამიტომაც პირველ კომენტარს (.-ს) ვეთანხმები
zura222
რატომ მაიც და მაინც ესპანელი და ბასკი ? თუ ევროპელები გვინდა მაშინ ბარემ იტალიელ-ჰოლანდიელ-ინგლისელი იყოს D

ეგ ორი,სლუცკიზე მეტს,განავალზე ლაპარაკობენ.ეტყობა მოსწონთ.პროფესიული კი არა,აშკარად პირადი განწყობა აქვთ ცუდი და ამას ვერ ფარავენ.საერთოდაც ყიამყრალი ხალხია.
რობი
სქართველოში ფეხბურთის სრული რეფორმისთვის ჩამოსაყვანია მინიმუმ 5-10 ესპანელი ან ბასკი მწვთრნელი, და არა რუსული ყაიდის მწვრთნელი !
zura222
აქ ჩამოიყვანონ და ახალგაზრდულის მწვრთნელად დანიშნონ ! ახალგაზრდებთან მუშაობა კარგად ეხერხება
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
ფაბიო კაპელოს ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ევროსაბჭოს აგენტობა დააბრალა
ალექსანდრ ბუბნოვი: საბა კვირკველია გიორგი ჯიქიას სჯობს
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
"ოქროს ბურთი" ხვიჩას - სლუცკი ვერ გაერკვა" - სიომინი და ორლოვი კვარაცხელიაზე
ვალერი კარპინი: საუკეთესო გამოსავალი ჯანო ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა იყო
ექსპერტები ანანიძეს "სპარტაკში" წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებენ
ალექსანდრ ბუბნოვი: არტიომ ძიუბა პრემიერლიგაში? მასეთი ძიუბები იქ საფანტივით ყრია
სლუცკი: ხვიჩას ცხოვრებაში საგზური მივეცი