ევროპის სუპერთასისა და მორიგი ტიტულის მოპოვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ იმავე თასის მოპოვებას საფრანგეთში ეცდებიან - კვირას, 22:45 საათზე ჩემპიონები თასის მფლობელ "ლანსს" მათსავე სტადიონზე, "სტად ბოლერ-დელელზე" (38 223) შეხვდებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, პარიზელები უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე გასულ წელს, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშეს. "ასტონ ვილასთან" ბევრი პოზიტიური მომენტი და კრიტიკული ეპიზოდებიც ვნახეთ.

გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა თასზე დიდი ძალები არ დახარჯა და ადრევე გამოეთიშა. ამით "ლანსმა" ისარგებლა, რომელიც ჩემპიონობისთვისაც მაქსიმალურად იბრძოდა. "კვარა" დიდებულ სვლაზეა, "ნაპოლიში" გადასვლიდან დღემდე ტიტულს ტიტულზე იგებს, ყველაფრის გემო გაიგო და სუპერთასის მოპოვებას ერთხელაც ეცდება. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ეს მეორედ შეეძლებათ, რადგანაც წინა მატჩი იანვარში, მათი გამარჯვებით დასრულდა.

მატჩს პარიზელი გულშემატკივრების უკმაყოფილება სდევს, რადგან დაპირისპირება ლანსში ტარდება და არა ნეიტრალურ მოედანზე.

ნუნუ მენდეშმა "ასტონ ვილასთან" ტრავმა მიიღო. მის დასვენებას ვარაუდობენ და მართალია, ზალცბურგში ის კვლავ ლუკას ერნანდესმა შეცვალა, ახლა ლუკა დინის დებიუტს ველით. წასვლის გზაზე მდგარი ბარკოლას სუპერთასზე დრო საერთოდ არ მიეცა. ამასობაში, ფერან ტორესის მოსვლა გადაწყდა, წინ კი მეკარე სუზუკის ტრანსფერია.

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი დამაჯერებლად და მაღალი კლასის დემონსტრირებით დაიწყო. "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს დასვენება აშკარად მოუხდა. "შვიდიანმა" ყველას კიდევ ერთხელ "უთხრა", მართალია, მუნდიალზე არ ვთამაშობდი, მაგრამ მაინც "მთავარი კაცი" ვარო. დამაინც, კიდევ ერთხელ - რადგანაც მსოფლიო ჩემპიონატმა ფავორიტი არ გამოკვეთა, პრესტიჟული ჯილდო ჩემპიონთა ლიგის მთავარმა ვარსკვლავმა უნდა მოიპოვოს! ფავორიტი თუ ჰარი კეინია, უშუალო დაპირისპირებაში ხვიჩამ ის აშკარად დაჯაბნა!..

"ლანსს" ჰქონია მატჩები, სადაც მრისხანე პარიზელებთან არ წააგეს და გაიმარჯვეს, კიდეც და ახლაც ამის იმედი ექნებათ.

პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობას უსმან დემბელე უნდა დაუბრუნდეს, პაჩოსა და მარკინიოსის შეცდომების გათვალისწინებით და როტაციის პრინციპით, სასტარტოში უკრაინელი ზაბარნის გამოჩენა შეიძლება, ვინც მეკარე საფონოვის საერთო ფოტოზე ჩამოჭრის შემდეგ კვლავ ერთგვარ სკანდალში მოექცა.

მორიგ ტიტულს ველით, "კვარა"!

მერე რა, რომ მესამე მეკარე იქნება? - შევალიეს პსჟ-ს დატოვება არ სურს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
დეკუს სურს, ფლიკს კითხვის ნიშნები აქვს - რა ხდება მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე?
მერე რა, რომ მესამე მეკარე იქნება? - შევალიეს პსჟ-ს დატოვება არ სურს
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი - სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
საკალათბურთო სუპერთასის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!
მადრიდის "რეალმა" უეფას სუპერთასისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო - "ოქროს ბურთზე" მისი შანსები ძალიან მაღალია
კაზუსი - ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი "გააქრო"
ტორპედო VS ჩიხურა - დავიწყოთ სუპერთასით!
საქართველოს სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში გაიმართება
მერე რა, რომ მესამე მეკარე იქნება? - შევალიეს პსჟ-ს დატოვება არ სურს