ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება

"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზირასთან" დამარცხების შემდეგ, ფეხბურთელებსა და გულშემატკივართა ნაწილს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ქუთაისური გუნდის ქომაგთა გაერთიანება "ჯუნგლებმა" გუშინ განცხადება გაავრცელა და კლუბს მწვრთნელის გადაყენება მოსთხოვა. დღეს "ტორპედომ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"ქუთაისის "ტორპედო" გმობს სტადიონზე სიძულვილის ენის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და ნებისმიერი შეურაცხმყოფელი ქცევის ყოველგვარ გამოვლინებას.

კლუბისთვის პრინციპულად მიუღებელია ისეთი გარემო, სადაც ილახება ადამიანის ღირსება. შესაბამისად, დაუშვებლად მივიჩნევთ მატჩზე იმ პირის დასწრებას, რომლის ქცევაც შეურაცხყოფს ფეხბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, კლუბის წარმომადგენელს, მოწინააღმდეგე გუნდის წევრს ან ნებისმიერ გულშემატკივარს.

ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება. მსგავს ქმედებაში მონაწილე პირებს შეეზღუდებათ სტადიონზე დასწრების უფლება, ხოლო თითოეული შემთხვევა შეფასდება მოქმედი კანონმდებლობისა და სტადიონის რეგლამენტის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით.

"შენგელია არენა" ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს. ჩვენი მიზანია, სტადიონზე მოსულმა თითოეულმა გულშემატკივარმა, ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიისა თუ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ, დაცულად და პატივისცემის გარემოში იგრძნოს.

ამავე პრინციპით, ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მისაღებია მხოლოდ კონსტრუქციული და ჯანსაღი კრიტიკა. სიძულვილის ენის, მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახველი შინაარსის კომენტარები წაიშლება, ხოლო მათი ავტორების მიმართ კლუბი გამოიყენებს შესაბამის მოდერაციის ზომებს.

"ტორპედო" მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც საკუთარი ქცევით ხელს უწყობს უსაფრთხო, ღირსეულ და პატივისცემაზე დაფუძნებული საფეხბურთო გარემოს შექმნას".

• Gurgu-ს

შენ წიგნიერი ხარ?

• ლევანი

თქვენ, რომ მწვრთნელი გგონიათ ერთადერთი პრობლემა, ეგაა ჩვენი ყველას საერთო უბედურება

• გაგა

გასაგებია დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუმცა მოდით და საერთოდ აკრძალეთ თამაშზე დასწრება და იქნებით კომფორტში. ვერ გავიგე ან მაგ ფულს რატომ ყრით წყალში, ხომ ხედავთ არაა ფეხბურთი თქვენი საქმე. მიატოვეთ ტორპედო და გახსენით წვენების ქარხანა, ლიწინ-ლიწინით გაიყიდება რუსეთში. ხალხს მაინც დაასაქმებთ

• რეზო

"შენგელია არენა" ცხადდება სიძულვილის ენისგან თავისუფალ სივრცედ - საუკუნის ფრაზაა)))) კომუნისტებს რამე სზვა ლოზუნგები კი არ ჰქონიათ? რამე საკუთარი, ლოზუნგი მაინც მოიგონეთ , თქვე დალოცვილებო

სიძულვილის ენამ წალეკა საქართველო და ამის მთავარი აღმძვრელი,ქართული პოლიტიკური მედიაა,რომლის თავაშვებული და მიზანმიმართული რიტორიკა,თანდათან მთელ ქვეყანას მოედო და დღეს ბევრისათვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა.ცუდად ითამაშეს,ან ცუდად მუშაობენ?კრიტიკის თუ გინდაც გინების ათასნაირი საშუალება არსებობდა,მაგრამ ადამიანის ოჯახის წევრებზე რომ გადადიხარ,ის მართლაც არც მედიაში და არც სტადიონზე შესაშვები არ არის.კამათის კულტურა მთლიანად დაკარგულია საქართველოში და მხოლოდ ტორპედოს სივრცეში კი არა,მთელ ქვეყანაში ერთმანეთის პატივისცემაზე დაყარებული კამათის თუ კრიტიკის კულტურა თუ არ დავაბრუნეთ ქვეყანაში,ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.კიდევ გავიმეორებ,ამ უბედურების დასამკვიდრებლად და გასამწვავებლად,ძალიან ორგანიზებული მუშაობა მიდის და ამის საწინააღმდეგოდ,ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი თუ არ დაირაზმა,ძალიან გაჭირდება ქვეყანაში ამ საშინელი დაპირისპირების მოსპობა.მეორე მხრივ,ქუთაისის ტორპედომ,ასე საშინელი თამაში თუ გააგრძელა და გულშემატკივრებისაგან ემოციების გამოხატვაც არ უნდა,მაშინ უმაყურებლოდ დარჩება და ითამაშოს უკაცურ სტადიონზე.ყველას ემახსოვრება არც თუ დიდი ხნის წინ,როგორი დაპირისპირებები და ძალადობა ხდებოდა სხვადასხვბა ქალაქის გუნდების გულშემატკივრებს შორის.მაშინ გუნდების ხელმძღვანელებმა,გულშემატკივრების უფრო ასაკოვანმა ნაწილმა,შევძელით და ახსნა განმარტებითი მუშაობით,ნელ ნელა ეს საშინელი და საფრთხით სავსე დაპირისპირებები,მოვაშორეთ ფეხბურთს.ფეხბურთი მაინც ყველაზე უფრო ემოციური სპორტის სახეობაა და ერთმანეთის პატივისცემის კულტურის აღდგენაზე მუშაობა,სტადიონებიდან თუ დავიწყეთ,რატომაც არა?ევროპის ჩემპიონატზე რომ გავედით,ხომ ვიყავით ყველანი ერთად და პატივს ვცემდით ერთმანეთს?!ესე იგი,ფეხბურთს აქვს ამისი ძალა და დავიწყოთ აქედან!ცოტა-ცოტა,საკუთარი თავიდან...!საიტებმაც და ფეისბუკ გვერდებმაც,ის რაც ისედაც ევალებათ,უხამსობის,ძალადობის და სიძულვილის ენის შესახებ აკრძალვის მოთხოვნა უნდა შეასრულონ და თუ შეასრულებენ,ამ საიტზეც და სხვაგანაც,ძალიან სწრაფად დაიწმინდება სიტუაცია.თუ ვინმეს,სათქმელის ნორმალური სიტყვებით გამოთქმა არ შეუძლია,წავიდეს და ტყეში,ან მინდორში იგინოს,აქ კი,იმან წეროს,ვისაც სათქმელის წესიერად გამოთქმა შეუძლია.უბრალოდ,ადმინისტრატორებმა,თავისი მოვალეობა,პატიოსნად უნდა შეასრულონ და მის საიტზე,რაიმე უღირსი თუ დაიწერა და გაუშვა,კეთილი ინებოს და პასუხი აგოს,ვინმეს შეურაცხყოფაზე.ძალიან სწრაფად შეიძლება,მდგომარეობის გამოსწორება.

• მერაბი 61

მიკვირს ამ ხალხის,რა შუაშია გულშემატკივარი,გუნდმა ითამაშა ჭ კლასზე დაბლა,პაზორი, სირცხვილი, შეარცხვინეს გუნდი სადაც თამაშობდნენ მეგრელაძე, დარჯანია, სულაქველიძე, შენგელია,და ბევრი სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი,დირკის ხელში გუნდი თამაშობს უარესი ფეხბურთს,

• გიორგი

ფუ რა ბანძი გახდა აქ ცხოვრება

• იასონა

ქომაგს რო გამწარებ და გააგიჟებ მერე კანონზე ნუ ელაპარაკები ეს ფეხნურთია სადაც ადამიანი ემოციებს ვერ თოკავს. გაუშვან სახლში ეგ ვითომ ტრენერი უფრო ფიზლულტურის მასწავლებელი გამოასწორონ გინდის თამაშის ხარისხი მოიგონ თამაშები და ქომაგთან პრობლემა არასდროს ექნებათ

• gurgu

შენ ხარ ეხლა მეორე უკიდურესი მხარე.რა შუაშია არ ირაონ.შეგნების პრობლემა გაქ?ან გაგების?მამუჩას რაც აგინეს და გინდა პრეზიდენტს ოჯახი ეგ ეხლა მისაღებია თუ უნდა ვაღიაროთ რო უტიფრობაა..გამოვლენ ბიჭო აქ პროფესორები ეს უწიგნურები რა...იიიი ვაბშე არ ვიაროთ...დაასკვნა რა

• ირაკლი17

საერთოდ დაანებეთ ამ საქართველოს კლუბებს თავი. უვარგისი მენეჯმენტი ჰყავთ და მობლატავე პრეზიდენტები. ვაბშე რომ არავინ არ ივლის მაგათ თამაშებზე, მერე იკბინონ თითები და იძახონ რაც უნდათ. ისე იმუქრებიან, თითქოს ქუთაისელები ღამე ვერ დაიძინებენ თუ არ მივლენ სტადიონზე. წავიდნენ და ითამაშონ ცარიელი ტრიბუნების წინ. მეტის ღირსები არც არიან. პ.ს მე აქ მხოლოდ ტორპედოს არ ვგულისხმობ. ყველა ქართული კლუბი იგულისხმება. ეგენი, მეტ ნაკლებად, ყველა ერთნაირები არიან. ცოტახანი რომ ივლის ხალხი სტადიონზე, თავში უვარდებათ და აი ასეთ ბლატაობებს იწყებენ. ¡Chao Torpedo!

• გგ

იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადონ ქომაგს და რამენაირად ეცადონ, სტადიონზე დააბრუნონ, იქით ემუქრებიან, - ფეისბუქზე დაბლოკვიდან დაწყებული, დაჭერით დამთავრებული… ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოო…

"ჰაიდუკმა" "ჟალგირისი" არც ამჯერად დაინდო

თბილისის "დინამოს" მძლეველი "ჟალგირისი" სახლში "ჰაიდუკთან" განადგურდა

"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება

"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში

"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა

სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა

"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

შეთანხმება მიღწეულია - ფერან ტორესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა

"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს

ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა

მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს

სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა

"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს

[VIDEO] "პატივისცემა ხვიჩას" - კვარაცხელიას ამ ქმედებას 1 დღეში ნახევარ მილიონზე მეტი მოწონება აქვს

U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის

ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა

[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა

ოფიციალურად - ლომინაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...

"ტორპედო" უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება

"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა

"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა

[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა