ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?

როგორ მოვიდა მიქაუტაძე აქამდე და რა სარგებლის მოტანა შეუძლია "ბარსელონასთვის"?

გიორგი მიქაუტაძის გზა  სერენის პატარა მინდვრებიდან ევროპის დიდ სტადიონებამდე  ასე დაიწყო: 2019 წლის 7 დეკემბერი, „ნიცასთან“ მატჩი. მაშინდელი 1-4 მარცხი ვერაფრით შელახავდა იმ  პოტენციალს, რომელიც „მეცმა“ ქართველ ახალგაზრდაში დაინახა, რასაც მოწმობს ისიც, რომ კლუბმა მას ზუსტად სამ დღეში, 10 დეკემბერს, პირველი პროფესიონალური, ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს პოტენციალი უფრო რეალობას მორგებული ყოფილიყო, მის კარიერაში საჭირო იყო ბელგიური ზღაპარი. 2020 წელს იჯარით ბელგიის მეორე ლიგის „სერენში“ გადასვლა მიქაუტაძისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 8 მატჩში გატანილი 14 გოლი: აქედან 4 „ლომელისთვის“, 3-3 „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-სთვის“  მიუთითებდა იმაზე, რომ იზრდებოდა ფორვარდი, რომელიც დიდ სცენაზე გასასვლელად მზად არის.

საფრანგეთში დაბრუნება და განსაკუთრებით 2024 წლის ზაფხული გიორგის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ევრო 2024-ის ბრწყინვალე დასასრულისა და ჯგუფურ ეტაპზე სამი გოლით თანაბომბარდირის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მისით ევროპის წამყვანი კლუბები დაინტერესდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „მეცმა“ „მონაკოსთანაც“ მიაღწია შეთანხმებას, გიორგიმ გულს დაუჯერა და ბავშვობის კლუბი, „ლიონი“ აირჩია. ფრანგული გამოცემა Get French Football News  აღნიშნავდა, რომ 18.5 მილიონი ევრო ამომავალი ვარსკვლავისთვის სიმბოლური ფასია. „ლიონში“ დაბრუნება ემოციური გამოდგა: სადებიუტო მატჩში „რენის“ წინააღმდეგ გაცუდებული პენალტი მანდანდასთან მწარე გაკვეთილი აღმოჩნდა, თუმცა მალე დაამტკიცა, რომ გაკვეთილი ისწავლა „ოსერის“ კარში გატანილი სადებიუტო დუბლით. ევროპა ლიგაზე კი მიქაუტაძემ ბაქოში „ყარაბაღთან“ შესრულებული ბრწყინვალე დუბლით (9.2 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე) და განსაკუთრებით ბუქარესტის „სტიაუასთან“ ისტორიული საღამოთი, სადაც მან ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა (ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა), აჩვენა, რომ ქართველი თავდამსხმელი უმაღლესი კლასის ევროპულ ფორვარდად ყალიბდებოდა.

ესპანური თავგადასავალი 2025 წლის სექტემბერში დაიწყო. მიქაუტაძე „ვილიარეალს“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი იყო. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სადებიუტო მატჩისა და ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ პირველი გაბრწყინების შემდეგ, მალევე მოვიდა პირველი ესპანური გოლების დროც: ჯერ „ოსასუნასთან“ ლა ლიგაში და შემდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ (ტურინელ ბებერ ქალბატონთან) კარში გატანილი ბურთი, რომელმაც „ვილიარეალს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. ამით გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის გვერდით დადგა და ჩვენი ბომბარდირი, რომელსაც გოლები ძალიან უყვარს ლა ლიგის ისტორიაში მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა.

ამ ყველაფერს ბუნებრივია, რომ ერწყმის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სანაკრებო კარიერა, რომელიც საქართველოსთვის უკვე მრავალი ისტორიული მომენტის სათავედ მიიჩნევა. შვედეთთან სადებიუტო წუთებიდან დაწყებული, ევრო 2024-ზე თურქეთის კარში გატანილი გოლით გაგრძელებული, გიორგი ეროვნული გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა. ჩეხეთთან მატჩის წინ მისთვის გადაცემული ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირის ჯილდო დარჩება იმის დასტურად, თუ როგორ შეუძლია ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, დიდ საფეხბურთო რუკაზე თავის დამკვიდრება. ხოლო ერთა ლიგაზე, სომხეთის წინააღმდეგ შესრულებული დუბლით  მე-18 გოლის გატანა და ხვიჩა კვარაცხელიასა და თემურ ქეცბაიას გადასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის შესაძლებლობებს.

და სწორედ ამ ლამაზი ფაქტების ფონზე, სავსებით ლოგიკურად იბადება კითხვა მის შესაძლო მომავალზე და კატალონიურ „ბარსელონაზე“, რომლის შესახებ უკვე დიდი ესპანური გამოცემებიც ალაპარაკდნენ, რამდენად რეალური და ტაქტიკურად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი?

„ბარსელონა“ ტრადიციულად სამ ნახევარმცველზე აგებს თამაშს, პედრი მარცხნივ იკავებს ადგილს, ხოლო მოედნის ცენტრში ჩამშლელის ფუნქცია როდრის მსგავს ფეხბურთელს აბარია. მიქაუტაძის როლზე უდიდეს გავლენას ზუსტად ის იქონიებს, თუ ვინ იქნება მესამე ნახევარმცველი. თუ ფლიკი ნახევრად ტრადიციულ ჩამშლელ ფრენკი დე იონგს გამოიყენებს, გიორგის მეტი თავისუფლება მიეცემა და ის ხშირად მოსცილდება მეტოქის საჯარიმოს, რათა თანაგუნდელებთან ერთად შეტევაზე გადავიდეს. თუმცა, როდრის სტილის  ჩამშლელს მოედნის ცენტრთან ახლოს ყოფნა მარტოს ურჩევნია, რომ ბურთი გადაანაწილოს და მეტოქის შეტევები ჩაშალოს, რაც პედრისა და დე იონგს ან ოლმოს მეტოქის საჯარიმოსთან უფრო ახლოს ყოფნას გამოიწვევს. ეს მიქაუტაძეს საყვარელ საქმიანობაში გარკვეულწილად ხელს შეუშლის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი კლასიკურ ათიანად იქცეს და გუნდმა მთლიანად 4-2-3-1 ფორმაციაზე გადაინაცვლოს.

ამ ფონზე გიორგისთვის უდიდეს პლიუსს ლამინ იამალი წარმოადგენს. რატომ? პასუხი ლოგიკურია: თუ კლუბი მიქაუტაძის ნაცვლად კლასიკურ ცხრიანს დაიმატებს, ესპანელ ვარსკვლავს მეტოქის საჯარიმოსთან ნაკლები დროის გატარება მოუწევს, რაც გუნდისთვის, რა თქმა უნდა, წამგებიანია. ეს დეტალი ზუსტად რომ ქართველის წისქვილზე ასხამს წყალს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კლუბი საკმაო თანხას ხარჯავს, ის ჯერ ისევ ფინანსურ კრიზისშია და ნაკლებად სავარაუდოა, როტაციის ფეხბურთელში 60-70 მილიონი დაიხარჯოს, ამიტომ ქართველმა თავიდანვე არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ის კლუბისთვის მხოლოდ მეორე ოფცია ან ვიღაცის შემცვლელია.

ბევრს უკვირს ჰანზი ფლიკის ყოყმანი, რადგან მიქაუტაძის სათამაშო დონე და ლა ლიგაში დაგროვილი გამოცდილება ყველასთვის ცხადია, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი სავარაუდოდ აკვირდება შემდეგს: მიქაუტაძე ალვარესზე უფრო მოძრავი ფორვარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფლანგების როტაციისას ბარსელონას შემტევების ერთ წერტილში აღმოჩენა, რაც შეტევის სხვა სივრცეებს აუთვისებელს დატოვებს.  მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ქართველი თავდამსხმელი ლამინ იამალს შესანიშნავად გაუგებს, როდესაც ჟორჟი შეტევისას ქვემოთ ჩამოვა და თან 1-2 მცველს ჩამოიყვანს, იამალისთვის უზარმაზარი სივრცე გათავისუფლდება და ამ სივრცეში დამაგვირგვინებელი პასის ავტორი სწორედ ჩვენი ბომბარდირი უნდა იყოს.

და თუ ეს კატალონიური ოცნება რეალობად იქცევა, ჰანზი ფლიკის გუნდი მიიღებს ფეხბურთელს, რომლის სავიზიტო ბარათია: “მიყვარს, მიყვარს  ბომბარდირი!”, რაც მის მონდომებაზე ბევრს ამბობს…

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს

ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები

ESPN-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა - სიაში კვარაცხელიაც მოხვდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან

"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა

"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში

"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა

რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე

პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება

პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა

ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ

"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა

თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს

კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება

მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია

საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან

"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა

ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა

გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს

[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს

ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა

"ვილიარეალმა" "ბარსელონას" მიქაუტაძის ტრანსფერისთვის თანხა დაუსახელა - რამდენად რეალურია ქართველის გადასვლა კატალონიურ გრანდში

"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

Marca განმარტავს, რატომ მოუმატა სასწრაფოდ "ვილიარეალმა" მიქაუტაძეს გამოსასყიდი თანხა

ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?

რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს