ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ვერსტაპენმა, რედ ბულთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმების მიხედვით, ნიდერლანდელი პილოტი ავსტრიული გუნდის ღირსებას 2030 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს.

ვერსტაპენის მომავლის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი კითხვა არსებობდა, თუმცა ახლა გაურკვევლობას ბოლო მოეღო. ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა რედ ბულთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ამით გუნდიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული არაერთი ჭორი გააქარწყლა. მაქსის წინა კონტრაქტი რედ ბულთან 2028 წლის სეზონის ბოლომდე მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილებოდა შესაძლებლობა, რომ ნიდერლანდელ პილოტს კარიერა სხვა გუნდში გაეგრძელებინა. შესაძლო ვარიანტებად ყველაზე ხშირად მერსედესი და მაკლარენი სახელდებოდნენ. საბოლოოდ კი ნიდერლანდელმა დარჩენა იმ გუნდში გადაწყვიტა, რომელთან ერთადაც ფორმულა 1-ში უდიდეს წარმატებებს მიაღწია.

"მინდა, რედ ბული ისევ მწვერვალზე დავაბრუნოთ" - განაცხადა ყოფილმა ჩემპიონმა.

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ვერსტაპენმა გადაწყვეტილებით კმაყოფილება გამოხატა და აღნიშნა, რომ გუნდის ადამიანებისა და სამომავლო გეგმის სჯერა.

"მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე. ჩვენს გუნდში საუკეთესო ადამიანები არიან და მათთან მუშაობის გაგრძელებას მოუთმენლად ველოდები. მთავარი მიზანი რედ ბულის მწვერვალზე დაბრუნებაა და ამის მისაღწევად ყველანი გავაგრძელებთ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო რედ ბულის გუნდს, ლორან მეკიესს და სარბოლო განყოფილების თითოეულ თანამშრომელს იმისთვის, რომ ჩემი სჯერათ".

მიმდინარე სეზონში 11 რბოლის შემდეგ ნიდერლანდელის ანგარიშზე 4 პოდიუმი და 109 ქულა გახლავთ, რითაც მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო გრან პრი მაქსის სამშობლოში, ზანდვორტის ტრეკზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან ეს ტრასა სარბოლო კალენდარში აღარ იქნება, ამიტომაც ვერსტაპენისთვის პირად ჩათვლაში პირველი გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება.

ხვალ, 21 აგვისტოს, საღამოს 7-ის ნახევარზე სპრინტის კვალიფიკაცია გაიმართება, სპრინტი 22 აგვისტოს, ღამის 2 საათზე დაიწყება. შაბათს, 6 საათზე რბოლის კვალიფიკაცია ჩატარდება, ხოლო რბოლა სტარტს ზუსტად 5 საათზე აიღებს.

ზურა
სპრინტი ღამის კი არა, დღის 2 საათზე ჩატარდება, უტვინო... კიდე კაიფში ხარ ???????
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ლანდო ნორისი ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონის ჩემპიონია
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" მიქაუტაძის ტრანსფერისთვის თანხა დაუსახელა - რამდენად რეალურია ქართველის გადასვლა კატალონიურ გრანდში
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა