ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა

[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „იაგელონიასთან“ 0:4 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 22 432-იან არენაზე თავის გუნდს 19 108 გულშემატკივარი უჭერდა მხარს. იბერიელებმა თამაში კარგად დაიწყეს, დადიანის და ნაჭყებიას დარტყმული ბურთები მეკარე აბრამოვიჩმა მოიგერია. მასპინძლები სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას დაეუფლენ, ორჯერ გადაგვარჩინა მაკარიძემ. შემდეგ აგბონიფომ გაიტანა, მაგრამ საბედნიეროდ თამაშგარე დაფიქსირდა. მერე ალჰასანის აგბონიფოსთან საჯარიმოში კონტაქტისას ესპანელმა მსაჯმა დე ბურგოსმა საეჭვო პენალტი დანიშნა, მაკარიძემ იმასის დარტყმული მოიგერია, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი განმეორებით შეასრულებინა და იმდენი ქნა, სანამ პოლონურ გუნდს არ გაატანინა. ბოლოს აქტიურმა აგბონიფომაც დალაშქრა მაკარიძის კარი და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში ნაჭყებიას გოლი გაუქმდა, რადგან VAR-მა მიიჩნია, რომ იქამდე თამაშის წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. 62-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ალჰასანმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გაიზარდა. შეცვლაზე შესულ კულიევს მიეცა შანსი, როდესაც მისი თავური ხარიხას მოხვდა, სიხარულაშვილის დარტყმული ოდნავ ასცდა მიზანს, კომპენსირებულ დროში კი მეოთხე გოლი გავუშვით.

მოკლედ, რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ „იბერია 1999“ ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა, შედეგზე მსაჯის გადაწყვეტილებებმაც იქონია გავლენა, უიღბლობამაც, თუმცა ერთი რამ ფაქტია - უფრო გამოცდილმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და ჩვენი დაცვის თამაში აშკარად გამოსასწორებელია.

საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს თბილისში ჩატარდება. შეგახსენებთ, დემჩენკოს გუნდს კონფერენს ლიგაზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს.

ბელოსტოკი. „მეისკი“

იაგელონია - იბერია 1999 4:0

გოლები: 1:0 იმასი (34, პენ), 2:0 აგბონიფო (45+2), 3:0 ალჰასანი (62, საკ. კარში), 4:0 ლოსანო (90+2)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი (ბოჭორიშვილი 80), ქობულაძე (ფიგუერედო 80), დადიანი (კულიევი 80), ალჰასანი (კუცია 66), ქარდავა, ენდე (ძაგანია 70), ნაჭყებია, სიხარულაშვილი

• LEXO

1 პენალტის დროს 4 ჩვენი ფეხბურთელი დროზე ადრე შევიდა საჯარიმოში.

• კნოპსი

მარაზმი, რომელიც დაუსრულებელია.

• დდდ

დინამომ ყველა კი წააგო, მაგრამ პანიონისს გაუტანა ორი გოლი, გახმაურებული თამაში იყო...

• კახი

მსაჯზე ბოლოს გავბრაზდი ასე მწარედვუკვე აღარ მახსოვს, სრულიად მიკერძოებული და უგვანო ვინმე იყო. ბიჭებს მაინც ვერ ვეტყვი ცუდს, არ გაუმართლატ. აი ჯინჯოლავა კი აშკარად არაა იბერიას დონე,საერთოდ ვერ ჯდება ამ დონეზეც კი. იბერია 2 ში გადასყვანია.

• ხეჩიკას

მე თქვენს ადგილას ამ თამაშს უეფას გადავუგზავნიდი. თუ არ გააუქმებდნენ შედეგს იმ უნამუსო მსაჯს მაინც აუკრძალავდნენ მსაჯობას...მაგის..დ.შ.

• იასონა

მსაჯმა დიდი როლი ითამაშა ამ დაპირისპირებაში!!!

• კახა

მაგ არბიტრს სამუდამო დისკვალიფიკაცია ეკუთვნის, ჯერ პენალი არ დაგვიდო ხელზე მოხვდა და ბურთი კარში მიდიოდა. მეორე იმათი პენალი, ეაერთოთ არ შეხებია და საიდან დადო, და მესამე ჩვენ რო გავიტანეთ ეგრევე გაიქცა ვარზე სანახავათ და ჩვენ აბსურდულ პენალზე არ გადაამოწმა ისე დადო პენალტი. ან მოისყიდეს ან დაავალეს ეგ უცნობი გუნდი ემანდ ევროპაზე არ გაძვრესო.

• კოტიკო

ხეჩიკაევილის ადგილას რო ვიყო ამ თამაშს გავადაჩივრებდი ძალიან ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება ჩვენს საწინააღმდეგოთ მიიღო

• არბიტრს

შენ ნამუსზე იყოს იბერიას განადგურება. პენალტის დროს არ დაუძახა ვარნა და გოლი რო გავუტანეთ ეგრევე გავარდა სანახავათ. ფუ თქვენი დ.შ

• goga

დემჩენკომ დაგლიჯა, ქართული შემტევი ფეხბურთი ბოლოს როდის ვნახეთ? მეორეა შესრულება და კლასი, რომელიც დაგვაკლდა, მაგრამ მცდელობა ბევრს ნიშნავს.

• უბრალოდ სიმართლე

ჯინჯოლავა არის მე-2 ლიგის დონის ფეხბურთელი.ჩემპიონი გუნდი უკეთეს კაპიტანს იმსახურებს.სამაგიეროდ ჭკუას გვასწავლის გულშემატკივრებს და გვაკრიტიკებს. ეხლა მე ვურჩევდი მას,გადაახვიოს დღევანდელი მატჩი და ნახოს საკუთარი თამაში, საინტერესოა მერე რას იტყვის.

• 45 წუთს?

რომელ ტაიმს გულისხმობ?

ალბათ ბევრი არ დამეთანხმება,მაგრამ მაინც ვიტყვი.ამ თამაშში იბერიამ უკეთესად ითამაშა,ვიდრე რომელიმე წინა თამაშში.თავისი თამაში ითამაშეს,იბრძოლეს,მაგრამ ზოგი კლასის,ზოგი მსაჯობის და ზოგიც უიღბლობის გამო,კატასტროფული ანგარიში მივიღეთ.საერთოდ, პოლონელებთან 0-4 ყველაქზე პოპულარული ანგარიშია,ქართველებისათვის.2014 წელს,ქეცბაიას საქართველოს ნაკრების სათავეში ბოლო ჩატარებული მატჩი 0-4 წავაგეთ.იქაც ჩვენმა ნაკრებმა პირველ ტაიმში შეჭამა პოლონეთი,ჩვენ ნახევარზე არ გადმოუშვა,კარისკენ 9 დარტყმა განახორციელა,მაგრამ ვერც ერთხელ ვერ დაარტყა კარში,მერე კი,ლევანდოვსკიმრამდენიმე წუთში ჰეთ-თრიკით დაგვაჯილდოვა,საქართველოს ნაკრებს,მეორე ტაიმში,ძუნძულის თავიც კი აღარ ჰქონდა და ქეცბაიამაც ეგ გვაჩვენა,შემტევ ფეხბურთს თუ ვითამაშებთ,ეს გველისო!გადადგა ქეცბაია და ორი კვირის შემდეგ,უკვე კახა ცხადაძის ხელმძღანელობით,უკვე დაბალანსებული თამაშით,მაგრამ იგივე 0-4 ანგარიშით წავაგეთ პოლონეთში.ლევანდოვსკიმ,მგონი იქაც 3 გოლი გაგვიტანა.მაშინდელ ნაკრებს,სულ დიდი 60 წუთი შეეძლო თამაში და მერე ჩერდებოდა.აქაც პირველი 20 წუთი ძალიან აქტიურად ვითამაშეთ,კარშიც რამდენჯერმე დავარტყით,მაგრამ გოლისთვის კლასი არ გვეყო,დაცვაში კი,პრობლემები არსად გამქრალა და რომ არა მაკარიძის მართლაც კარგი თამაში,ანგარიში გაცილებით უარესიც იქნებოდა.დაცვის მარცხენა ფლანგზე,უკვე მოპოვებულ ბურთს ამოტანის მცდელობების დროს სისტემატურად ვკარგავდით და მეტოქე საჯარიმოში თავისუფლად შემოდიოდა.ადრე თუ გვიან გოლი უნდა გასულიყო და გავიდა კიდეც.რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ,იქ მართლაც არ იყო პენალტი,მაგრამ წინა ეპიზოდში,ბურთი საჯარიმოდან გარეთ რომ გაჰქონდათ,მაშინ წამოჰკრეს ფეხში პოლონელს და ვფიქრობ პენალტი,ვარმა სწორედ იმ დარღვევის გამო დანიშნა,პენალტის გამეორება კი,საჯარიმოში ჩვენი ფეხბურთელის ადრე შევარდნის გამო გაამეორეს,თვითონ მაკარიძეს წესი არ დაურღვევია.ალჰასანი აშკარად აჭრილი იყო და უნდა შეცვლილიყო,მაგრამ ეტყობა არავინ ჰყავდა,მის პოზიციაზე.იაგელონიას გაგდების იმედი,ალბათ არავის გვქონდა,მაგრამ თბილისში მათ უკვე თითქმის აღარაფერი ექნებათ საბრძოლო და იბერიას შეუძლია ფრე,ან მცირე ანგარიშით მაინც გაიმარჯვოს.რითაც უეფას კოეფიციენტს გაუუმჯობესებს საქართველოს და თვითონაც რაღაცა შემოსავალს გამოიმუშავებს.ლარნემ,ლინკოლს გასვლაზე მოუგო,სახლშიც სავარაუდოდ დაამარცხებს და თავის ქვეყანას საგრძნობლად დააწინაურებს,იბერიამაც თუ ვერ ივარგა.კონფერენც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე,არა მგონია ან მათ,ან ჩვენ,მნიშვნელოვანი ქულები შემატონ ქვეყნის რეიტინგს,ასე რომ იაგელონიასთან იბერიას გამარჯვება სჭირდება და მაყურებლის მხარდაჭერაც.აქ მიღებული გამოცდილება,უკვე კონფერენცლიგაზე უნდა გამოიყენონ,უკეთესი გამოსვლისათვის.ვისაც თბილისის დინამოს მაშინდელ ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა არ ახსოვს,გავახსენებ,რომ ჯგუფში ყველა თამაში წააგეს და გოლი არ გაუტანიათ,მაგრამ ეს მაინც დიდი მიღწევა იყო და მათი შედეგი,იბერიამდე ვერავინ გაიმეორა.ასე რომ მოვიკრიბოთ მოთმინება და გვერდში დავუდგეთ იბერიელებს, ერთი კვირის შემდეგაც და მერე,ჯგუფურ ეტაპზეც.ალბათ იბერიას რამდენიმე ფეხბურთლზე ყიდვის მსურველი გამოჩნდება,მაგრამ დემჩენკოს ხელში გუნდი თითქოს პროგრესირებს და ბიჭები კლუბში თუ დარჩებიან,სამომავლოდ,უკვე უკეთესი გუნდიდან,უკეთესი პირობებით,უკეთეს გუნდში შესძლებენ წესვლას და სასწრაფოთ გაქცევა,არაფერში სჭირდებათ.

• 100%

ამათმა არა, მე დავწერე, ოღონდ მე არ მომიგონია! თამაშს თუ უყორე ნახავდი, რომ ბევრი მომენტი შექმნეს ბიჭებმა, მაგრამ როგორც მოხდა, ვნახეთ სუყველამ.

• როცა ფეხბურთი სპორტი აღარაა,არამედ ბიზნესი

არარსებულ პენალტს გინიშნავენ,იქით შენს სასარგებლოდ არ დებენ პენალტს,ჯარიმის მერე 5 შეხება კეთდება,გოლი გადის და მერე გიუქმებენ გოლს.იგივენარ უხეშობაზე შენ ყვითელს გაძლევენ მეტოქეს არა.იბერია კი არ განადგურდა მსაჯებმა გაანადგურეს

პენალტი გამოგონილი იყო, ასეთ სიტუაციაში ოირიქით აძლევენ ხშირად ყვითელს თავდამსხმელს სიმულაციისთვის, მაგრამ 6 კაცი პენალტის დარტყმამდე რომ საჯარიმოში შევარდა, ესეც ხომ მსაჯის ბრალი არ იყო! სულ სხვანაირად შეიძლებოდა წასულიყო თამაში გაფუჭებული პენალტის ზემდეგ. მშვენიერი მომენტუმები ქონდა გუნდს და მინიმალური მინიმალურ სხვაობაზე მეტით არანაირად არ უნდა წაეგო.

• ილია-ს

ამ გუნდზე მეტი სუსტი ვინღა უნდა შეგვხვდეს? ოცი წუთი ფეხი არ გავანძრევინეთ, ომათ მწვრთნელს ფერი აღარ ედო სახეზე. ყოჩაღ ძმაო დემჩენკოს. ისევ ჩვენი უსუსური მცველების და მსაჯების დახმარებით წავაგეთ, თორემ აქეთ შეგვეძლო დიდი ანგარიშით მოგება. ეს ჯინჯოლავა კიდევ ვისი ნათესავია ბოლო-ბოლო, იქნებ ვინმემ გაგვაგენოს, გვეცოდინება მაინც და მეტს აღარ ვინერვიულებთ. ნაჭყებიამ გუცაევი გამახსენა, ვოვაც კი არ იყო ეგეთი მშრომელი მთელს მოედანზე.

• საჩინო

ანგარიში ნამდვილად არ ასახავს თამაშის შინაარსს.ასეთ თანაბარ თამაშში,ბუნებრივი იქნებოდა თუ ფრე არა მინიმალური სხვაობით წაგება მაინც.მაშ რა მოხდა? ..... ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო.20 წუთის განმავლობაში დომინირებდა და ....გოლი აუცილებლად უნდა გაეტანა,მაგრამ დაბალმა კლასმა არ მიცათ ამის საშუალება.როცა უპირატესობას გოლად ვერ აქცევ ,აუცილებლად დაისჯები.ლოგიკურია ,რომ მასპინძლები ბოლოს და ბოლოს გონს მოვიდოდნენ და თავისი მასპინძლის გულოვნობით მედგრად შემოგვიტევდნენ.შემოგვიტიეს კიდევაც და ჩვენი გუნდი რამოდენიმე წუთში მოედნიდან გაქრა.მრავალი მომენტი ვერ გამოიყენეს მასპინძლებმა . უნდაითქვას ,რომ პენალტიც ძალზედ საეჭვო იყო.ნათელი იყო,თუ გაიტანდნენ იბერია თამაშის შემომბრუნებელი აღარ იყო და საბოლოოდ დაინგრეოდა. მაგრამ მაკარიძემ აიღო და იმედიც გაჩნდა,რომ იქნებ პირველ ტაიმში გაგვეძლო და მეორეშიც ბევრი არ გაგვეშვა.მაგრამ აქ უკვე აშკარად ჩაერია მსაჯი და სანამ არ გაატანინა პოლონელებს არ მოისვენა. თერთმეტმეტრიანების ამღები მეკარეების აბსოლიტური უმრავლესობა წინასწარ ხტება.დაურღვევლად ბურთის მოგერიება თითქმის შეუძლებელია.მსაჯები კი თვალებს ხუჭავენ ,მაგრამ არა ყოველთვის.დარწმუნებული ვარ მეტოქის მხარეს ,რომ მომხდარიყო იგივე ცენტრისკენ მიუთითებდა.და კიდევ ,როცა პოლონელ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა საჯარიმოში ,მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა(ჩვენ მხარეს რომ მომხდარიყო პენალტი გარანტირებული გვქონდა). ასე და ამრიგად იბერია შეიძლება მოგებას არ იმსახურებდა ,მაგრამ ასეთი წაგება ,ყოველგვარი ეჭვის გარეშე ,მსაჟობამ განაპირობა.ევროპამ ჩაგვიტარა დემოკრატიის გაკვეთილი.თუმცა არა,მსაჯები ალბათ საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი "ღრუსები" იყვნენ.

• დასცინეთ კიდე ტორპედოს

რა მომავალი გვაქ ბიჭო სულ 2:7 0:4 0:4 0:3 0:4 გადახედეთ წელს ჩვენ გუნდებს ღადაობთ???

• ნელსონ მანდელა

ამ ჯინჯოლავას ვინ ყავს ასეთი მფარველი შეუცვლელი რომ არის იმის მიუხედავად რომ ყველა თამაშში რაც ვნახე ყველაზე სუსტი იყო... თან კაპიტანი როაა 😃😃

• კაი ერთი

ახალი ამბავი არაა ეგ, თითქმის სულ ასე იყო: ისინი აბუჩად გვიგდებდნენ, თქვენნაირები კი მაინც ეტენებოდნენ

• სიმართლე

იბერიას წაგებინა მსაჯმა და ფერად კანიანმა

• იწყება

რა კარგია უბრძოლველად გავედით კონფერენც ლიგაზე)))) იოლკი პალკი

• sos

ჯინჯოლავამ რაო?აღარ არის ბლატაობის ხასიათზე?!

• 45 წუთი

ქართული გუნდები ერთი ტაიმის გუნდებიაოოოო

• Klimovich

აქ მეცოდება იბერია ტავის მარტლება მაგარი ვიციტ იქ რაგვესველება კონფერენს ლიგასი იქ კატასროფული მდგომარეობაა კლავიატურაზე ილაპარაკეტ.....................

• ილია

ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა. დონე წლიდან წლამდე ეცემა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც ადვილდება ყოველ წელს (ასე ვთქვათ, თამასა იწევს დაბლა), და როგორც იქნა, მოვახერხეთ მანდ მოხვედრა. არავის შეექმნას ილუზია, რომ ჩვენი თამაშის დონემ მოიმატა საგრზნობლად. თუმცა, არა მაქვს პრეტენზიები პირადად "იბერიის"ფეხბურყელებთან, მგონი მათ მაქსიმუმი გააკეთეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით (ცოტა არ გაუმართლათ კიდეც, რაც არ ამართლებს არსებულ სიტუაციას). თან, იბერიამ მოახერხა ის, რაც სხვა ქართულმა კლუბებმა ვერ შეძლეს. იმედია კონფერენს ლიფაზე "იაგელონიაზე" სუსტი გუნდები იქნებიაბ...

• ავოიე

ჯინჯოლავას სურათი რო გამოგვიჭიმეთ აქ მთავარ გვერზე, ბიჭო ჟურნალისტები ხო ხართ თქვით ამ ჯინჯოლავამ რო არაფერი არ გააკეთა არცერთ თამაშში ზიანის მეტი.

• Lelo

2-3კარგი ფეხბურᲗელი Ჭირდება იბერიას და Შემადგენლობაც უფრო Ძლიერი გახდება. იბერიას მარცხს არ იმსახურებდა Თან ასეᲗი ანგარიში, პოლონელებმა გამოცდილების აჯობეს, მსაჯს კი იაგელონიას ფორმა აკლდა, აᲨკარად მასპინᲫლების მხარეს იყო.

• მაიცა რა

ნეტა რატო გავიდნენ იმ რაღაც ლიგაზე.. ვიქნებოდით მშვიდათ როგორც ყოველთვის, ეხა ამათ საცოდაობას უნდა ვუყუროთ 7 თამაში კიდე? კიდე კარგი ის მაგარი კოეფიციენტები არ დაგვაკლდება წაგებებზე)))))))

• ხელი გაანძრიე და გეშველება ...

ამათმა ეს რა მაგარი მოიგონეს, 'ყველაფერი უფლის ნებაა ...'. ჩემს შვილს არ ასწავლოთ, ცუდ ნიშანს რომ მოიტანს ეგეთი სიბრიყვე რომ თქვას მე ჩემი დამემართება :)

• ალფა2

დემჩენკოს აცალონ, კაი ტრანსფერები გაუკეთონ და მაგარ გუნდს ააწყობს. ახლა ისეთი შემადგენლობა დაახვედრეს, რო ელემენტარული როტაციის საშუალება არ აქვს გუნდს. სკამზე აზერბაიჯანული გუნდების დაწუნებული დუბლები უზით. რეალურად საქართველოში საუკეთესო მწვრთნელია.

• ალ-შიბაქს გაუმარჯოს!

აი მაგ ალ-შიბაქას ტომის ბელადიც მაგარი ფეხბურთელია, ისიც ჩამოიყვანეთ. ან ამ ჯინჯოლავას რატომ აწვალებთ, შენელებული კადრია, ყველა თამაში ჩააგდო და კიდევ რამდენი უნდა ჩააგდოს, რომ მიხვდეთ, არაა ეგ ფეხბურთელი. ასევე დადიანი, უსუსტესია!ძაგანია კაჭარავა-2-ია. ყოჩაღ მაკარიძეს, ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი. ერთადერთი ნათელი წერტილი ნაჭყებიაა, დაუღალავი, ტექნიკური და მებრძოლი, თავისულლად შეიძლება ნაკრებში მოსინჯვა. სიხარულაშვილსაც არა უშავდა. დემჩენკოს ტაქტიკა სასიამოვნო სიახლე იყო. 6-7 კაციანი პრესინგი და პირველ 20 წუთში შევჭამეთ პოლონელები. თურმე შეგვძლებია ხო ქართულ გუნდებს პირველ ნომრად თამაში? არაფერი გუნდი არაა იაგელონია, მიუხედავად დიდი ანგარიშისა, თუ იგივე ტაქტიკით ვითამაშებთ თბილისში, 5-6 ბურთსაც გავუტანთ! ნუ ესპანელი მსაჯების მამაძაღლობაზე ლაპარაკიც არ ღირს. როდესაც წლების მანძილზე ევროპას აგინებ და რუსეთ-ირანისკენ მიიწეც ჯიქურ, სხვანაირ მოპყრობას არც უნდა ელოდე, ყოველთვის მიკერძოებულნი იქნებიან!

• ევროპა არა კვატი

ჯინჯოლავა არის 0 ყველა თამაშში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ვინა ყავს ეგეთი..იმიტომაცა 30 წელი გავიდა თითქმის რაც სადმე ვითომ გავედით..ამას თუ გასვლა ქვია, ვინღა აგებს ბიჭო 4:0 ???

• ალფა

იგნორანტმა ბიძიებმა შეეშვით რა ფეხბურთს, ლარნე ცალი ფეხითაა გასული კონფერენს ლიგაზე და იბერიას ადგილი არაა თურმე. იქ იაგელონიაზე ძლიერებიც იქნებიან და სუსტებიც. იბერიას რო გაძლიერება და სკამი სჭირდება ეს ნაღდია. ცალკე მსაჯს მოვიკითხავ იჯახში ნეგატიურად. იმედია ის მაროკოელი მიგრანტები შეუსრულებენ. გაჭირვებულს ქვა აღმართში ეწეოდაო.

• მეზღვაური

მარცხენა მცველის დამატებას არ აპირებს გუნდი? თუ ხელშეუხებელია ჯინჯოლავა და არც დუბლიორი არ სჭირდება სკამზე? პ.ს. მის გარდა ნომინალური მარცხენა მცველი არ არის გუნდში! ელემენტარული ისეთი მოკლე სათადარიგოთა სკამია,რომ 5 შეცვლას ძლივს აკეთებს მწვრთნელი!

• დავითი

პირველი შემთხვევაა ჩემს რეალობაში რომ წაგების შემდეგ უსუსურობის, საცოდაობის, საშინელების გრძნობა არ დამრჩა, "განადგურდაც" კი ძალიან ცუდად წავიკითხე:) მოკლედ ჩემი პირადი აზრია , ყვცელაფერი კარგად იქნება, რეალურად გვაქვს მომავალი! გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!!! მაგარი თაობა მოდის , მაგარი!!!

• Ss

ჩემი აზრით დიდი ხანია უკვე მზად ვართ მსაჯებს დავემშვიდობოთ ყველა მსაჯი შეცდომას უშვებს აღარა საჭირო ამათ გამო გუნდები ისჯებოდნენ გინდ დაბალ გინდ მაღალ დონეზე გვაძლევს ტექნოლოგიები ამის საშვალებას… ეს თამაში მსაჯებმა დაღუპეს თორე შეიძლება მოგვეგო კიდეც

• გია

მოკლედ ვისაც არ ეზარება თამაში პავიდლოიანი ბულკებივით ყავთ ქართული გუნდები ხახაში გაგდებული,ეხლა ჯგუფური დაიწყება და ხინკლის ცომივით მოზილავენ ამათ,გუნდში ფეხბურთელი არ არის კარისკენ ზუსტად რომ დაარტყავს და ამით უნდათ ჯგუფურის თამაში? ყველაზე საინტერესო ალბათ ის იქნება რამდენი თამაში დაჭირდებათ დინამოს რეკორდის მოსახსნელად,ალბათ მაქსიმუმ ორი,ისე ერთი ხეირი კი არის ამათგან იშვიათი გამონაკლისის გარდა უწერე წაგება და მეტი გოლი რაც უდიდესი ალბათობით თბილისშიც განმეორდება

• 12

არაუშავს კარგად ითამაშეს შეუტიეს მომენტებიც შექმნეს. მსაჯობა იყო არასამართლიანი პენალტი ისე დანიშნავარზე არ გადაამოწმა და საერთოდ ძაან ცუდად იმსაჯა ეს შეხვედრა. ჯინჯოლავა არის ერთ ერთი უსუსტესი იბერიას შემადგენლობაში დაცვაში ვერ თამაშობს შეტევაში ვერ თამაშობს და საერთოდ რატოა ჯინჯოლავა გუნდის კაპიტანი? ლარნესთან ორივე მატში ყველაზე სუსტი იყო და ეხლაც ძალიან ცუდად ითამაშა

• Leo

არაუშავს, მომენტების გამოყენებას რო ისწავლიან ყველაფერი კარგად იქნება.და გამოცდილება.

• ვაჟა მასწავლებელი

რა მორიდებულად ახსენებთ მსაჯის "შედევრებს"?, ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი: მსაჯობა იყო "ჩათლახური", რომელზეც ჩვენი გუნდისა და ფედერაციის მხრიდან არავინ არ ამოიღებს ხმას! - თქვენ მაინც ივარგეთ ჟურნალისტებო და მსაჯი "გააძვრინეთ" იქ, საიდანაც გამოვიდა!

• 100%

ყველაფერი უფლის ნებაა. წელს იყოს ,,კონფერენს ლიგა,,. თუ ვინმემ იცის, მეთორმეტე ფეხბურთელი, რომ ყავდათ პოლონელებს, შავი ფორმა ეცვა, მოდის განმეორებით თამაშზე თბილისში, მინდა თვალებში ჩავხედო და ისე ვაგინო.

კიდევ მსაჯის არაობიექტურობა უნდა ამ უბედურ გუნდს?

• AAაა

ჯინჯოლავა, გავაკეთე კლავიატურა...!! თამაშებზეც დავდივარ და ნერვებსაც ვიწყვეტ... ეროვნულ ლიგასაც არ ვტოვებ შეძლებისდაგვარად.... მაგრამ რა ვქნა არ დავწერო,შეგაქოთ?? ჯინჯოლავა, კაცი რომელიც ყველა მომენტში შეცდა 95 პროცენტი, გამოდის და ჭ კლასის გუნდთან ორმატჩიან ფრეს გვამადლის, გვკიცხავს და დაგვცინის.... ეჰ... ესაა რეალური სახე სამწუხაროდ.. გ ა დ ა გ ვ ი ა რ ე ს..

• ჯორჯო ბიძია

0:10 -ს 0:4 სჯობია.. ნეტა ვის უნდა მოვუგოთ კონფერენც ლიგაზე? ალბათ ყველასთან ესეთი შედეგი გველის როგორც საშუალოზე დაბალ იაგელონიასთან იყო

მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო

"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა

ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა

"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან

პსჟ-სა და "რენის" მატჩი პარიზში არ ჩატარდება

გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს

ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს

პსჟ შეტევის სათადარიგოთა სკამის სრულად გადახალისებას და "მონაკოს" სკანდალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს

ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები

კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს

"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს

7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია

[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა

"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში

"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა

რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე

პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

"როტორი" - "იაგელონია", სამი ქართველი სასტარტოშია [LIVE]

გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები "იაგელონიასთან" შეხვედრაში [VIDEO]

კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია

[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!

"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა

"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...