საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი შეხვედრა გამართა. ლიბანთან დაპირისპირებას სპარინგ-პარტნიორობისა და დახურული ვარჯიშის ხასიათი ჰქონდა. შეხვედრის მთავარ მიზანს ფიზიკურად აგრესიული და ძალისმიერი გუნდის წინააღმდეგ ჩვენი კალათბურთელების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და სათამაშო ტონუსის ამაღლება წარმოადგენდა. აზიელთა ფიზიკური სტილიდან გამომდინარე, ეს მატჩი თითოეული ჩვენი კალათბურთელისთვის სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა.

ლიბანელებმა საქართველოს ნაკრებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, განსაკუთრებით პირველ და მესამე პერიოდებში. საწყისი 10 წუთი სრულიად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა: თუმცა ქართველებმა დებიუტშივე მოიპოვეს უპირატესობა, პერიოდის მიწურულს მეტოქემ თამაში გაათანაბრა და პირველი მეოთხედი 24:27 დათმო.

მეორე პერიოდიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა საქართველოს ნაკრების უპირატესობა, რაც ბექა ბურჯანაძის, დუდა სანაძის, ალექსანდრე ფევაძის, მარკის რიდისა და გოგა ბითაძის შედეგიანმა და დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა. საერთო ჯამში, პარკეტზე გასულმა თითოეულმა კალათბურთელმა საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მესამე პერიოდში, ძირითადად ზუსტი შორი ტყორცნების წყალობით, ლიბანელებმა სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. თუმცა, ჩვენს გუნდს მცირე მობილიზება დასჭირდა იმისათვის, რომ თამაშზე სრული კონტროლი აღედგინა, ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაებრუნებინა და შეხვედრა სოლიდური უპირატესობით, 93:74 დაემთავრებინა.

ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩი უკვე ღია ხასიათის იქნება — 23 აგვისტოს საქართველო ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელს უმასპინძლებს.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება