მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. ალექსანდრ ჯიკიჩის შეგირდებმა მეორე ჯგუფური ეტაპი მონტენეგროსთან დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნეს, რის შემდეგაც გეზი დაუყოვნებლივ პორტუგალიისკენ აიღეს. წინ ფანჯრის მეორე და არანაკლებ პრინციპული დაპირისპირებაა.

31 აგვისტოს, პორტუს გარეუბან მატოსინოშში, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა მეორე ეტაპი მოგებით დაიწყო — პორტუგალიელებმა ჯგუფის ფავორიტი ესპანეთის ნაკრები სტუმრად, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს, რაც მათ სერიოზულ ამბიციებზე მეტყველებს.

მონტენეგროს დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიისკენ გეზი მეორე დილას აიღო. იმისათვის, რომ შორეულ მგზავრობაში მოთამაშეები ნაკლებად დაღლილიყვნენ, სპორტის სამინისტროსა და მთავრობის მხარდაჭერით მოხერხდა გუნდის ჩარტერული რეისით გამგზავრება. საქმე ეხება მცირე გაბარიტების თვითმფრინავს, რომელმაც მხოლოდ მოთამაშეები და ბარგი დაატია, ხოლო სამწვრთნელო შტაბი, ექიმები და მომსახურე პერსონალი პორტუში სტანდარტული რეისით, სტამბოლის გავლით გაფრინდნენ.

მგზავრობა ისე იყო დაგეგმილი, რომ მოთამაშეები და სტაფი პორტუგალიაში ფაქტობრივად ერთდროულად ჩაფრინდნენ. თუმცა, თბილისიდან კალათბურთელების რეისი არა დილის 07:00 საათზე, არამედ 11:00-ზე შესრულდა, რისი წყალობითაც მოთამაშეებს მონტენეგროსთან მძიმე მატჩის შემდეგ ღამის განმავლობაში სრულფასოვანი დასვენების საშუალება მიეცათ.

საქართველოს ნაკრები პორტუში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩაფრინდა და აეროპორტიდან 20 წუთის სავალზე, მატოსინოშის სასტუმრო Four Points by Sheraton-ში დაბინავდა.

დღის დარჩენილ მონაკვეთში ნაკრებმა დაისვენა. პირველ ვარჯიშს იმ დარბაზში, სადაც ორშაბათს, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის, ჩვენი გუნდი 30 აგვისტოს, საღამოს 22:00 საათზე ჩაატარებს.

GBF.GE

Dima
ვიღაცა კითხულობდა, თამაში იწყება 22.00.არ დაიჯერებთ და ფავორიტებად ვითვლებით 1.55-ია ჩვენზე კოეფიციენტი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
გიორგი
მამუკელაშვილს არ გამოუვიდა მონტენეგროსთან კარგი თამაში,იმედია პორტუგალიასთან გამოუვა,თუმცა საშიში მეტოქეა პორტუგალია და გაგვიჭირდება მოგება!
ანაგელი
რომელ საათზეა დღეს თამაში?
ყვავ ყვარეs
სანიკითის დონის მსუბუქი ფორვარდი გვაკლია, მანუს დონის დამცველი და მსროლელი და ზაზას დონის ცენტრო, ფიზიკით და გაბარითებით შეიძლება ჯობნის კიდეც გოგა, მარა აზროვნებით ზაზასთან ახლოსაც არაა.
რეზო
ეს დებილი ქულათა ათვლის სისტემა როდის უნდა შეიცვალოს? წაგებაზე ქულა რა არის? არ ვაწყენინოთ არავის? საშინელებაა. რადგან ფრე არ არსებობს, უბრალიდ 1 ქულა მოგებაზე და მორჩა. მოგება- ქულის ექვივალენტი და მორჩა. რატომ ვწვალობთ ყველანი ამ იდიოტური დისტემის გამოთვლებზე?
S.K.K.
მწარე გამოცდილება მკარნახობს, რომ მსაჯობით შეეცდებიან ჩვენ დამარცხებას. ფედერაცია ჩაატარეთ პროფილაქტიკური სამუშაოები!
გოგა
ისე აეწყო ჯგუფში ყველაფერი, რო ჩვენი მოგება თავისთავად და ესპანეთის და უკრაინის მოგებები გვაწყობს, ასე თუ დაჯდა ძალიან დიდი შანცი გვიჩნდება გასვლის, მონტენეგრო პორტუგალუასთვის მოგებული გვექნება, პლუს 2 მოგებით გავასწრებთ საბერძნეთს, ბევრად კარგი კალენდარი გვექნება ბერძნებზე და დიდი ალბათობით ესპანეთი უკრაინა საქართველო ასე დაჯდება ბოლოს ჯგუფი
გოგა
99% დარწმუნებული ვარ, რო მოვიგებთ, თოკო.სანდრო ბოლდუინი.ბითაძე, ისე ხო არ იქნება, რო არცერთს წაუვიდეს თამაში
ჟორა
ბურთი კალათბურთშიაც მრგვალია, ამიტომ პორტუგალიას ბევრი არაფერი უპირატესობა აქვს, უნდა მოვიგოთ. გამკირვებია ესპანეთის თამაში, შეიძლება მსოფლოს გარეშე დარჩნენ
ყვავ ყვარე !
დღევანდელი შემადგენლობა ჩვენი ნაკრების საუკეთესოა რაც გვყოლია როდისმე , წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს,უნდა გავიმარჯვოთ , უნდა ვიდიდგოროთ , უნდა ვიფრინოთ და ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ძალა !
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველო VS პორტუგალია - ილიას ზუროსის გახსნის დღე
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება