მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე პორტუგალია 98:90 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა, რომელთა რიგებში „ბოსტონის“ ცენტრი კეტა გამოირჩეოდა, 24:16 მოიგო. თან ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა კალათბურთელმა რიდმა 3 პერსონალური მიიღო.

მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და პირველი ტაიმი მინიმალურად, 41:42 წააგო. აღსანიშნავია, რომ თამაშიდან ბურთის ჩაგდება გვიჭირდა და ქულების უმეტესობას საჯარიმოებიდან ვაგროვებდით.

დიდი შესვენების შემდეგ ბითაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო, მერე შეხვედრაში პირველად დავწინაურდით და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 66:70 დაფიქსირდა.

შესანიშნავად ირჯებოდა ანდრონიკაშვილი, რომელიც ჩაჭრებშიც გამოირჩეოდა, ქულებსაც აგროვებდა, 17 ქულით გავედით წინ, ჩვენი შეცდომების შედეგად მოწინააღმდეგემ სხვაობა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო (პლუს 6 მოხსნა და 3 პასი), 22 ქულა მამუკელაშვილმა ჩააგდო (6 მოხსნა, 4 პასი), 20 ანდრონიკაშვილმა (4 ჩაჭრა), 13 რიდმა (2 მოხსნა, 6 პასი), 11 ბითაძემ (5 მოხსნა, 1 პასი), 6 სანაძემ.

პორტუგალიელებში ყველაზე მეტი, 20 ქულა კეტამ ჩააგდო, რომელმაც აგრეთვე 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთთან ჩაატარებს.

ვაჟა მასწავლებელი
რატი ხანდახან ზურა საკანდელიძის ასლია ამ ბოლო დროს!
მაგალითი რატი გვყავ-ს
მანდ ერთი პირობაა საჭირო ცოლი ქართველი უნდა იყოს!👍🪄უცხოელ ქალებზე არ ვრცელდება ეგ წესი!
მაგალითი რატი გვყავს😁👌
ცოლი უნდა ბითაძესაც. 😂🤣
გიორფის
უკვე ვართ ანგარიშგასაწევი გუნდი, ესპანეთს მოუგეთ, ესპანეთის მომგებს მოიგეთ და ჯგუფის გამარჯვებული მონტენეგრო გავიფინეთ. 😁👌
S.K.K.
გამოხმაურება "ყოჩაღ ბიჭებს": უნდა დავიმატოთ არა მარტო შერმადინი არამედ უნდა ვთხოვოთ ნიკოლოზ დერიუგინსაც დაგვეხმაროს - ისეთ ფოლებს აკიდებს მცველებს ვერავითარი 'ვარ'ი ვერ წაიკითხავს. (ძველი თაობა გაიგებს)
ლიზი-ს
ლისბუა
საბა
ისრაელთან კარგად ითამაშა მამუკელაშვილმა, დანარჩენი თამაშები ისეთი ეფექტური ვერ იყო
მამუკა
გოგას და მამუს დანაკლისი ძალიან დიდი და აუნაზღაურებელია. საბერძნეთს ეს პრობლემა არ აქვს. სკამი დიდია და ჩემპიონატიც მაგარი აქვთ. საშუალოზე მაღალი დონის კალათბურთელების დიდი არჩევანია. ესპანეთმა ცუდი როლი ითამაშა. იქნებ საბერძნეთს ერთი თამაში მოვუგოთ, პორტუგალია და მონტენეგროც დავამარცხოთ. მაშინ უპირობოდ გავალთ. საბერძნეთმა ესპანეთთან და უკრაინასთანაც თუ წააგო შეიძლება ბოლო ორი თამაშის მოგება გვეყოს
ლიზი
პორტუგალიელების გამთამაშებელი, 28 ნომერი რა სიმპატიური ბიჭიაა🔥🤗
ყოჩაღ ბიჭებს
გიო შერმადინი გვჭირდება ნოემბრის და თებერვლის ფანჯრებში. გიო უნდა დაგვეხმარო, რეალური შანსი გვაქვს გასვლის. 4 თამაში მხოლოდ.

ან ჯგუფში ვხვდებით საბერძნეთს,პორტუგალიას და ჩერნოგორიას.შინ და გარეთ.ორი თამაში ჩავატარეთ.კიდევ 4 სათამაშო დაგვრჩა ნოემბერში,თებერვალში და მარტში.
ვახო-ს
როგორც ჩანს სპეციფიკური გემოვნება აქვს სანდროს!
მამოს ვპასუხობ
რო იძახი 6 კალათბურთელი აგროვებს ქულებს მარტოო, არ ათამაშებენ სხვებს და როგორ დააგროონ ქულები. ათამაშე ორი წუთი ან თოკო ან მამუ და თუ ჩააგდებენ ნახავ. მამუმ მთელი პირველ მეოთხედი ვერ ჩააგდო 2 ქულაზე მეტი. მეტი ნდობას საჭირო ნდობააააა. ბლ.
ირაკლი-ს
ძაან არასტაბილური ტიპია!

ამჟამად უკლუბოდაა.ყოველ შემთხვევაში ასე განაცხადა ჯიკიჩმა,მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
თემური
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას! ნოებრის მატჩები ძნელი იქნება და იმედი ვიქონიოთ რომ ორივეს მოვიგებთ, ყოველ შემთხვევაში პორტუგალიას ყველა ვარიანტში უნდა მოვუგოთ და თუ ბერძნებთან წავაგებთ, დიდი ანგარიშით არ უნდა წავაგოთ! ესპანეთის წაგებამ ამ ორივესთან გაგვირთულა გასვლა! წარმატებები ბიჭებს!
ვახო
გაოგნებული ვარ,დავიჯერო სანდროს უკეთესი გოგო არ ეკუთვნოდა?!
Dima
3 თამაში დარჩა და (თუ მე სწორად ვხვდები) რადგან პროფესიონალი კალათბურთის მიმომხილველი ჟურნალისტი არ გვყავს, იქნება ვინ ერკვევა ანალიზი გააკეთოს, ვისთან დაგვრჩა, როდის, რა, სად იქნებიან 'ამერიკელები', სად არა და რა გვაწყობს? მადლობა წინასწარ.
Bs
მეც მაგას ვკითხულობ ხოლმე. )) ადრე, სანამ საიტის ვიზუალს შეცთლიდნენ სხვა ნიკით წერდა. ამ საიტზე კარგი ჟურნალისტი მხოლოდ ,, მიმომხილველის" ფსევდონიმით წერდა ხოლმე და კაი ხანია არ ჩანს
ირაკლი
ბითაძე როდის უნდა დაღვინდეს?პატარა ბიჭი აღარაა,ყოველ თამაშში გაძევება გარანტირებული აქვს,ძაან იმპულსური და ემოციური ტიპია
..-ს
შავკანიანია ეგ გოგო🤦
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
ძოძუაშვილისეული "თეორია ცოლის მოყვანაზე"რატიმ,ხვიჩამ,შენგელიამ და ბევრმა ჩვენმა სპორტსმენმა დაანგრია🤭😂
მასტერს
მამუკელაშვილი ორივე თამაშში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და გადამწყვეტ ეპიზოდებში ბევრი რამ შეცვალა! სტატისტიკასაც თავი რომ დავანებოთ, თავისი მრავალმხრივი უნარებით და გაბარიტებით უზარმაზარი სივრცეს ითვისებს მოედანზე და ეს ხშირად გადამწყვეტია. ასე რომ ჩემი აზრით ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა ეს სანაკრებო ფანჯარა!
გიო
პატივცემულო ჟურნალისტებო, მგონი უხერხულია, როდესაც პოპულარობით მსოფლიოში სპორტის მეორე სახეობას, სადაც საქართველოს(გუნდური სახეობებიდან) ყველაზე მეტი წარმატებები აქვს, რომელთან სხვა გუნდური სახეობები ახლოსაც ვერ ნივლენ, ასე მწირად, რაღაც ორი წინადადებით აშუქებთ, თითქოს მოვალეობას იხდით. ამ დროს გვერდები სხვა სახეობებში მესეხარისხოვანი ინფორმაციებით არის აჭრელებული.
555-ს
შენ და შენნაირებიც რომ მათ მიუსვან, უკეთესი იქნება.
toti-ს
რატის მთავარი პრობლემა არასტაბილურობაა, რაც საკლუბო ჩემპიონატში, სადაც თამაშები კვირაში ერთხელ ტარდება, დიდი ნაკლია. სწორედ მაგიტომ, წამყვან ჩემპიონატებში მონაწილე კლუბები მისი შეძენისგან თავს იკავებენ. მოკლედ, ტალანტი მეტი ვარჯიშით, მონდომებით და სტაბილურობით უნდა გაამყაროს.
Rable
უპირველესად გილოცავთ ყველას შედეგიან თამაშს.. -მამუკელაშვილი მაღალი დონის მოთამაშეა უდავოდ, მაგრამ მწვრთნელის ფუნქციაა, რომ როდესაც მამუსნაირ მოთამაშესა. არ მისდის თამაში გარკვეულ მომენტშ,რამდენიმე წუთით მაინც უნდა დაასვენო, რომ რიტმი აპოვნინო... ყველაფრის მიუხედავად მეტად მოკლეა ჩვენი სკამი.. მადლობა ბიჭებს. წარმატებები
toti
რატიმ მაღალი პროფესიონალიზმი და ხარისხი აჩვენა ამ მატში.. მიკვირს რომ საკლუბო დონეზე ამდენი წელია არ უმართლებს.. ისიც კი არ ვიცი ეხლა სად თამაშობს
ჟორა
ნაგვი რა გასაკვირია, მაგრამ ამხელა ნაგვი მინახავს კი არა, არც გამიგონია.

მამუკელაშვილის ამერიკელ გელფრენდს მთელი თამაშია ტელეფონიდან თავი არ აუღია!
sos
ბითაძეზ რას სჭირს?ყოველთ ის გაგდების ზღვარზე თამაშობს,რა უბედურებაა ამდენკ ჯარიმის აკიდება?!
გაგა
რატისნაირი ტრანსფორმაცია კალათბურთში არ მინახია,ტოპ თამაში დადო!
ff
გილოცავთ, მე ხელი მქონდა ჩაქნეული რატიზე და ჯიკიჩსაც ვსაყვედურობდი რატომ ათამაშებსთქო ასე დაჟინებით. არ ვიცი რა მოხდა, რა იყო რატისთვის მოტივატორი, მაგრამ ბოლო 2 თამაშში იგი ერთერთი საუკეთესო იყო, რიდსაც კი გადაუჯოკრა. ასე თუ გააგრძელებს შეიძლება ჩავთვალოთ რომ გამთამაშებლის პრობლემა დიდწილად გადაჭრილია. ღმერთმა ქნას ასე მოხდეს და ესპანეთის არ იყოს, მხოლოდ ერთეულ გამონათებად არ დარჩეს. რიდთან ერთად ძალიან კარგ ტანდემს ქმნის. მადლობა ბიჭებო.

ბს-ს.მართალი ბრძანდებით,ძალიან სუსტი "ჟურნალისტური" მიმოხილვას.ამიტომ მე ყოველთვის ვკითხულობ ჩვენი კოლეგის(.)"წერტილის" სპორტულ ანალიზს.თქვენც გირჩევთ.
Irakli
ყველას გვახარებს მოგება, მადლობა ბიჭებს ამისათვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მიზანი მსოფლიოზე გასვლაა! უკრაინასთან ორივე წაგებამ ძალიან უკან დაგვხია. ახლა უცილებლად გვჭირდება საბერძნეთთან ერთი გამარჯვება მაინც, პორტუგალიასთან და მონტენეგროსთან თავისთავად! თან ეს ნბა მოთამაშეების გარეშე! ასე რომ მთავარი გამოცდა წინ გველის!
მამო
მოგება კარგია და გვახარებს მაგრამ ქულებს მარტო 6 კაცი რომ აგროვებს ეგ არ მომწონს. დაიწყებთ უმადური ხარო... მაგრამ ფაქტია ხომ 12 დან 6 კაცი რომ აგროვებს ქულებს საგანგაშოა. მამუ და ბითაძე არ იქნებიან და ამ 4 კაცით მე მგინია გაგვიჭირდება. იმათაც არ ეყოლებათ ნბა ს და ევროლიგის მოთამაშეები მაგრამ იმათი დონე მაღალია ჩვენს სუპერლიგაზე.
კახი
გენაცვალეთ ბიჭებო, ერის გახარებისთვის. წარმატებებიი.

ამ ორივე თამაშში გამარჯვების დიდი იმედი მქონდა,რადგან გოგა და სანდრო გვეხმარებოდნენ,მაგრამ ასეთ შედეგიანობას თუ მივაღწევდით,ნამდვილად არ მეგონა.პირველი მატჩის შემდეგ დავწერე,გამარჯვება კარგია,მაგრამ ამდენი ჯარიმის გაფუჭება,სადღაც იმ ქულებს დაგვაკლებს,გამარჯვებისათვის რომაა აუცილებელი,ნაკლის გამოსწორება კი,სწრაფად შეიძლება მეთქი.არ ვიცი დამატებით ივარჯიშეს თუ არა,მაგრამ ფაქტია,მშვენივრად ისროლეს ბიჭებმა და შესაძლოა სწორედ ეგ გახდა ჩვენი გამარჯვებისათვის საჭირო ქულების მოპოვების მთავარი წყარო.როგორც იქნა რატიც გაიხსნა,რიდიც საკუთარ თავზე მეტად აიღებს პასუხისმგებლობას და გამოცდილი ბიჭებიც ხომ ისევ მანდ არიან.იქნებ მოვახერხოთ და ჯგუფის პირველ სამეულში მოვახერხოთ შესვლა.საქართველოში მოთამაშე ბიჭებმაც მიიღეს სანაკრებო გამოცდილება და საქმე მათზე როცა მიდგება,ადრინდელზე უკეთესად შესძლებენ,ძირითადების დახმარებას და დასვენებას.ბრავო ჯიკიჩს,ნაკრები ნაკრებს დაამსგავსა და ახლა უკვე ძველებურად უიმედო აღარ ვარ.ჯგუფში უკრაინამ ჩერნოგორია დაამარცხა,საბერძნეთმა კი ესპანეთი და უკვე ყველას აქვს შანსები.ასე რომ ყველაფერი თავიდან იწყება. პ.ს.ვიცოდი,რომ რატი თითქოს ისლანდიაში გადავიდა სათამაშოდ,მაგრამ ჯიკიჩმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რატი უგუნდოდააო და უგუნდო კაცი ასე რომ ითამაშებს,რა პოტენციალი აქვს,უკვე ეგეც მეტყველებს.ვინც ამ ორ თამაშს ნახავს,ვფიქრობ ბევრი მწვრთნელი მოინდომებს მის საკუთარ გუნდში ხილვას და აღარც მას აქვს უფლება,ამ სიმაღლეზე აწეული თამასა დაბლა დაუშვას.თორნიკეზე უკვე ლაპარაკსაც აღარ აქვს აზრი.თორნიკეა და მორჩა!მის გვერდით სხვებიც გმირები ხდებიან.ნამდვილად საწყენია, კიდევ რომ არ გვაქვს ამ ფანჯარაში თამაშები.ასე დალაგებული და ბრძოლისუნარიანი ნაკრები,კიდევ როდის გვეყოლება,არ ვიცი.იმედია შეინარჩუნებენ მუხტს და წარმატებით ჩაამთავრებენ ამ ციკლს.მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს.
კეტე
თორნიკეს მაღალი კლასი კარგად გამოჩნდა კეტესთან ორთაბრძოლებში, სადაც არცერთი წამით არ დაბნეულა. ყოჩაღ ყველას,რატიმ დახურა
ბიჭებმა გაგვახარეს!!!!
თურნავას ბრძანებით,ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება - 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება.😄😄😄😄😄😄😄
unagi
შენ გამოქანებას საიდან აპირებ? :)))))))))
მასტერს
გაგიმარჯოთ ბიჭები! ჯიკიჩი - ყოჩაღად, სუპერ! ველოდი გამარჯვებას, მაგრამ მართლა ისეთი დიდებული მეორე ტაიმი ჰქონდა გუნდს, რომ გამარჯვებას ორმაგი ფასი დაედო, მადლობა!
R.M.
მადლობა !
lasha
8 ნაკრები გადის მსოფლიოზე? აბა ესპანეთს და საბერძნეთს მსოფლიოზე გასვლა როგორ უნდა ქონდეთ სათუო?! :)
ბს
სპორტული საიტი ხართ, ეს ნაწვალები მიმოხილვა დადევით კაი ბატონო, სხვა თამაშების შედეგები არ უნდა დაწეროთ? აქ რომ შემოვდივარ იმ ფორმაციას ვეძებ. მარტო ფეხბურთის ჭორების კოპი-გუგლთრანსლეით-ფეისთი ხომ არ არის ჟურნალისტობა. ეჰ, რაც არი ერი ის არი ბერი
ბს
კოშმარული პირველი მეოთხედის მერე ჩვენი კოშმარი კეტა გაიყვანა იმათმმა გენიოსა მწვრთნელმა და მად ამოვისუნთქეთ. დაფარებები არ წერია სტატიაში თორემ საუკეთესო ამ მატჩში ისევ კეტაა სტატისტიკითაც. და რა თქმა უნდა რატი ყოჩაღ, მაგარი იყო ძალიან. ასეა გუნდი და როდესაც გუნდში რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე გყავს. არ წაუვა ერთს და წაუვა მეორეს.
S.K.K.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ნოემბერში და მარტში ენბეელები არ გვეყოლება (არც სხვებს ეყოლებათ), სამაგიეროდ დაგვემატა რატი. ანუ გამთამაშებლების პრობლემა აღარ იქნება (თუმცა ფარქვეშ გვჭირდება გაძლიერება). და კიდევ ერთი - ჯიკიჩის ფაქტორი. გუნდს დაეტყო ხელწერა. ამიტომ ნებისმიერ სპორტში თავი და თავი მაინც მწვრთნელია. გილოცავთ, მგონია რომ გავალთ
გიორგი 61
ყოჩაღ რატი. ადრე მეგონა,რომ ვერ თამაშობდა. თურმე მაგარი მოთამაშეა და ვარჯიში სჭირდება. მთელმა გუნდმაც მაგრად ითამაშა. ცოტა სათდარიგოები უნდა მოყოჩაღდნენ და სერიოზული ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით ევროპაში
გილოცავთ ბიჭებო. ❤️მადლობა 🙏
ბიჭები აღარ ხუმრობენ. ჯერ იმ ჯგუფის პირველოსანი მონტენეგროს გადაუარეს, ახლა სტუმრად ესპანეთის მომგებ პორტუგალიას მოუგეს. იმედია ასევე გავაგრძელებთ და მსოფლიოზე გავალთ.
555
რა დღეში ხართ ქოცებო ციხეები პოლიტპატიმრებითაა გადატენილი და დამდგარხართ და რაღაცა სისულელეები გიხარიათ
მარი
რატიი🔥❤️
ბოკინიო
გილოცაავთრატის თამაშმა ამ ორ თამაში ძველი რატი გამახსენა და სასიამოვნოდ გამაოცა. თოკოზე საუბარიც ზედმეტი რა უნდა დავწერო არ ვიცი! სამი თამაში 100 ზე გადაცილებას ვგულშემატკივრობ თამაში მანამდე აქვთ გაკეთებული ბიჭებს! მადლობა თავდადებისთვის.
ანი
ესპანელებო,წაიყვანეთ ანდრონიკაშვილი ლიგა ენდესაში!
გიგი
ყოჩაღ რატი.👏მამუკელაშვილისგან უფრო მეტს ველოდი!
საბა
მამუკელაშვილი რაღაც ვერ იყო ფორმაში ამ სანაკრებო ფანჯარაზე
ვოოტ
ხვიჩამ რომ ოქროს ბურთი მოიგოს, რასაც მთელი სულით და გულით ვუსურვებ, საუკეთესო სპორტსმენის წოდება უპირობოდ თორნიკე შენგელიას ეკუთვნის...
ენძო
გილოცავთ! ნიაზ მამრიკიშვილის არ იყოს, პორტუგალიისგან მხოლოდ გალია დარჩა.
კარგად ვითამაშეთ
მიუხედავათ დაღლილობისა აშკარად უკეთესი გუნდი გვყავს.ჯიკიჩმა მაგრად დაჯაბნა ვიზავი ,ანდრონიკაშვილმა კარიერის საუკეთესო თამაში დადო.ესე როთამაშობდეს სტაბილურად რაგვიჭირს.საღოლ ბიჭებს.
სოსო
ყოჩაღ რატი,საოცრად კარგ ფორმაში ხარ!
Ardiles78
გენაცვალეთ,ბიჭებო!კოშმარული პირველი მეოთხედის შემდეგ,გუნდი გარდაიქმნა და საუკეთესო კალათბურთი აჩვენა დაცვაშიც და შეტევაშიც.ყველას ყოჩაღ,განსაკუთრებით,რატის!მისი ფენომენალური თამაში უბრალოდ ოვაციებს იმსახურებს!
ჟორა
გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის, ასე გააგრძელეთ.
Კეკე
Მადლობა ბიჭებო! კაცს ცოლის მოყვანა ასე მოხდომოდეს პირველად ვნახე)))) დუდა, სამქულიანი შენი ძლიერი მხარე არ არის და შეეშვი რა ძმაო, ნერვებს მაინც ნუღა გვიშლი.
ლევანი
ყოჩაღ ბიჭებო! მადლობა, ბრძოლისთვის, თავდადებისთვის. საოცარი თამაში იყო, ისეთი რომ არ დაგავიწყდება. გენაცვალეთ! დიდება საქართველოს!
ტიტე
რატი ყოჩაღ და მთელ გუნდს , გუნდი იმიტომაა მარტო თოკო ვერ მოიგებს ყოველთვის.
llcl
გილოცავთ ლომებო! ღმერთმა დაგლოცოთ! ყველა სიტყვა უკან მიმაქვს, ბრავო რატი, ბრავო! აშკარად მოუხდა დაქორწინება!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველო VS პორტუგალია - ილიას ზუროსის გახსნის დღე
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება