საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი "უნივერსიატატეადან" MLS-ის "ჩიკაგო ფაიერში" გადავიდა.

"ჩიკაგო ფაიერმა" მექვაბიშვილი 3 მილიონ ევროდ შეიძინა და 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ კლუბში მისი ყოველთვიური გასამრჯელო 80 ათასი დოლარი იქნება.

მექვაბიშვილი ჩიკაგოელთა რიგებში თამაშს სამედიცინო შემოწმების გავლისა და ვიზის მიღების შემდეგ დაიწყებს.

"ჩიკაგო ფაიერის" საფეხბურთო დირექტორმა და მწვრთნელმა გრეგ ბერჰალტერმა განაცხადა, რომ ასეთი დონის მოთამაშის დამატებით გახარებულები არიან, საერთაშორისო ასპარეზზე მისი გამოცდილება ფასეული აქტივი იქნება, ჩემპიონ გუნდში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება ქართველის თანმიმდევრულობაზე, ლიდერულ თვისებებზე და თამაშზე გავლენაზე მეტყველებს და გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს.

tedo
პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო თავისი კარიერისათვის . ევროპაში დიდი პერსპეკტივა არ ჰქონდა , არაა მაღალი კლასის და მოთხოვნადი ფეხბურთელი სამწუხაროდ . იცხოვრებს ნორმალურ ქვეყანაში ( ეკონომიკურად ) , ნორმალურ გარემოში და ექნება კარგი ანაზღაურება . განა ანზორს ვერჩი რაიმეს , მაგრამ ნაკრებში კიდევაც რომ მოახერხოს ხშირად ჩამოსვლა , მისი შემცვლელის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს (სანიოლის და მის სტაფს შეიძლება გაუჭირდეთ , მათ კომპეტენციას თუ გავითვალისწინებთ ) . თქვენ რას იზამდით მის ადგილას , როცა ერთ მხარეს არანაირი რეალური ევროპული პერსპექტივა არ დევს , მეორე მხარეს კი ის , რაც მექვაბიშვილს შესთავაზეს და შეუსრულეს კიდეც ? ასე რომ , გზა დავულოცოთ და კრიტიკას მოვეშვათ . მე ასე ვფიქრობ .

რუმინეთის ჩემპიონატი რაში ჯობია მლსს? ბევრად უკეთეს ხელფასს აიღებს, უკეთეს ქვეყანაში იქნება, ლევანდოვსკი ეყოლება გუნდელად და მესის შეხვდება ხოლმე. კაკრაზ 10 სექტემბერსაა ჩიკაგო - ინტერ მაიამი
თბილისელი
ანზორის დონის ფეხბურთელებით სავსეა ბაზარი....აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეტყობა რომ კარგი მენეჯერი ჰყავს.მაქსიმალურად ამოწურა ყველაფერი ამ საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელისთვის.
semi
აი სისულელეებს რომ წერთ მიდით და თქვენ ითამაშეთ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში, აი რუმინეთიდან კაცი ამერიკაში ითამაშებს ხელფასსაც აიღებს და ცხოვრებასაც აიწყობს. მეც ამ გზას ავირჩევდი. მე თქვენ გეტყვით ახევდა კალთებს სერია ა და ლა ლიგა არა?!
გიო
რუმინეთში თუ ღებულობდა ასი ათას ამერიკაში აიღებს მილიონს ხელფასიან ბონუსებიანა და ტიპს რომელიც მილიონერი გახდება ირონიით იხსენიებენ))) თან აყვედრიან ნაკრებში ვეღარ ითამაშებო))))) ამ წყალწაღებულ ნაკრებში ფიფამ რაიმე განსაკუთრებული თუარ მოიფიქრა ვერცერთ ტერნირზე რომ ვერ ხვდება)) მილიონს და ასიათას შორის სხვაობა ცხრაასი ათასია და მექვაბიშვილისთვის ნაკრებში თამაში ცხრაასი ათასი ღირს წლიურად?))) ძაან ბევრს ხომარ სთხოვთ ეს ურაპატრიოტები ამ ბიჭს)) ყველაფერს თავისი ფასი აქვს და რაღაც არ მგონია საქართველოს ნაკრებში თამაში მაგ თანხად ღირდეს.
პეტუხი კრიშტიანუ
ამ წვალება წვალებაში კი იშოვა კაი სამსახური )))

მესის ჰეგემონიას დაასრულებს ამერიკაში ანზორი
ეგრე რაა
სანიოლიც წაიყვანე ამდენი პატივი გცა და ნუ დაუვიწყებ ….!!!წარმატებები მანდ ჯანმრთელობა და ბევრი ფულები …აქეთ არ შეწუხდე შენს უმისოთაც გაართმევენ ბიჭები თავს ოღონდ თუ ვილიკოსაც წაიძღოლიებ …))
ცოტნე
ერთი ტორმუზი მოშორდა ნაკრებს. ეხლა სანიოლის ჯერია

რა ვთქვა?25 წლის,რაღაცა ამბიციის მქონე ფეხბურთელი,ამერიკაში არ უნდა მიდიოდეს სათამაშოდ.ყველას ოჯახი ჰყავს,მაგრამ ანზორს რუმინეთში რომ ხელფასი ჰქონდა,შეიძლება ძალიან დიდი არა,მაგრამ ოჯახს კარგად რომ შეინახავს,იმდენი კი ექნებოდა და შეეძლო უფრო დიდ გუნდშიც წასულიყო,უკეთესი ხელფასით.თუ მაინც და მაინც შოვნა უნდა,4-5 წლის შემდეგ შეეძლო ისეთ გუნდში და ქვეყანაში გადასვლა,სადაც გაცილებით დიდ ხელფასი შეიძლება დაუნიშნონ.წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ ნაკრებს მისი იმედი ალბათ აღარ უნდა ჰქონდეს.არადა ნახევარდაცვის ცენტრში,ყველაზე მეტად მისი იმედი გვქონდა,ძირითადი საყრდენის შემცვლელად.გამოცდილებაც მიიღო და ჩვენ დონეზე, უკვე საკმაოდ სტაბილური იყო.
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
მექვაბიშვილის "უნივერსიტატეამ" სახლში "არარატ-არმენიას" ვერ მოუგო
[VIDEO] დრამა და სამი ქართული საგოლე პასი კონფერენს ლიგის მატჩში
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
ბორდალასთან მადრიდულ გუნდში შეიძლება ორი ქართველი გადავიდეს
გადაწყდა - მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება