თურქეთის სუპერ ლიგის მე-4 ტურში ლუკა გუგეშაშვილის "გიოზტეპე" საკუთარ მოედანზე "გაზიენთეფთან" 2:4 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი კიპერისთვის სავარაუდოდ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

ჩვენებურს არადამაჯერებელი თამაში ჰქონდა, რის გამოც ანგარიშით 0:2-ზე მას საკუთარი გუნდის ფანებმა უსტვინეს, ასევე ისინი კარში არდა იოზჯემინის ჩადგომას მოითხოვდნენ და ამ კიპერის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ამავე გუნდის აღზრდილია.

ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ ანგარიშით 0:2-ზე "გაზიენტეპის" წევრმა მიროშიმ პენალტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ობსტრუქცია თავს უკვე მთელს გუნდს დაატყდა და ფანები თავიანთ ფეხბურთელებს უსტვენდნე და მაისურის გახდას სთხოვდნენ.

საბოლოოდ, ქართველის გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პირველი ტაიმის შემდეგ ლუკას ნაცვლად არდა მართლა შემოიყვანა. თურქ კიპერს გოლი არ გაუშვია და 2 "სეივი" შეასრულა.

გუგეშაშვილმა მომხდართან დაკავშრებით მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

"მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ხასიათსა და შრომას, რომელსაც ამ გუნდის მაისურისთვის ვიღებ.

ის, რაც დღეს გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ "გიოზტეპეს" ნამდვილი გულშემატკივრებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ყველა სიტუაციაში გვერდში უდგახართ თავიანთ გუნდს.

მათ მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული მაქვს. "გიოზტეპეში" მოსვლის პირველივე დღიდან არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ დამეცვა ამ კლუბის გერბი და სახელი. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე. ყველგან ამაყად წარმოვადგენდი და ვიცავდი "გიოზტეპეს".

მათთვის, ვინც კლავიატურებს მიღმა იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: სიცოცხლე გრძელია, სამყარო პატარა. ერთ დღეს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სხვაგან. პატივისცემა და სიყვარული "გიოზტეპეს" ნამდვილ გულშემატკივრებს", - დაწერა ლუკამ სოციალურ ქსელში.

რას გადაწყვეტენ "ლივერპულში"? - მამარდაშვილს სეზონის განმავლობაში დააკვირდებიან
დემბელემ თავისი აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების სამი მთავარი კანდიდატი დაასახელა
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ქოჩორაშვილი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს - კაცნაკლულმა "სევილიამ" "ესპანიოლთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO] "არსენალის" ქამბექი - "ჩელსი" "მეთოფეებს" 5 წელია ვერ ამარცხებს
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
[VIDEO] კვერნაძე მეტოქის საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა
[VIDEO] ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმს" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
დამსახურებული სიგიჟე - ესპანეთში პსჟ-ში ლუის ენრიკეს ხელფასით შოკირებული არიან
"ბარსელონა" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელით დაინტერესდა
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"შესაძლოა, მბაპე მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ..." - სანიას აზრით, "ოქროს ბურთს" "კვარა" იმსახურებს
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თურქებს არველაძის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
შოთა არველაძეს თურქეთის სუპერლიგის გუნდი იწვევს
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა