"სილქ უნივერსალი" სპორტის მოყვარულთა რჩეული არხია, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის ნახვაა შესაძლებელი. განსაკუთრებულად პოპულარულია ის თამაშები და ჩემპიონატები, სადაც უცხოეთში მოასპარეზე ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. უკვე წლებია ტელემაყურებელთა უმრავლესობა „სილქ უნივერსალზე“ გულშემატკივრობს ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას. 9 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „პსჟ“ პირველ მატჩს გამართავს და ფართო აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება უქომაგოს ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს.

სპორტული სეზონისთვის სილქ ტივის მაუწყებლობის ბადე განახლდა, დაემატა გადაცემები, ექსკლუზიური ტრანსლირებები, ჩემპიონატები, ტურნირები.

სპორტის მოყვარულს სილქ სპორტ არხებზე შესაძლებლობა აქვს იხილოს:

მსოფლიოს, ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ერთა ლიგებისა და სხვა შესარჩევი სანაკრებო ტურნირების ტრანსლაციები და მიმოხილვები.

ესპანეთის პირველი და მეორე ლიგა;

ლა ლიგა, პორტუგალიისა და ნიდერლანდების ჩემპიონატები.

კალათბურთში - NBA და ევროლიგა.

ხელბურთში - ქალთა და მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატები, ევროპის ყველა სანაკრებო ტურნირი, სადაც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ.

ჩოგბურთი APP -ს ყველა ტურნირი - 1000, 500 და 250 კატეგორია.

ბრიტანული და მსოფლიო დოღების სრული ტრანსლირება.

კომპანია სილქნეტი სხვადასხვა ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებებს მოიპოვებს არხებისთვის: „სილქ უნივერსალი”; Silk Sport1; Silk Sport2; Silk Sport3. მათგან „სილქ უნივერსალი“ სხვა საკაბელო მაუწყებლების ქსელშიც არის განთავსებული. არხი ციფრული სიგნალით მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ ვრცელდება და მრავალფეროვანი პროგრამით საზღვრისპირა სოფლებზეც მაუწყებლობს. სატელევიზიო არხები და სპორტული კონტენტი ასევე ხელმისაწვდომია აპლიკაციაში Silk Go.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 8 სექტემბერს იწყება. UEFA-ს ოფიციალური კალენდრის მიხედვით, ლიგა ჯგუფების ნაცვლად 36-გუნდიანი ეტაპით მიმდინარეობს, რომელიც 2027 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

R

zura222
ეს კარგი მაგრამ სხვა გუნდებიც ხომ არიან ჩანაწერში რატო არაა მაგალითად რეალი-ინტერი ან პორტუ მანჩერსტერი ? სახრეთ ამერიკის ფეხბურთით ტვინი გააწვრილეთ @ რათ გვინდა ვიღაცა პლასენტეს და სან პაოლოს თამაშები @@
llcl
როცა პირველად სილქ ტვ დავაყენე, ყველა წამყვანი ჩემპიონატის მატჩებს ვუყურებდი, ყველა წამყვან მუსიკალურ არხს, შემდეგ ნელ-ნელა ამოიღეს ყველაფერი საინტერესო და თუ ყურება გინდოდა, დამატებითი თანხა უნდა გადაგეხადა, კვლავ ყაჩაღობა, მხოლოდ დახვეწილი მხედრიონელი ზარალას მხრიდან!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა