ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებას ეხმაურება და წერს, რომ წელს ეს პრესტიჟული ჯილდო პსჟ-ის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მისცენ.

"Ballon d'Or-ის საკითხი ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ მიმდინარე წელს ამ საკითხზე დისკუსიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით, ეს იმიტომ ხდება, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.

ობიექტური შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთია ის, რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე უნდა ჩაატარო, განსაკუთრებით კი - საკვანძო მატჩები. გადავხედოთ, რა გააკეთა კვარამ "მონაკოსთან", "ჩელსისთან", "ლივერპულთან" და "ბაიერნთან" მატჩებში, ასევე ფინალში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პენალტი მოიპოვა.

გადავხედოთ, რამდენჯერ გახდა MVP სეზონის განმავლობაში, როგორი იყო მისი ინდივიდუალური თამაში არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც და როგორ აძლიერებდა გუნდს ყველაზე საჭირო პოზიციასა და მომენტში.ზედიზედ მეორედ მოიგო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, მეორედ მოიგო უეფა-ს სუპერ თასი და "ასტონ ვილასთან" იმ მატჩშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა ულამაზესი გოლითა და გუნდური თამაშით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახდა ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, რაც თავისთავად ყველაფერს ამბობს.მაგრამ ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი მის პიროვნებას ეხება, რადგან ვიცით, რომ Fair Play ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმია Ballon d'Or-ის მოსაგებად. შეხედეთ მას არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის მიღმა, ინტერვიუებში - როგორ საუბრობს თანაგუნდელებზე, როგორ აღნიშნავს მწვრთნელების როლს, როგორი თავმდაბალია და როგორ უსვამს ხაზს იმას, რომ გუნდის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა.

და შეხედეთ ზოგ პრეტენდენტს - მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ, გარკვეულ შემთხვევებში არ ესწრებიან დაჯილდოებებს, თუ ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტები თავად არ არიან. ვფიქრობ, ეს Fair Play-ის პრინციპებში არ ჯდება.და ბოლოს, რატომ უნდა მოიგოს Ballon d'Or ფეხბურთელმა, რომელმაც ვერც ერთი მნიშვნელოვანი გუნდური ტიტული ვერ მოიგო ან მსოფლიო ჩემპიონატი მესამე/მეოთხე პოზიციაზე დაასრულა?

ვფიქრობ, კვარას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს და ამ ჯილდოს კარიერის მანძილზე აუცილებლად მოიგებს, მაგრამ სამართლიანი იქნება, რომ ეს ამ წელსვე მოხდეს.

მიხარია, რომ 18 ოქტომბერს, Sports Orient-ის ორგანიზებით, თბილისში Ballon d'Or-ის დისკუსიის ფარგლებში ფორუმი და კვირეული გაიმართება. თბილისს ეწვევიან საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ასევე - ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი. ვფიქრობ, ამ საკითხზე დისკუსია მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივარმა სწორი პოზიციიდან, პროფესიონალების მეშვეობით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია", - წერს არველაძე.

პეტუხი კრიშტიანუ
აჩი რას ამბობს?
qedo
დროა გგეგეჭკორის "სალხინოსკენ"!
"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება