სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის მამა - კახა ზივ­ზი­ვა­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის ერთ-ერთ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ საბა სა­პა­ნა­ძეს­თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

გვე­ლე­სი­ან­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში სპორ­ტი­სა და პო­ლი­ტი­კის თან­ხვედ­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, სპორ­ტი და პო­ლი­ტი­კა ერ­თმა­ნე­თის გა­ნუყ­რე­ლი "მე­გობ­რე­ბი" არი­ან და ამის გა­მი­ჯვნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამას­თან, გვე­ლე­სი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “2024 წლის აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი წნე­ხი ჰქონ­დათ, რომ მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. უმე­ტე­სო­ბამ და­წე­რა, რომ ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­პა­ში და ეს არის აქ­სი­ო­მა“.

სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა კახა ზივ­ზი­ვა­ძე:

“არ ვა­პი­რებ­დი პა­სუხს მაგ­რამ მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ ბიჭ­მა გა­მა­გე­ბი­ნოს რო­მელ­მა ძა­ლებ­მა იმოქ­მე­დეს და დაწ­ნე­ხეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი (პირ­ვე­ლი მე ვიქ­ნე­ბი ვინც პა­სუხს მოს­თხოვს ჩემ შვილს, თუ ვინ­მეს გავ­ლე­ნით რა­ი­მე თქვა), რომ თა­ვი­სი აზრი გა­მო­ე­ხა­ტათ... მო­ღა­ლა­ტე­ებს რომ უწო­დებს თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ნეტა სინ­დი­სი არ აწუ­ხებს?

რა გა­მო­დის 26 ფეხ­ბურ­თე­ლი­დან 4- მა “გა­უძ­ლო“ ძა­ლე­ბის დაწ­ნეხ­ვას?

რად უნდა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვას და რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს ვინ­მე ძა­ლე­ბის ზე­წო­ლა? ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არა ვართ?“ - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

“2024 წლის აპ­რილ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს სხვა­დას­ხვა ძა­ლე­ბის­გან გარ­კვე­უ­ლი წნე­ხი ჰქონ­დათ, რომ მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. უმე­ტე­სო­ბამ და­წე­რა, რომ ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­პა­ში და აი, ეს არის აქ­სი­ო­მა. მე დავ­სვი აქ შე­კი­თხვა, რომ არ ვარ ბა­ტო­ნე­ბო ამის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ ვი­ცით, ეს რას მო­უ­ტანს ჩვენს ეკო­ნო­მი­კას? გა­აზ­რე­ბუ­ლი გვაქვს, ეს რას მო­უ­ტანს ჩვენს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას? კი­თხვა და­ის­ვა - რა­ი­მე კავ­შირ­ში შეს­ვლა რა­ტომ არის ჩვე­ნი პა­ნა­ცეა... დღე­საც სა­ჯა­როა ჩემი პოს­ტი. ჯერ კი­დევ მა­შინ ვსა­უბ­რობ­დი, თუ რა მო­აქვს ფო­ბი­ებს, ქსე­ნო­ფო­ბი­ებს, რუ­სო­ფო­ბი­ებს და ზო­გა­დად სხვა­დას­ხვა ფო­ბი­ებს - არა­ფე­რი კარ­გი, რაც ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რია ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში" - თქვა გვე­ლე­სი­ან­მა Geo Team-თან ინტერვიუში.

ჯარისკაცს
ირანია კარგიო როდის თქვა მაგ კაცმა,წაკითხულის გააზრება თუ არ შეგიძლია ეგ გველესიანის ბრალი არაა
მამუკა
არა მგონია ბუდუს მამას წაკითხულიდან აზრი გამოეტანოს. ნეტავ რატომ? თუ კარგად წაიკითხეთ, მაგ კაცს გუნდი და თანაგუნდელები საერთოდ არ უხსენებია!!!!!!!!!!!!!!!!! თქვა როდის გაქრებიან მოღალატეები პოლიტიკური ველიდანო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და ამაში რა არის ტყული?
guja
ირანის მოლამ შეულოცა. დააყენე ერთი ადგილი. გაუტოლეს ყიფიანს ეს ბოსტნის წიწმატი.
ჯარისკაცი
აბა,რა! ევროპა საზიზღრობაა, ირანია კარგი! ეჰ, გველეს, გველეს... არადა, როგორ გგულშემატკივრობდი, ნაკრებში რომ არ გიძახებდნენ.
უფროსი
სამარცხვინო ტიპია გველესიანი.
მახო
გახსნა დებატები ნაკრების თამაშების წინ?!ვისი მამაც არ უნდა იყოს ეს არასწორი საქციელია.ან მოეთმინა ან გაეტარებინა.
ედიკა
გველემ ცუდი დრო შეარჩია პოლიტიკაზე ლაპარაკისთვის. ეს აკლდა ნაკრებს.
ვალერი
ის რაც იკქდრა ზივზივაძემ და ქოჩორაშვილმა,ასევე ნაკრების ვითომ ექიმმა,ამაზრზენი იყო!დიახ,ყველამ გაუძლო ამ სამის გარდა და ზივზივაძის სოფლის მამის გარდა,ალბათ ქოჩორას მამაც გამოხტება,(ველით,ყოველ შემთხვევაში),რომელი აზრის გამოხატვა,შენ რომ ევროპა გინდა?სამარცხვინო ხარ,ზივზივაძის მშობელო! გველესიანის დარი განათლებული ფეხბურთელი,ერთი დათო ყიფიანი ვიცოდი! დააჭირე ერთი ადგილი და მიხედოს შენმა ბომბარდირმა შვილმა იმ სოფლის გუნდში თამაშს და შეეშვი,უფრო გაქექავ და სუნი აგივა,რეგვენო!
Gogi
ეს გველესიანი ქოცი რო იყო ვიცოდი, მარა ასეთი? პლიუს ახლა თამაშების წინ ნაკრებს არევა უნდა კიდე? არაა ეს კარგი საქციელი რბილად რომ ვთქვათ
Juve
ნაკრებში აღარ იძახებდნენ და დაიბოღმა ტიპი, თითქოს მარალფარდოვანი სიტყვებით საუბრობს მაგრამ რეალურად საერთოდ ვერ ფიქრობს მგონი, ან პოლიტიკაში უნდა მოსვლა და ყურადღების მიქცევას ცდილობს.
სვანი
ჩემი შვილს ყოველთვის მოვთხოვ პასუხს იმაზე რაც არასწორია, გინდ სრლულწლოვანი იყოს და გინ ბაღის ბავშვი
სვანი
რაო გველეს საპარლამენტო სიაში იმზადებ ადგილს? :))
რა მოღალატე?
რა შუაშია მოღალატე. სიტყვა მოღალატე საერთოდ არ უხსენებია გველესიანს. წნეხს ვერ გაუძლეს გარკვეული ძალებისგან (იგულისხმება ალბათ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობოები) ეგ რატომ ნიშნავს მოღალატეობას? მოღალატეები გველესიანმა უწოდა ოპოზიციისა და არასამთავრობოების იმ ნაწილს, ვინც ხშირად ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს პირადი ინტერესის გამო. წაკითხულის და ნათქვამის გააზრება უჭირს ქვეყანაში ხალხის დიდ ნაწილს. ორი სხვადასხვა აზრი ერთმანეთს მიაბა და გამოიყვანა ერთი, თითქოს ფეხბურთელებს უწოდა მოღალატე
გიორგი
კი მაგრამ ბუდუ არასრულწლოვანია თუ ბაღის მოსწავლე თავად ვერ გასცემს პასუხს? ან სხვებს არ ყავთ მამები?
YNWA
გველეს კაი ტოო
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბუდუ მზადაა და ყოველ თამაშზე ელოდება, რომ გამოიყენებს სანიოლი" - ინტერვიუ კახა ზივზივაძესთან
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?
"ვინ ამბობდა რა შეუძლიაო?!" - ზივზივაძის მამა თავისი შვილის ჰეთ-თრიქს ეხმაურება [PHOTO]