საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო, "ერთა ლიგის" ახალი სეზონის დაწყებას კი, საიდანაც ევროპირველობაზე გასვლა ერთხელაც უნდა ვცადოთ, ყველანი მოუთმენლად ველით. დღეს უკვე პარასკევს, 25 სექტემბერს, ჩრდ.ირლანდიასთან სავარაუდო შემადგენლობაზე ვისაუბრებეთ.

ჩვენ არ ვიცით, რა ხდება გუნდის შიგნით და ბოლომდე არც ის, რას ფიქრობს სანიოლი; საკუთარი აზრი არაერთხელ დავაფიქსირეთ, მაგრამ თავზე მოხვევასაც არ ვაპირებთ, შემადგენლობას მოლოდინის მიხედვით შემოგთავაზებთ და თქვენი პოზიციის დაფიქსირებასაც დაველოდებით.

რას ეფუძნება ჩვენი სასტარტო შემადგენლობის ვარაუდები?

1. ვილი სანიოლის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს(ამხანაგური მატჩები); 2. ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებს; 3. მეტოქის ფაქტორს, რომელსაც ინიციატივის აღება და ბურთის ფლობა სტუმრად განსაკუთრებით არ უყვარს, ისე კი ინგლისში მოთამაშე, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული; საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას ხშირად ცდილობენ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულში" სათადარიგოა. "მამარდა" ინგლისის თასზე შესანიშნავი იყო, გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა და ისიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, გამოსვლებზე თამაშისას მეტი აქტიურობა მართებს. ამ კუთხით ჩრდ. ირლანდია სახიფათო მოწინააღმდეგეა. რა თქმა უნდა, დაცვასთან შეთანხმებული თამაში უმნიშვნელოვანესი იქნება.

ცენტრალური მცველები

2026 წელს ჩატარებული ამხანაგური მატჩები და საკმაოდ დიდი არეულობის შემდეგ სტაბილურობის განცდა ისაა, რაც ფრანგი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე ალბათ, საკმაო გავლენას მოახდენს. აქედან გამომდინარე, სათამაშო დროისა და პრაქტიკის მიუხედავად, დაცვის უკვე ნაცად სამეულს არ გამოვრიცხავთ.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილი უალტერნატივოა. რეალურად, "კიოლნის" ფეხბურთელი ჩვენი უკანა ხაზის ფეხბურთელებს შორის ყველაზე კარგ ფორმაში და მაღალი დონის გუნდშია. სამწუხაროდ, არც მისი კლუბია გრანდი და დიდი დატვირთვის ფონზე, არც ჩვენებურია უშეცდომო.

ცენტრალურ მცველებს შორის შუაში, სადაც გურამ კაშია წლების განმავლობაში თამაშობდა, სანიოლს ილია ბერიაშვილი მოსწონს. როგორც ჩანს, დაცვის ხელმძღვანელობის, ბურთის ამოტანისა და პრესინგზე თამაშის უნარი ყველაზე მეტად მასში აკმაყოფილებს. ილიას უნგრეთში სტაბილურობა არ აკლია.

მარჯვენა ცენტრალურ მცველზე ჩვენ დეტალურად ვისუაბრეთ, რა პლუსები და მინუსები თუ ალტერნატივებია და ახლა აღარ შევჩერდებით. ამ გადასახედიდან ასე გვგონია, ვილი მაინც იმას ენდობა, რასაც შეეჩვია(ივნისის ამხანაგურებში უფრო გამოიკვეთა), ასე საიმედოობის განცდა უფრო აქვს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, კლუბში საერთოდ ვერ თამაშობს, საბა გოგლიჩიძეს დაეყრდნობა. 5 შეცვლის პირობებში, როცა წინ 4 მატჩია, შანსს ნეტ-ნაკლებად ყველა მიიღებს და თუკი მწვრთნელი ამაზე არ ფიქრობს, ფეხბურთელი განაცხადში არც ეყოლებოდა.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგზე უალტერნატივოა. ასე იყო აქამდეც და ახლაც ასეა. იმედია, მისგან საუკეთესო თამაშს ვიხილავთ, ოთარ ნამდვილად შეუძლია, დაცვაში საიმედო და შეტევაში სასარგებლო იყოს; შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის იმედი გვაქვს.

მარცხენა ფრთაზე შემოთნახსენები პრინციპით გიორგი წიტაიშვილს ველით. ის, რომ ის სხვა ფლანგზე და პოზიციაზე თამაშობს, აქემდეც გვითქვამს. როტაციაზე აქაც შევჩერდებით და საბა ხარებაშვილს თბილისურ მატჩებში უფრო ველით.

ნახევარდაცვა

როცა ჩვენი ნახევარდაცვის სამეული ფორმაშია, მათ წინ ვერაფერი დაუდგებათ, მაგრამ ახლა იდეალურ კონდიციებში არც ოთარ კიტეიშვილია და არც გიორგი ჩაკვეტაძე. ამ ფონეზე, ნიდერლანდებში ირაკლი ეგოიანს სერიოზული პროგრესი აქვს.

ჩვენი ვარაუდით, მინიმუმ, ჩრდ ირლანდიასთან სანიოლი 3-4-3 სქემას დაეყრდნობა (ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს შეტევაში ვიტყვით) და გამოდის, ჩრდ. მაკედონიასთან ორი შუახაზელით გამოვალთ. გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში უალტერნატოვოა. გამომდინარე ფორმიდან და იქედან, რომ ეგოიანმა "ჯვაროსნების" რიგებში ამხანაგურებში ბრწყინვალედ ითამაშა და დებიუტი ახლა არ ექნება, უპირატესობას მასზე შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ჩვენ ვერ ვაკვირდებით ვარჯიშის პროცესს, არ ვიცით რას ამბობენ ექიმები თუ ფეხბურთელები და როგორ გადაწყტება კიტეიშვილი/ჩაკვეტაძის ძალების გადანაწილების საკითხი, წინ ხომ 4 მატჩია.

შეტევა

საქართველოს ნაკრები თითქოს დაუბრუნდა ორფორვარდიან ტაქტიკას, მაგრამ გიორგი კვერნაძე იტალიაში უბრალოდ, შეუდარებელია, რაც ცვლილებებს გვკარნახობს.

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე პოზიციებს გაცვლიან. შესაძლოა, ეს იდეალური არაა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც და ჯერ კიდევ ახალბედა შემტევიც მარცხნივ შეუდარებლები არიან, მაგრამ მარჯვენა გარემარბის გამოყენება რამენაირად უნდა ვცადოთ(ბოლო შესარჩევში ამას ზურიკო დავითაშვილი აკეთებდა); გიორგი მიქაუტაძემ ერთი თვის შემდეგ გაიტანა და ეროვნულ გუნდში, სადაც ის შესანიშნავია, კარგ ხასიათზე მოდის!

მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, ეგოიანი, წიტაიშვილი - კვერნაძე, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ მატჩს ჩაატარებს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მარჯვნივ
კვარაცხელია გამორიცხულია ათასჯერ გავლილი თემაა.მაგის გულისთვის სანიოლს მაგრად მიასხეს ერთი პერიოდი.და იგივეს აღარ გაიმეორებს.ისიც ეპიზოდებში ხდებოდა და მაინც.
დისლაიქერებო
სხვა დაიკიდეთ მაგრამ წერია თქვენი აზრი დააკომენტარეთო და მოგვახსენეთ რა არ მოგწონთ. მე გოგლიჩიძე არ მომწონს და ვატყობ არც ავტორს
უკრაინელთა მძიმე დანაკლისი - საქართველოსთან მათი ამომავალი ვარსკვლავიც ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"ბარსელონამ" მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალზე უარი ლუიშ ფიგუს გამო თქვა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა
"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
უკრაინელთა მძიმე დანაკლისი - საქართველოსთან მათი ამომავალი ვარსკვლავიც ვერ ითამაშებს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ეგოიანმა ერედივიზიონში მეხუთე გოლი გაიტანა