დუდუ დადიანის რიგით 25-ე გათამაშების ჩემპიონი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდია. კსუ-კავკასიამ ფინალურ მატჩში ტურნირის წინა ორი გათამაშების გამარჯვებული “თელავი” დაამარცხა და არსებობის ისტორიაში აღნიშნულ ტიტულს მეორედ დაეუფლა. პირველად კავკასიელებმა დადიანის მემორიალური ტურნირი 2022 წელს მოიგეს, როცა ფინალში თსუ 66:54 დაამარცხეს.

ამჯერად ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა თელავს 102:82 მოუგო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა თელაველებმა კსუ-ს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. იყო მომენტები, როცა თელავი ჩამორჩენას ამცირებდა, თუმცა დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე კავკასიელები ხელჩასაჭიდ უპირატესობას მალევე იბრუნებდნენ და ფაქტობრივად თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

შეხვედრა კსუ-ს უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი კავკასიელებმა 27:21 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდში ლიდერობა კიდევ უფრო განამტკიცეს (23:17) და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ბექა წივწივაძის გუნდმა შეტევაში შედეგიანობას უმატა, სეგმენტი 29:23 მოიგო და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა, ხოლო დასკვნით მეოთხედში (23:21) თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

გამარჯვებულ გუნდს 19-19 ქულით ჯასტინ ფორესტი (19 ქულა) და სანდრო სანაძე (19 ქულა, 8 პასი) ლიდერობდნენ, 18 ქულა დააგროვა გიორგი ტურძილაძემ, შამარ რაითმა შეხვედრა 13 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა, ხოლო გეგი ბაქრაძემ და ლუკა მაზიაშვილმა გუნდს 10-10 ქულა შესძინეს. “თელავის” შემადგენლობაში საუკეთესოები იყვნენ კაილერ ვანდერჯაგტი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, და გიორგი კობახიძე 22 ქულით.

ტურნირზე დაწესებული იყო საუკეთესო მოთამაშის პრიზი, რომელიც კსუ-ს უკანახაზელ სანდრო სანაძეს გადაეცა. ტურნირის MVP-ი პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.

ჩემპიონთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა — სანდრომ და ნიტამ გადასცეს.

აღნიშნულ გათამაშებაში, ტურნირის ისტორიაში პირველად, მე-3 ადგილის მფლობელიც გამოვლინდა, რომელიც ტურნირის მასპინძელი რუსთავი გახდა. ქვემოქართლელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში “ახალციხე” 97:70 გაანადგურეს.

GBF

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
ეს უკან დახევაა? - რა თქვა მბაპემ "ოქროს ბურთზე" დემბელეზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა