ევროლიგის სადებიუტო ეტაპზე მადრიდის „რეალის“ ძლევის შემდეგ, თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ მეორე ესპანური გრანდი, „ბარსელონაც“ დაამარცხა და ტურნირის ექტრასტარტით ცხრილის პირველ ადგილს იკავებს.

საკუთარ მოედანზე მოპოვებულ 94:87 გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი მეორე პერიოდმა ითამაშა, სადაც მასპინძლებმა მეტოქე 29:12 გაანადგურეს.

ეროვნული გუნდის ლიდერი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და პარკეტზე გატარებულ 10:34 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაწერა აქტივში. თავის ყოფილ კლუბთან პოზიციურ ბრძოლაში შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, ორჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერვე დაჯარიმდა და ერთხელ აიძულა მეტოქე წესების დარღვევაზე.

დუბაელთაგან პროდუქტიულობით მფიონდუ კაბენგელე გამოირჩა (21 ქულა), ხოლო დუეინ ბეიკონისა და მაკკინლი რაიტის ანგარიშზე 14-14 ქულაა. კატალონიელთა შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი 25 ქულით კევინ პანტერი გახლდათ.

მორიგ ტურში, 2 ოქტომბერს, „დუბაი“ სტამბოლს ეწვევა და ადგილობრივ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.

GBF.GE

ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ჩემთვის უმთავრესი სწორედ ესაა" - რა თქვა "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ დეზირე დუემ
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"კვარა" - ვარდისფერი გამუქდა, მაგრამ მენტალურ მონსტრს შეუძლია!..
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს