საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონი ნამდვილი ტრილერით გაიხსნა. ბათუმის სპორტის სასახლეში ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონები და პრინციპული მეტოქეები შეხვდნენ — მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ და 2025 წლის საჩემპიონო ტიტულის მფლობელი „ქუთაისი“. გასულ სეზონში სწორედ ბათუმელებმა გამოთიშეს ქუთაისელები ნახევარფინალიდან, რის შემდეგაც ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მიმდინარე სეზონის სტარტზე „ბათუმმა“ სუპერთასის ფინალი თსუ-სთან დათმო, ხოლო სუპერლიგის პირველივე ტურში უმძიმესი გამოცდა ელოდა. საბოლოოდ, დააბულ და დრამატულ ბრძოლაში ბათუმელებმა 80:77 იმარჯვეს.

შეხვედრა მასპინძელთა შთამბეჭდავი უპირატესობით დაიწყო. ბათუმელებმა პირველი მეოთხედი 26:14 მოიგეს, თუმცა ქუთაისელებმა მეორე პერიოდში (26:13) თამაშის გარდატეხა შეძლეს და შესვენებაზე ლიდერის სტატუსითაც გავიდნენ. მატჩის ბოლო 4 წუთი ქულა-ქულაზე ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის დასრულებამდე 1:59 წუთით ადრე ლუკა ალავიძის ორქულიანით „ქუთაისი“ 71:68 დაწინაურდა. ამის შემდეგ ინიციატივა ბათუმელებმა აიღეს: კარსონ ბაშამის ეფექტურ წამატებას გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანი შეტევები მოჰყვა, ხოლო საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე ბაშამის მორიგმა ჩაგდებულმა ბურთმა „ბათუმი“ წინ გაიყვანა (74:73).

მატჩის ბოლო 20 წამი ტაქტიკური ჯარიმების მარათონად იქცა. ქუთაისელები დროს აჩერებდნენ და მეტოქეს საჯარიმოს ხაზზე გზავნიდნენ, თუმცა ბათუმელთა უკანახაზელებმა — უორენ მოუგანდამ და განსაკუთრებით გიორგი ოჩხიკიძემ (რომელმაც თამაშში 7-იდან 7 საჯარიმო ჩააგდო) — ნერვების წნეხს სრულად გაუძლეს. საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე, 80:77 ანგარიშზე, „ქუთაისის“ ფორვარდმა ლევან გოგიჩაიშვილმა პერიმეტრიდან სამქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი მიზანს ასცდა და მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დაიწყო.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (23 ქულა, 8 პასი), კარსონ ბაშამი (18 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება) და დავით ლომიძე (16 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ, ხოლო „ქუთაისიდან“ ლუკა ალავიძე (15 ქულა), ანზორ ნადირაძე (14 ქულა, 9 მოხსნა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა, 8 მოხსნა) გამოირჩნენ.

სუპერლიგის სადებიუტო ტური უქმეებზე დარჩენილი 4 შეხვედრით გაგრძელდება, სადაც „ახალციხის“ დასვენების ფონზე, 3 ოქტომბერს დიღმის არენაზე „თსუ“ „რუსთავს“ (16:30) უმასპინძლებს, ხოლო გორში „ივერიონი“ „მარგვეთს“ (19:00) შეხვდება; 4 ოქტომბერს კი დიღმის არენაზე „კსუ კავკასია“ „ბლექ ფორტრესს“ (14:00) დაუპირისპირდება, ტური კი თელავში, ადგილობრივი „თელავისა“ და „ორბის“ (16:00) მატჩით დასრულდება.

GBF

თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს