ესპანურმა ElGOLdigital-მა დღეს „ლივერპულის“ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერილი გამოაქვეყნა და ცნობა გაავრცელა, რომ ქართველი „რეალის“ რადარზეა.

აღნიშნულია, რომ მამარდაშვილი მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის „რეალის“ შესაძენ ფეხბურთელთა სიაშია, მას მწვრთნელი ანდონი ირაოლა სახალხოდ მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ იშვიათად ათამაშებს, ალისონის შემცვლელია და თუ ბრაზილიელს 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტი გაუგრძელეს, გიორგის ყველა საფუძველი ექნება განიხილოს მისი სამსახურით დაინტერესებული „რეალის“ და სხვა კლუბების შეთავაზებები, ხოლო თუ ბეკერი წავა, „წითლების“ ძირითადი მეკარე გახდება, რისთვისაც 2024 წელს „ვალენსიასგან“ 35 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძინეს.

„მამარდაშვილი „ლივერპულთან“ ხელშეკრულებით 2031 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ გასხვისებას არ უპირებენ. ის სეზონში დაახლოებით 4.4 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა, თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია არ შეიცვლება, იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით მეტ სათამაშო დროს მიიღებს, რომელიც ახლა არ აქვს და არ დაელოდება მერსისაიდულ გუნდში მეკარის პოზიციაზე ადგილის გამოთავისუფლებას, რაც ჯერ არ მოხდა“, - წერს გამოცემა.

ამჟამად „ბლანკოსის“ ძირითადი გოლკიპერი 34 წლის ტიბო კურტუაა. ბელგიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში უმთავრდება. მისი ფასი 15 მილიონი ევროა. სათადარიგო 27 წლის ანდრეი ლუნინია - უკრაინელი, რომლის ღირებულება 12 მილიონი ევროა, ხელშეკრულებით მადრიდულ კლუბთან 2030 წლის 30 ივნისამდეა დაკავშირებული.

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"