ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატში (BNXT League) ალექსანდრე მერკვილაძის „დონარ გრონინგენმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია. კანარიელების შინაური არენა ბელგიურ „სპირუ შარლერუას“ მასპინძლობდა და შეხვედრა მასპინძელთა მსხვილი ანგარიშით, 63:90 დასრულდა.

მატჩის ძირითადი ინტრიგა ჯერ კიდევ პირველ ნახევარში მოკვდა - ქართველი ფორვარდის გუნდმა სათაურითვე კატასტროფული სხვაობა, 25-ქულიანი ჩამორჩენა აიკიდა, რის შემდეგაც თამაშის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ალექსი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო პაექრობაში და პარკეტზე გატარებულ 30:11 წუთში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ აქტივს 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიათვალა.თუმცა, შორსტყორცნებში რეალიზაცია ოდნავ მძიმე ჰქონდა: მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან 7-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდა, ხოლო ხაზიდან 7 საჯარიმოდან 3 ზუსტად სტყორცნა. პასივში მას 1 დაკარგვა და 1 პერსონალური შენიშვნა ჰქონდა, მეტოქეები კი მის წინააღმდეგ წესებს 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ამ მარცხის შემდეგ „გრონინგენის“ აქტივში 2 მოგება და 1 წაგება ფიქსირდება. მომდევნო გამოცდას ალექს მერკვილაძის კოლექტივი საგარეოპოზიციურ ბატალიაში გამართავს - 25 ოქტომბერს გუნდი ბელგიურ „აალსტს“ ესტუმრება.

GBF.GE

ეტყობა მისი დღე არ იყო.პერიმეტრს კიდევ გაიგებს კაცი,მაგრამ საჯარიმოებიდან ასე სროლა, არავის ამშვენებს.
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა