ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგის (ENBL) სადებიუტო ტურში ალექს მერკვილაძის „დონარ გრონინგენი“ პოლონეთს ეწვია და ქალაქ ვლოცლავეკის „ანვილთან“ ფარი-ფარ ასპარეზობაში 81:97 დათმო შეხვედრა. მიუხედავად გუნდური მარცხისა, ქართველი ფორვარდი მოედანზე უდავოდ გამორჩეული ფიგურა გახლდათ და მარცხ განცდილთა შორის საუკეთესოს ტიტულიც არავის დაუთმო.

მერკვილაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე დათმობილ 38:22 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი (რაც მის გუნდში უმაღლესი მაჩვენებელი აღმოჩნდა). ალექსმა შორი დისტანციიდან განსაკუთრებული სიზუსტე გამოავლინა და 11-იდან 6 პერიმეტრული სროლა მოათავსა კალათში. მის აქტივში ასევე 7 მოხსნა (რითაც ასევე პირველი იყო თანაგუნდელებს შორის), 3 ასისტი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

„დონარ გრონინგენი“ ENBL-ის B ეგიდით იბრძვის, სადაც მორიგ ტურში ძალებს ესტონურ „ტალ ტეკთან“ მოსინჯავს. აღსანიშნავია, რომ A ჯგუფში ასპარეზობს ქართული „კავკასია“ (CIU), რომელიც სადებიუტო მატჩს 29 სექტემბერს, ხორვატიაში, ზაგრების „დუბრავას“ წინააღმდეგ გამართავს.

ნიდერლანდურმა კლუბმა მიმდინარე სეზონს ათვლა ადგილობრივ სუპერთასზე „ზვოლესთან“ წაფორხილებით აუღო. „ტალ ტეკთან“ დაპირისპირების შემდეგ, 2 ოქტომბერს, „გრონინგენი“ ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებულ ჩემპიონატშიც (BNXT League) ჩაერთვება, სადაც მათი პირველი მეტოქე ბელგიური „კორტრეიკი“ იქნება.

GBF.GE

მიქაელი
წარმატებები ალექსანდრე 👏👏👏
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა