საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტური „თბილისი არენაზე“ გამართული უაღრესად დაძაბული და სანახაობრივი მატჩით გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დუაიტ ჰოვარდით გაძლიერებული „ბლექ ფორტრესის“ გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი განსაკუთრებული ატმოსფეროთი და აქტივობებით გამოირჩა, რადგან ეს იყო ლეგენდარული ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის მეორე და ბოლო მატჩი „ბლექ ფორტრესის“ რიგებში. კომპანია „სპექტრის“ ინიციატივით ჩამოყვანილი სუპერვარსკვლავის ვიზიტი უფრო მეტად მარკეტინგული და პოპულარიზაციაზე გათვლილი ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც ტრიბუნებზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

„თბილისი არენას“ პირველი იარუსი თითქმის მთლიანად შეივსო, რაშიც უდიდესი წვლილი თსუ-ს თვითმმართველობას მიუძღვის – სტუდენტები საოცარი აქტიურობითა და ენერგიით ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. პარკეტზე კი ნამდვილი სპორტული დრამა დაძაბული ბრძოლის ფონზე განვითარდა, სადაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა დიდი ჯაფის ფასად მოიპოვეს გამარჯვება. „ბლექ ფორტრესმა“ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მთელი შეხვედრის მანძილზე კუდში მიჰყვებოდა თსუ-ს, მეტიც, მესამე პერიოდის ბოლოს მეციხოვნეები მინიმალური სხვაობით წინაც გავიდნენ.

მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტებში უნივერსიტეტელებმა ხასიათი და მტკიცე ნება გამოავლინეს, რამაც საბოლოო წარმატებამდე მიიყვანა გუნდი. საბოლოო ანგარიშით 89:82 (სტატისტიკა) თსუ-მ ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩის სტატისტიკურმა ანალიზმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რის ხარჯზე მოიპოვეს გამარჯვება უნივერსიტეტელებმა.

წარმატების მთავარი საწინდარი პერიმეტრიდან ზუსტი თამაში აღმოჩნდა — თსუ-ს კალათბურთელებმა შეხვედრაში 12 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ როდესაც მეტოქის ანგარიშზე მხოლოდ 4 ზუსტი შორეული გასროლა იყო. სამაგიეროდ, სრული უპირატესობა დაფიქსირდა სამწამიან ზონაში, სადაც „ბლექ ფორტრესმა“ მეტოქეს 14 ქულით აჯობა. დუაიტ ჰოვარდის გარდა, გუნდს ფარქვეშ ძლიერი წინა ხაზი აქვს ლუკა კალატოზიშვილისა და ჯერმეინ ჰამლინის სახით, რომლებმაც ფარი სრულად ჩაკეტეს, თუმცა შორეულ სროლებში უნივერსიტეტელთა დომინაციამ საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლიდერობით დალას ჰაუელი და რაჰიმ სალივანი გამოირჩნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, „ბლექ ფორტრესის“ რიგებში სერგი ნინუამ (22 ქულა, 6 პასი), ლუკა კალატოზიშვილმა (12 ქულა, 17 მოხსნა) და დონდრე რედიკმა (7 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი) გამოიჩინეს თავი, ხოლო თსუ-ს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები დალას ჰაუელი (23 ქულა, 10 მოხსნა), რაჰიმ სალივანი (23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) და ამირან აროშიძე (17 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ.

სუპერლიგის მესამე ტური 18 ოქტომბერს, თელავის სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც 16:00 საათზე თელავი „მარგვეთს“ უმასპინძლებს, ხოლო თელავში ადგილობრივი გუნდი ზესტაფონის მარგვეთს მიიღებს.

GBF

თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები