საქართველოს 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა განვლილ თამაშებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში გამართული ევრო 2012-ის შესარჩევი ტურნირი წარმატებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ახლა ელიტრაუნდის წილისყრას ელის.

გუშინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და განვლილ თამაშებზე, წარმატების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და პირველი ადგილი ეკუთნოდა. სამივე თამაშში დიდი უპირატესობა გვქონდა და შემდეგ ეტაპზეც გავედით. რის ხარჯზე, ეს სხვა თემაა.

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, წარმატებული მწვრთნელი ასაკობრივ ნაკრებს მომდევნო ასაკობრივ ეტაპზეც რომ გადაჰყვეს?

- ზოგადად, მიღებული არ არის, მწვრთნელი გუნდს 16 წლიდან მიჰყვებოდეს. თუმცა, გუნდს თუ შედეგი აქვს, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და გამარჯვებულის მენტალიტეტს გააჩნია, ეს გამართლებულია და საერთო საქმეს წაადგება.

ვფიქრობ, ამ ნაკრებთან ჩემი მუშაობით არაფერი დაშავებულა, რადგან ამ ბიჭებს, მათ თვისებებს და ხასიათებს ჩემზე კარგად არავინ იცნობს.

- თურქეთში ყველაზე რთული თამაში რომელი იყო?

- პოლონეთთან შეხვედრა, რადგან მხოლოდ ის ვიცოდით, რომ, სავარაუდოდ, 4-4-1-1 ტაქტიკით თამაშობდნენ, დანარჩენზე წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ უტევდნენ და თავს როგორ იცავდნენ. პირველი მატჩის შემდეგ მეც და ფეხბურთელებმაც უფრო ვირწმუნეთ ჩვენი შესაძლებლობებისა, მერე კი მეტოქეებზეც შევიქმენით წარმოდგენა, რადგან თურქეთ-ლუქსემბურგის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ.

აქვე ვიტყვი, რომ თურქებთან მატჩის ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, უპირატესობას ვფლობდით და ბევრი მომენტიც შევქმენით.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ წარმატებით ქართულ ფეხბურთში გადატრიალება მოვახდინეთ. მაგრამ მას წინ დიდი შრომა უძღოდა. პროექტის განხორციელება 2008 წელს დავიწყეთ და არ შემიძლია, ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის დამსახურება არ ვახსენო. შევიტანეთ პროექტი, რომელიც მოიწონეს და მისი განხორციელება შემდეგ ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამაც გააგრძელა, პროექტში კი უდიდესი წვლილი "იბერია ბიზნეს ჯგუფს" მიუძღვის, რომელიც ტექნოლოგიების დანერგვასა და ექსპერიმენტის ჩატარებაში დაგვეხმარა.

დიახ, ექსპერიმენტის ჩატარებაში, რომელიც ახალი საფეხბურთო მეთოდიკის დანერგვას ითვალისწინებდა. პირველად ეს პროგრამა 1985 წელს დაბადებულთა წვრთნისას განვახორციელეთ და გაამართლა. მაშინ გავზარდეთ ხოჯავა, გეწაძე, ელიავა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავედით.

იგივე მეთოდიკა დავნერგეთ 1993 წელს დაბადებულებში და კვლავ ელიტრაუნდში გავედით. კერძოდ, ლაპარაკია ოთხწლიან ციკლზე, რომელშიც ყოველ ზამთარ-ზაფხულს რვაკვირიანი მოსამზადებელი პერიოდია. ამ პრაქტიკამ მოგვიტანა გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სიხარული და იმედია, მალე დიდ ფულსაც მოუტანს ქვეყანას. დრო გვიჩვენებს, ეს პროექტი მომავალშიც განხორციელდება თუ არა.

- საქართველოში თაობები წაგებულის ფსიქოლოგიით იზრდებიან, თქვენი გუნდი კი იშვიათი გამონაკლისია.

- ამ ბიჭებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია რომ აქვთ, თურქებთან ფრედ დასრულებულ მატჩშიც გამოჩნდა. მათთან მათსავე მოედანზე ფრე ნებისმიერ გუნდს დააკმაყოფილებდა, რასაც საკუთარ თავზე, სამწვრთნელო გუნდსა და ფეხბურთელებზე ვერ ვიტყვი, ყველანი დაღვრემილები ვიყავით. ასეთი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას დრო უნდა და ესეც ნახსენები პროექტის ნაწილია.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო სოსო ჭედიას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან 10 ნოემბერს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიას ეთამაშებოდა და რამდენიმე ფეხბურთელი მაინც დაგვითმეს, თუმცა შეეძლოთ, ეს ბიჭები შვეიცარიაში წაეყვანათ.

გუნდისა და გამარჯვებულის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებმა უნდა უარყონ "მე" და წინ დააყენონ გუნდი და "ჩვენ". ჩვენ ეს მოვახერხეთ და მინდა, მოთამაშეებს მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ლეგიონერებს, რადგან მათ უფრო უჭირთ საკუთარი თავის უკან დაწევა.

- თურქეთში გუნდმა შესაძლებლობა სრულად გამოავლინა თუ კიდევ აქვს პოტენციალი?

- მიმაჩნია, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია. მალე ელიტრაუნდის კენჭისყრა გაიმართება, მეტოქეების ვინაობა გვეცოდინება და მერე ამხანაგურ თამაშებს დავგეგმავთ. მთავარია, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპს რამდენად ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

- ლუქსემბურგთან გიორგი ჭანტურიამ ორი ყვითელი ბარათის გამო ვერ ითამაშა. ის არასათამაშო სიტუაციებში გააფრთხილეს?

- მადლობის სიტყვები რომ ვთქვი, ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ფეხბურთელებმა ემოციები მოთოკეს, ყვითელი ბარათებიც ბრძოლაში მიიღეს და არა არასპორტული საქციელისთვის, მათ შორის, ჭანტურიამაც. აქვე ვიტყვი, რომ რამდენჯერმე ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად გვიჩვენეს.

- შესარჩევ ციკლამდე, ფაქტობრივად, წელიწადნახევარიანი პაუზა გქონდათ, ამხანაგური მატჩებით განებივრებული არ იყავით, ახლა ეს შესაძლებელი იქნება?

- საქართველოს ნაკრებს პოლონეთთან გამარჯვებისთვის ტოტალიზატორებში ძალიან მაღალი კოეფიციენტი - 5,0 რომ ეწერა, ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იყო და ბიჭების განსაწყობად ეს ფაქტორიც გამოვიყენეთ. თუმცა, შეფასება გამომდინარეობდა იქიდან, რომ ტურნირამდე პოლონელებმა 15 ამხანაგური თამაში ჩაატარეს, ჩვენ კი მხოლოდ 3.

ახლა დაველოდებით კენჭისყრას და იმედია, ბევრად უკეთესად მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
ლუკა ჰუფნაგელი. ამ ნაკრებში არა, ერთი წლით უმცროსებში იყო.
lazi
ლუკა ბაიერნის 17 წლამდელებიდან ზაფხულში ინგოლშტადის 19 წლამდელებში გადავიდა და ამბობდნენ რომ დუბლებშიც უნა ათამაშონო
daviti
დიდი წარმატებაა!ელიტრაუნდშიც გაგვახრედ ბიჭებო!დევდარიანს დიდი მადლობა კარგი მუშაობისთვის.ერთი შეკითხვა მაქვს და ვისაც გაქვთ ინფორმაცია იქნებ დაწეროდ აქ,ამ ნაკრებში გერმანული გვარის,დედიტ ქართველი ბიჭი,ლუკა ფუჰაგელი(სახელი და გვარი მსონი ასიტი ქონდა)თამაშობდა და ახლა სადაა?რამე იცით მის შესახებ?
ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
საკლუბო მუნდიალზე "ბენფიკასა" და "ჩელსის" მატჩი შეწყდა
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები