"ორლანდომ" სტუმრად "ჩიკაგოსთან" გაიმარჯვა, "ფინიქსმა" კი დაძაბულ ბრძოლაში აჯობა "დალასს"
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა. "ორლანდომ" გასვლითი გამარჯვება მოიპოვა "ჩიკაგოსთან" მატჩში, "ფინიქსმა" კი დაძაბულ ბრძოლაში აჯობა "დალასს".

აღმოსავლეთის მესამე გუნდი "ორლანდო" ჩიკაგოში "შარლოტთან" სენსაციური მარცხის შემდეგ გაემგზავრა. როგორც ჩანს, აუთსაიდერთან წაგებამ გამოაფხიზლა სტენ ვან განდის გუნდი. რეაბილიტაციის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ "მეჯიქმა" შეძლო ლიდერის დამარცხება, რომელსაც ზედიზედ რვა მოგება ჰქონდა.

სტუმრებმა შეხვედრა რიხით დაიწყეს და ინიციატივა მოიპოვეს. "ჩიკაგო" მზად არ აღმოჩნდა ამგვარი ზეწოლის წინააღმდეგ და საბოლოოდ, საწყისი 12 წუთი 22:37 წააგო. "ორლანდოს" რიგებში განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ დუაიტ ჰოვარდი, რომელმაც 29 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა.

პირველი შესვენების შემდეგ სიტუაცია მოედანზე კარდინალურად შეიცვალა. მასპინძლებმა სწორი დასკვნები გააკეთეს, უფრო აკურატულად ეპყრობოდნენ ბურთს და შედეგად, მეორე მეოთხედი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს. დიდი შესვენების შემდეგ თამაში დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობა, რომლის დროსაც სტუმრები, ძირითადად, თავს იცავდნენ და კონტრეშეტევებზე მოქმედებდნენ.

განსაკუთრებით გაუჭირდათ სტუმრებს მატჩის დასკვნით ნაწილში, როცა "ჩიკაგომ" პრაქტიკულად მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. "ორლანდოსთვის" საბედნიეროდ, გადამწყვეტი ტყორცნების დროს "ხარებს" სიზუსტე არ ეყოთ, რამაც შეწყვიტა მათი მოგებათა სერია.

მეორე მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები, რომლებსაც მესამე ადგილები უკავიათ წყნარი ოკეანისა და სამხრეთ-დასავლეთ დივიზიონებში, მაგრამ დასავლეთ კონფერენციაში "დალასი" დიდი მანძილით უსწრებს "ფინიქსს". თამაში თანაბარი გამოვიდა და ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ბედი. პირველი მეოთხედი "დალასმა" ერთი ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე მეოთხედში ჩემპიონებმა გაიხსენეს, რომ ტყუილად არ დგანან დასავლეთში "ფინიქსზე" მაღლა. საბოლოოდ, ნოვიცკისა და კარტერის მონდომებით სტუმრები დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მაგრამ არც "ფინიქსს" სურდა ზედიზედ მეორე მატჩის წაგება.

მესამე მეოთხედში სტუმრებმა უკვე 12 ქულამდე გაზარდეს თავიანთი უპირატესობა და სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა "სანზი". მასპინძლებმა ტემპს უმატეს და საბოლოოდ 11:0 გაიქცნენ, რამაც მათ ბოლო მეოთხედის წინ ორქულიანი უპირატესობა მოუტანა. სწორედ ეს გაქცევა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან ბოლო მეოთხედი ფრედ დასრულდა და "ფინიქსმა" გამარჯვება იზეიმა ფავორიტის წინააღმდეგ მატჩში.

დალასელი გულშემატკივრებისთვის ერთადერთი სასიხარულო ფაქტი ის იყო, რომ NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 32-ე ადგილზე გადავიდა ვინს კარტერი. თანაც, "ვინსანიტიმ" თვით ლეგენდარულ ბობ პეტიტს (20 880) გაუსწრო, რომელიც ისტორიაში პირველი კალათბურთელი იყო, ვინც 20000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

ჩიკაგო-ორლანდო 94:99

22:37, 30:20, 19:22, 23:20

ჩ: ბუზერი (26+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), როუზი (17+9 პასი), გიბსონი (14), ნოა (9+10 არლქრპრვ+3 ჩაჭრა+3 დაფარება).

ო: ჰოვარდი (29+19 მოხსნა+3 დაფარება), რიჩარდსონი (18), თურქოგლუ (13+6 მოხსნა+6 პასი), ანდერსონი (11+10 მოხსნა).

ფინიქსი-დალასი 96:94

23:24, 21:29,34:23, 18:18

ფ: დადი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), გორტატი (16+12 მოხსნა), ჰილი (15+5 მოხსნა), ნეში (11+11 პასი).

დ: ნოვიცკი (18+7 მოხსნა), კარტერი (18+5 მოხსნა), ოდომი (15), მერიონი (12+8 მოხსნა), კიდი (12+3 ჩაჭრა).

ამბები

მაკმილანს გაუშვებენ

ამერიკული პრესის ცნობით, “პორტლენდის” მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი, სავარაუდოდ, ზაფხულში დატოვებს კლუბს.

ამ მომენტისთვის “ბლეიზერსი” ბოლო ადგილს იკავებს ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონში – მას 39 მატჩში 20 წაგება აქვს.

ჩენდლერი კიდევ სამს გამოტოვებს

“ნიუ იორკის” ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა გამოტოვა “სან ანტონიოსთან” გასვლითი შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის მისი მონაწილეობა მომდევნო სამი მატჩში “მილუოკის”, “ფილადელფიასა” და “ჩიკაგოს” წინააღმდეგ.

“სჯობს სამი თამაში გამოვტოვო, ვიდრე სამი ან ოთხი კვირა. გონიერად ვიმოქმედებ და დავუჯერებ ექიმებს”, - ამბობს ჩენდლერი.

სმიტმა გაცვლა მოითხოვა

“ატლანტას” ფორვარდმა ჯოშ სმიტმა კლუბის ხელმძღვანელობას მიანიშნა, რომ უახლოეს ხანში “ჰოქსის” რიგების დატოვება სურს.

ამერიკული პრესა ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტს ასახელებს: “ატლანტას” ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, არ მოისურვებს მასთან კონტრაქტის გაგრძელებას, გარდა ამისა, სმიტი არ იღებს დაუსახურებელ კრიტიკას მწვრთნელისა და პრესის მხრითან, აგრეთვე, კლუბი არ ზრუნავს იმაზე, რომ ჯოში “ყველა ვარსკვლავის მატჩზე” მოხვდეს.

ზაკი სამშაბათს ბრუნდება

“მემფის გრიზლისის” ფორვარდი ზაკ რენდოლფი მომავალ სამშაბათს აპირებს მოედანზე დაბრუნებას. ამ დღეს მისი გუნდი საშინაო შეხვედრას ჩაატარებს “ლეიკერსის” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ “მემფისის” ერთ-ერთმა ლიდერმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამის გამო პირველი იანვრიდან არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
[VIDEO] ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად - "ოკლაჰომა" NBA-ის ჩემპიონი გახდა
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა