ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სკანდალური ცნობა: თურქეთმა მიშელ პლატინისგან ევრო 2020-ის გარანტია მიიღო?!

სკანდალური ცნობა: თურქეთმა მიშელ პლატინისგან ევრო 2020-ის გარანტია მიიღო?!

ევრო 2020-ის მასპინძლობის შვიდ კანდიდატს შორის თურქეთიცაა
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების სურვილი განაცხადა. ცხადია, თემის მიმართ ქართული საზოგადოების ინტერესი დიდია.

სწორედ ამიტომ დაგვაინტერესა თურქულ მედიაში გავრცელებულმა სკანდალურმა ცნობამ: შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობის სულ შვიდი კანდიდატია, მათ შორის, თურქეთიც.

ჩვენს მეზობელ ქვეყანაში პოპულარული გაზეთი "ჰურიეთი", ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკის სიტყვებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თურქეთს ევროპის 2020 ჩემპიონატის ჩატარებაზე არაოფიციალური თანხმობა და თანადგომა განუცხადა.

თურქეთმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლა წააგო. თურქეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ტიურკერ არსლანი ამბობს, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხმედ ალი აიდინლარმა სწორედ ამის შემდეგ მიიღო პლატინისგან ევრო 2020-ის ჩატარების არაოფიციალური გარანტია.

ცნობილია, რომ თურქეთი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტიც არის. თურქეთის ოლიმპიური განაცხადის მოსამზადებელი კომიტეტის წევრი იალჩინ აკსოი კი გამორიცხავს, რომ მის ქვეყანას ერთდროულად ორი დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება მისცენ:

"თუკი თურქეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გახდება, ოლიმპიადა ჩვენთვის მიუწვდომელ ოცნებად იქცევა. ორივე ღონისძიება კოლოსალურ ინვესტიციებს საჭიროებს.

თუ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ პლატინისგან მართლაც მიიღო ასეთი დაპირება, მაშინ ოლიმპიადისთვის ბრძოლას აუცილებლად წავაგებთ".

საიდან იცის აკსოიმ, ორივეს ერთად უმასპინძლებენ თუ ვერცერთს?

ცხადია, უეფა, ფიფა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებთან კავშირში არიან და ყველაფერს გარკვეული გათვლებით აკეთებენ, მაგრამ ამ გათვლებში ჯდება კი საქართველო?

სხვათა შორის, ერთი მხრივ უტაქტო, მეორე მხრივ კი სასაცილო განცხადება გააკეთა "Vesti.az"-თან აზებაიჯანული ფეხბურთის ლეგენდამ, თბილისში გაზრდილმა ყაზბეგ ტუაევმა:

"რა ქვეყანაა საქართველო, მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს რომ ვუმასპინძლოთ? ჩვენ ეს მარტო, მათი დახმარების გარეშეც შეგვიძლია. საამისოდ გაგვაჩნია შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე. აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო სუსტი და ღარიბია. ისინი ცდილობენ, მოგვიცუცქდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება".

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ჩვენს პოლიტიკურ წრეებშიც რეზონანსი გამოიწვია. ბევრს სჯერა, ბევრიც სკეპტიკურად ეკიდება ინიციატივას, სად საქართველო და სად ევროპის ჩემპიონატიო. მაგრამ ორი აზრი არ არის, სანამ ასეთი იმედი არსებობს, საფეხბურთო სამყაროს შეუძლია პრაგმატულად იმოქმედოს და მთავრობისგან მრავალი სიკეთე მიიღოს; რომ მალე საქართველოში იყოს ოდნავ მეტი სტადიონი, ბაზა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Tornike

მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - რა თქმა უნდა, იმის შანსები, რომ 2020-ში ჩავატარებთ ჩემპიონატს ძალიან მცირეა (უკვე ჩვენამდე დადგა გრძელი რიგი). თუმცა ეხლავე რომ შემოგვაქვს განაცხადი, კარგია - თუ 2024-ში არა, 2028-ში კარგი შანსი იქნება, უკვე რეალური. მანამდე ხომ ინფრასტრუქტურის საკითხებიც მოგვარდება ბოლოსდაბოლოს. არიან ქვეყნები, ჩვენზე გაცილებით მდიდარი, რომ ათწლეულები ელოდებიან მსგავსი შეჯიბრეების ჩატარებას, თუმცა განაცხადები სულ შეაქვთ.

• buxuti

ვინმე ყაზბეგის კომენტარში (აზერბაიჯანულ ფეხბურთს და მით უმეტეს მის ლეგენდებს სამწუხაროდ ვერ ვცნობ) არის რაღაცა სიმართლის მარცვალი :) აზერბაიჯანთან შესატენად რომ გაგვიხდა საქმე კიდევ სადღა უნდა დავეშვათ? ისე სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ 1 კითხვა მაქვს, როგორ წარმოგიდგენიათ უეფამ ევროპიას ჩემპიონატი იმ ქვეყანაში ჩაატაროს, რომლის ფეხბურთის ისტორია ისეთი მდოდარია, რომ მისი ლეგენდა არც მეტი არც ნაკლები ვინმე ყაზბეგ ტუაევია? გახსნის ცერემონიაში ხომ უნდა მონაწილეობდნენ მასპინძელი ქვეყნის გამორჩეული ფეხბურთელები. ვიიიშ რა მაგარი იქნება.

ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!