"ენფილდზე" პრემიერლიგის 26-ე ტურის გადადებულ შეხვედრას "ლივერპული" და "ევერტონი" განსხვავებულ განწყობაზე შეხვდნენ
"ენფილდზე" პრემიერლიგის 26-ე ტურის გადადებულ შეხვედრას "ლივერპული" და "ევერტონი" განსხვავებულ განწყობაზე შეხვდნენ.

სტუმარი 2-თვიანი წაუგებელი სერიით საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო. აკი დევიდ მოიესი თამაშის წინ აცხადებდა კიდეც, მოგებას და ცხრილში მეტოქის გადასწრებას ვაპირებთო. "ლივერპული" კი - ჩემპიონატში 4-მატჩიანი მოუგებელი და აქედან სამი ზედიზედ მიწყობილი წაგებით. "წითლები" სამაგიეროდ უფრო გაბრაზებულები ჩანდნენ, რაც თამაშის მიმდინარეობისას დაამტკიცეს კიდეც.

გუნდებმა ერთმანეთთან ისტორიაში 217-ედ ითამაშეს. მატჩი ისტორიული გამოდგა - სტივენ ჯერარდმა "ლივერპულის" შემადგენლობაში მე-400 თამაში ჩაატარა, იუბილე ჰეთ თრიკით აღნიშნა და პირველი ფეხბურთელი გახდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ვინც დერბიში სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა. ბოლოს ეს 1982 წელს იან რაშს ჰქონდა გაკეთებული. სამწუხაროა, რომ დაპირისპირების საყურებლად კონტინენტური ევროპის გულშემატკივრებს არ ეცალათ, მათი უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგას უყურებდა.

თამაშის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, როცა ცნობილი გახდა, რომ მარტო დერბის კი არა, გლენ ჯონსონი "ლივერპულს" რამდენიმე კვირით დააკლდებოდა. სტივ ჯერარდი კი ძირითადში აღმოჩნდა. "ლურჯებს" ფილ იაგიელკა, სტივენ პიენაარი და ჯეკ როდუელი დაუბრუნდნენ.

პირველი მომენტი მასპინძლებმა მე-7 წუთზე შექმნეს, როცა ლუის სუარესის პასის შემდეგ სტივი კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა. ტიმ ჰოვარდმა მოიგერია, დამატებაზე კი თავგანწირვით ითამაშა სიმუს კოულმენმა, ვინც ჯონათან ჰენდერსონს არ მისცა დარტყმის საშუალება. 2 წუთში "ევერტონის" პასუხი ვნახეთ.

ლეიტონ ბეინსის პასით პიენაარი ურტყამდა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის შუაწელს სტუმრებმა მოახერხეს ბურთზე კონტროლის დაწესება. თუმცა გარკვეულწილად ეს შეიძლება კენი დალგლიშის ჩანაფიქრსაც დავაბრალოთ. 34-ე წუთზე ანგარიში მოულოდნელად გაიხსნა.

სტივენ კელის დარტყმას ჰოვარდი თითქოს ადვილად გაუმკლავდა, მაგრამ ბოლო წამს ხელიდან გაუვარდა და საბოლოოდ ჯერარდს ფეხებთან მიუგორდა. რაკი მეკარეს პოზიცია დაკარგული ჰქონდა, კაპიტანმა მსუბუქი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია - 1:0. ზუსტად 2 წუთში შეეძლო ანგარიშის გაზრდა კელის, მაგრამ მცველს სიზუსტე არ ეყო.

ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია - "ევერტონმა" მეორე ტაიმში ახალი ვერაფერი მოიფიქრა. ასე რომ, "ლივერპულმა" მეტოქე ისევ ადვილად მიიმწყვდია კუთხეში და 51-ე წუთზე ანგარიში უკვე 2:0 გახდა. ჰენდერსონმა ბურთი ცენტრის ხაზთან მიიღო, შეიწია ცენტრისკენ და სუარესს ფლანგზე დაუბრუნა.

ურუგვაელმა ორ მეტოქეს გვერდი იოლად აუარა და საჯარიმოში შეჭრილ ჯერარდს დაუგორა, ვისაც 5-6 მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

ანგარიშის შეცვლის შანსი შეხვედრის ბოლომდე "ევერტონს" ნაკლებად ეძლეოდა, "ლივერპულს" კი მაინცდამაინც მოტივაცია არ ეტყობოდა.

გოლის გატანას ხანდახან წამებიც ჰყოფნის. სწორედ ეს დაამტკიცა ბოლო წამებზე სუარესი-ჯერარდის დუეტმა. კაპიტანმა ბურთი საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა, მეტოქის საჯარიმომდე ირბინა და თანაგუნდელს გადააწოდა. ლუისმა მცველები ჩამოიშორა და პასი უკან დაუბრუნა. სტივის დარტყმისგან კარს უკვე აღარავინ იცავდა - 3:0.

მატჩის შემდეგ

კენი დალგლიში (ლივერპული): "ეს გამარჯვება საჩუქარი იყო ბიჭების თავდადებისთვის. ვფიქრობ, ყველამ კარგად ითამაშა. სპირინგი შეუდარებელი იყო, კარაგერი და კელიც მყარად იდგნენ. ყოჩაღ მათ. სტივენმა სულაც ჰეთთრიკი შეასრულა. მისთვის ეს ბედნიერება იყო, რადგან სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა. რაც უნდა მოხდეს, არავის აქვს უფლება მის საფეხბურთო ღირსებებში ეჭვი შეიტანოს. მან მთელი კარიერა "ლივერპულს" მიუძღვნა და რა კალიბრის ვარსკვლავიც იყო, ბოლომდე იმად დარჩება".

სტივ ჯერარდი (ლივერპული): "იან რაში ჩემი კერპი იყო ბავშვობაში. ხშირად ყუყურებდი ხოლმე ვიდეოებს მისი მონაწილეობით. ვფიქრობ, მისი უძველესი მიღწევის გამეორება ჩემთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ ჩვენი შედარება მაინც არალოგიკურია. ის სულ სხვა გაქანების ფეხბურთელი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს