ფედერაციამ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის თადარიგი ადრიანად დაიჭირა
14 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგში იქაური თანატოლები სპარინგ-მატჩში 6:0 გაანადგურა, თბილისში კი ამ დროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

იოლი არც ოთხგუნდიანი მინი-ტურნირის ორგანიზებაა და სფფ-მ თადარიგი ადრიანად დაიჭირა. საკმაო ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ელიტრაუნდის მატჩები "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი ყველა საშინაო შეხვედრას ვაკის სტადიონზე გამართავს.

ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები თბილისს 24 მარტს ეწვევიან და სამივე გუნდი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება. უკვე ცნობილია ისიც, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე დაბანაკდება, ინგლისელები "ბენდელას" სტადიონზე ივარჯიშებენ, უკრაინელები - რუსთავის "ფოლადზე", ესპანელთა საწვრთნელი ადგილი კი ჯერ დასაზუსტებელია.

სხვა დეტალების შესახებ რამდენიმე დღეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე შევიტყობთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისურ ელიტრაუნდს სკაუტები დაესწრებიან და ქართველი 17-წლამდელებისთვის თავის გამოსაჩენად აქ გამართული მატჩები საუკეთესო საშუალებაა. არაერთი ქართველი ჭაბუკი ძლიერ ევროპულ კლუბში სწორედ ამ დონის ტურნირებზე წარმატებული თამაშით მოხვდა.

ელიტრაუნდის კალენდარსაც შეგახსენებთ:

26 მარტი

საქართველო-ესპანეთი

ინგლისი-უკრაინა

28 მარტი

საქართველო-ინგლისი

ესპანეთი-უკრაინა

31 მარტი

საქართველო-უკრაინა

ესპანეთი-ინგლისი

შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა