დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საბოლოოდ თსუ "სამედიცინომ" 84:74 დაამარცხა
დინამო-ბათუმი 82:76

17:9, 22:22, 20:21, 23:24

დინამო: ს. ლეჟავა (6ქ, 4პ), მარხვაშვილი (11ქ, 4პ), კეიდია, ალხანაიძე (2ქ), წივწივაძე (4ქ, 5პ, 3ჩ), ზეჩევიჩი (9ქ), ოლუიჩი (27ქ, 11მ, 6დ), კარტერი (23ქ, 18მ).

ბათუმი: ვ. მაისურაძე (5ქ), რამიშვილი (14ქ, 4პ, 4ჩ), მიქელაძე (17ქ, 5მ), ელიაშვილი (9ქ, 3ჩ), კეშელავა (22ქ, 13მ), ნინუა (2ქ), ელიაძე (3ქ), რევაზაშვილი (4ქ, 8მ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ანდღულაძე.

"დინამომ" შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც ფავორიტს შეშვენოდა, თუმცა ბათუმელებმა დაცვაში თამაში გამოასწორეს და მეოთხე პერიოდში მეტოქეს სულაც 2 ქულით მიუახლოვდნენ. თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და "დინამომ" დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):

- რუსთავური შეხვედრიდან დაწყებული, დღევანდელი თამაშის ჩათვლით, დაღმასვლა შეინიშნება, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო. ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ და "ოლიმპთან" შესაფერის ფორმაში ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ "ბათუმთან" ფავორიტებად მოვიაზრებოდით, გუნდმა ბოლო წუთებამდე ვერ შეძლო საკუთარი თამაშის ჩვენება.

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):

- სულ 7 მოთამაშე გვყავს. ლევან ელიაძე ტრავმირებულია, მაგრამ მაინც წამოვიყვანე, რათა შემადგენლობა 8-ამდე შემევსო. სამი უკანახაზელით გავედით. შემდეგ იძულებული გავხდი, სამი ტანმაღალით მეთამაშა, რამაც მეტ-ნაკლებად გაამართლა.

თსუ-სამედიცინო 74:83

26:22, 19:20, 12:15, 17:26

თსუ: კოხრეიძე (4ქ, 5პ), ნინიაშვილი (22ქ, 9მ), ჩიტაშვილი (16ქ, 6პ, 7მ), ხიზანიშვილი (5ქ), შერმადინი (4ქ), ზ. მაისურაძე (7ქ), ჩქარეული (2ქ), ვ. ბერუაშვილი (14ქ, 12მ, 3პ).

სამედიცინო: ტომარაძე (10ქ), კვეტენაძე (1ქ), პირველაშვილი (10ქ, 5მ, 3პ), გაბისონია (2ქ), აბაიშვილი (6ქ), ჭოჭუა (19ქ, 9მ, 4პ, 2დ), ილიჩი (10ქ), დვალიშვილი (13ქ, 12მ, 5პ), სამოილოვიჩი (12ქ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, ს. საინერსი.

ტურის ცენტრალური შეხვედრა სტუდენტური დერბი იყო. მოგების შემთხვევაში თსუ სატურნირო ცხრილში "სამედიცინოს" მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდებოდა და პლეი ოფში მეშვიდე ადგილით გასვლის კარგი შანსიც მიეცემოდა. თავის მხრივ, "მედიკოსები" წარმატების შემთხვევაში მეშვიდე პოზიციას გაიმყარებდნენ და პლეი ოფის პირველ ეტაპზე "არმიასთან" შეხვედრას აერიდებოდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. საბოლოოდ "სამედიცინომ" 84:74 იმარჯვა. ტურის საუკეთესო კალათბურთელად მატჩის ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა დავასახელეთ.

პრესკონფერენციის მსვლელობისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "სამედიცინოს" მწვრთნელ კახა შენგელიას შემდეგი კითხვით მიმართა:

- ცნობილია, რომ კალათბურთის მსაჯთა კავშირს ოფიციალური წერილი მისწერეთ თსუ-სთან მატჩში მსაჯების, მაკა კუპატაძისა და ზაზა მაჩალაძის აცილების თაობაზე. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მათი მსაჯობით და რამ განაპირობა სამედიცინოს მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება?

- წაგების შემთხვევაშიც არანაირი რეაგირება არ მოჰყვებოდა აღნიშნულ ფაქტს. ხელმძღვანელობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ გაეგზავნა წერილი მსაჯების აცილების თაობაზე, რადგან ერთი მსაჯის ვაჟი ჩვენი უშუალო კონკურენტის, სტუ-ს შემადგენლობაში ირიცხება, ხოლო მეორე მსაჯზე ეგონათ, რომ თსუ-ს ქალთა გუნდში გამოდიოდა. ამაზე სერიოზულად რომ გვეფიქრა, მათ დანიშვნას მატჩის დასაწყისშივე გავასაჩივრებდით.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი):

- არ მეგონა, ასე თუ გავუძალიანდებოდით, რადგან "სამედიცინო" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ურიგოდ არ გვიასპარეზია საწყის 20 წუთში, მაგრამ შემდეგ რესურსი ამოგვეწურა. 5 მოთამაშით რთულია ასეთი გუნდის დამარცხება.

ოლიმპი-რუსთავი 91:59

20:12, 30:11, 21:9, 20:27

ოლიმპი: გულისაბედაშვილი (5ქ), ლ. მინაშვილი, ნანიტაშვილი (12ქ), თავართქილაძე (4პ), სიგუა (3პ), მილუტინოვიჩი (9ქ, 17მ, 4პ, 2დ), მ. ბერიშვილი (15ქ, 6მ, 4პ), სლიუკა (6ქ), მუმლაძე (2ქ), ტუტუსი (17ქ, 7მ), სულაბერიძე (7ქ), ჰოგერი (18ქ, 12მ).

რუსთავი: მაჭავარიანი (13ქ), გ. არაბული (2ქ), გ. ბერუაშვილი, არწივიძე (8ქ), თვარაძე (3ქ), ბააკაშვილი (2ქ), ჩაჩანიძე (5ქ), ხმელიძე (14ქ, 11მ), გუგავა (8ქ, 7მ), ტუჯანი (4ქ, 12მ).

მსაჯები: ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, დ. ბერიშვილი.

"რუსთავი", მართალია, საპლეიოფო ზონაში არ არის, მაგრამ იოლად დასაძლევი არავისთვისაა. როგორც აღმოჩნდა, თავად "ოლიმპის" მწვრთნელიც არ ელოდა ასეთ იოლ გამარჯვებას...

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):

- გუნდში ამჯერადაც 2 ტრავმირებული გვყავს - გამყრელიძე და ტოდოროვიჩი. კიდევ ორს, თავართქილაძესა და ტუტუსს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ასეთი სხვაობით მოგებას მაინც არ ველოდით. ტოდოროვიჩი შემდეგ მატჩშიც არ გვეყოლება, გამყრელიძე კი ორშაბათიდან დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს და მომდევნო ტურში ითამაშებს კიდეც. "დინამოსთან" გიორგი ცინცაძეც შემოგვიერთდება.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):

- "ოლიმპი" ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია, რომელმაც ბრწყინვალე დაცვა ითამაშა. სამომავლოდ, პირველ რიგში ხასიათი და შემართება უნდა გამოვასწოროთ.

არმია-სტუ 95:50

24:12, 24:16, 14:20, 33:2

არმია: ბაბიაშვილი (6ქ), ბოისა (3ქ, 6მ), ვ. მინაშვილი, უგრეხელიძე, კვიმსაძე (7ქ, 5მ, 3ჩ), ტომასი (28ქ, 8მ, 3პ, 2დ), მოსეშვილი, ათანელიშვილი, შელბომი (13ქ, 8მ, 3პ, 3დ), დიასი (16ქ, 5მ, 8პ, 6ჩ), ვუდსაიდი (14ქ, 10პ, 5მ, 5ჩ), შარაბიძე (8ქ).

სტუ: ტეტელაშვილი (6ქ, 3პ), თევზაძე (2ქ), მაჩალაძე (5ქ, 7მ, 2დ), ხანიაშვილი (2ქ), კობიძე, ჯავახიშვილი, ახალაია, დეკანოიძე (2ქ, 6მ), კოპალიანი (12ქ), კორძაძე (2ქ), ნოზაძე (2ქ, 5მ), ანთაძე (17ქ, 2დ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ს. საინერსი, გ. მიქელაძე.

ახალგაზრდა ტექნიკოსებს "არმიასთან" მატჩი გამოცდილების მისაღებად სჭირდებოდათ. თავის მხრივ, არმიელებმა შეხვედრა ტაქტიკის დახვეწისთვის გამოიყენეს. შედეგი მოულოდნელი არ არის.

გია ტეტელაშვილი (სტუ-ს მეორე მწვრთნელი):

- თუ დღევანდელი მატჩის ანგარიშს არ გავითვალისწინებთ, ბიჭების თამაშით კმაყოფილნი ვართ. მათ რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს.

ლუკა შანიძე ("არმიას" მენეჯერი):

- ბიჭებმა მწვრთნელის მითითებები შეასრულეს. შედეგს რაც შეეხება, ვფიქრობ, ლოგიკურია.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 16 16 0 1463/1003 32

2. ქუთაისი 17 13 4 1448/1306 30

3. ოლიმპი 16 13 3 1334/1162 29

4. სოხუმი 17 10 7 1381/1303 27

5. დინამო 17 9 8 1407/1442 26

6. შსს აკადემია 16 9 7 1438/1282 25

7. სამედიცინო 17 7 10 1373/1453 24

8. თსუ 16 5 11 1283/1422 21

9. სტუ 16 5 11 1212/1375 21

10. ბათუმი 16 2 14 1131/1409 18

11. რუსთავი 16 1 15 1105/1418 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვსა-მ ბათუმს პირველი მარცხი აგემა, გორელებმა რუსთავში 2 ქულით იმარჯვეს
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
მესის მაიამის გასაღები გადასცეს
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? - არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
შესაძლოა, დარჩეს - ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე - მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
კარიერაში მეცხრედ - ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონია!
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი - "ვილიარეალი" "პაფოსთან" დამარცხდა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის მატჩს განსჯის
[საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი] ფინალის თარიღი და ადგილი ცნობილია...
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXI ტური] საჩემპიონო რბოლის სიმძაფრე და მაგარი დაბრუნება!
რუსეთის ქალთა ნაკრები შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუშვან
"იუვენტუსი" "სპორტინგის" კაპიტანის დამატებას კვლავ გეგმავს
"უღარიბეს 7-შვილიან ოჯახში გავიზარდე, დედა ადრე დავკარგე... სანამ რამეს მივაღწევდი, ეს რთული გზა გამოვიარე..." - ოსიმენის ისტორია ნაგავსაყრელთან სიახლოვიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე
იამალზე მხოლოდ 5 წლით უფროსია - ლამინის მამამ მეორე ცოლი მოიყვანა