ფილიპინელი, რომელსაც ხშირად თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეს უწოდებენ, უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს
ფილიპინელმა მენი პაკიაომ, რომელსაც ხშირად თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეს უწოდებენ, უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

პაკიაოს თქმით, მან კრივიდან წასვლის რჩევა სიზმარში ღმერთისგან მიიღო - ეს 2012 წელს მოხდა. ეს ინფორმაცია ერთ-ერთ ფილიპინურ რადიოსადგურზე დაყრდნობით სააგენტო "ფრანს პრესმა" დაწერა. მოკრივეს არ დაუდასტურებია, კიდევ რამდენი ბრძოლის ჩატარებას აპირებს პროფესიულ რინგზე.

პაკიაოს თქმით, სიზმარში ღმერთმა მას შემდეგი უთხრა: "შენ საკმარისი გააკეთე. შეძელი გამხდარიყავი სახელგანთქმული, მაგრამ ეს ვნებს შენს ჯანმრთელობას". როცა მოკრივეს ჰკითხეს - ხომ არ იმოქმედებს მომხდარი მის გამოსვლაზე, მენიმ თქვა, რომ ის მომავალშიც თავის სამუშაოს გააკეთებს რინგზე.

მოკრივემ დაამატა, რომ მას სჯერა - ღმერთმა ის ქრისტიანობის მქადაგებლად აირჩია. "როცა მე ვლაპარაკობ, ბევრი ყურადღებით მისმენს", - განაცხადა მოკრივემ. პაკიაომ გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს ის მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, რომელიც რელიგიასთან იქნება დაკავშირებული.

33 წლის პაკიაომ რვა წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. სულ პროფესიულ რინგზე 59 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 54 (38 - ნოკაუტით), სამჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დაასრულა.

ამ მომენტისთვის პაკიაოს ეკუთვნის WBO-ს ტიტული 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 9 ივნისს ის ამ ტიტულს დაიცავს ამერიკელ ტიმოტი ბრედლისთან ბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: დარჩება კონტე? - მწვრთნელი არასოდეს არ უნდა დაავალდებულო
"Forza Napoli" - "კვარამ" "ნაპოლის" ჩემპიონობა მიულოცა
[VIDEO] ფრე "ბეტისთან" და მამარდაშვილის ბოლო მატჩი "ვალენსიაში"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "კალიარის" მოუგო და მეოთხე სკუდეტო მოიპოვა
ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი
კვარაცხელია სკუდეტოს ოქროს მედალს ვერ მიიღებს - მიზეზი ცნობილი გახდა
მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური