ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მამუკა გუგეშაშვილი: საუკეთესო საფეხბურთო სკოლა ისევ "თბილისი" იქნება

მამუკა გუგეშაშვილი: საუკეთესო საფეხბურთო სკოლა ისევ "თბილისი" იქნება

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა"თბილისში" დაახლოებით 350 ბავშვი დადის
თბილისის "თბილისი" და საფეხბურთო სკოლა "ოლიმპი" - იყო დრო, როცა ეს ორი მონათესავე სტრუქტურა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "თბილისს" ახლა პროფესიული გუნდი აღარ ჰყავს, "ოლიმპის" სკოლას დაერქვა "თბილისი", ხოლო "ოლიმპი" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახელწოდება გახდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სახელების შეცვლას არსი არ შეუცვლია - არსებობს საფეხბურთო სკოლა და იმავე ტერიტორიაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაც, რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავს - მამუკა გუგეშაშვილი.

"ჩვენს საფეხბურთო სკოლაში დაახლოებით 350 ბავშვი დადის. ჯგუფები ყველა ასაკში გვყავს", - გვითხრა გუგეშაშვილმა.

ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სკოლა"თბილისის" განკარგულებაში ხუთი ხელოვნურსაფარიანი მოედანია - ერთი სტანდარტული, დანარჩენი მცირე ზომის. იქვეა ღია აუზი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა "ოლიმპს" ეკუთვნის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ამით საფეხბურთო სკოლის მოზარდებიც სარგებლობენ.

"ოლიმპი" სპორტული სკოლა არ არის, მაგრამ ყველანაირად ხელს უწყობს იმ ბავშვებს, რომლებიც პარალელურად ფეხბურთზეც დადიან. ნორჩი ფეხბურთელების განკარგულებაშია სატრენაჟორო დარბაზიც.

"თბილისს" ამ დროისთვის ხუთი მოედანი კი აქვს, თუმცა ყველა მისი საკუთრება როდია. სტანდარტული ზომის და ორი მომცრო მოედანი იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ესტონურ კომპანიას ეკუთვნის და "თბილისს" იჯარით აქვს აღებული.

"ესტონელები ბოლომდე ჯერაც არ არიან ჩამოყალიბებულნი იმაზე, გაყიდონ თუ არა ეს ტერიტორია. მათი ყოყმანი ჩვენც ხელს გვიშლის. მოედნების საფარი გამოსაცვლელია, მაგრამ სანამ გაურკვევლობაა, ჩვენც გაჩერებულები ვართ. თუ ეს ტერიტორია გაიყიდება, სხვაგან უნდა მოვძებნოთ მიწა მოედნების ასაშენებლად და ორ სხვადასხვა ადგილას გვექნება მოედნები", - გაგვიმარტა გუგეშაშვილმა.

"რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კლუბთან, მაგალითად, "საბურთალოს" 3-4 თაობის კარგი ფეხბურთელები მივაწოდეთ. ისეც მოხდა, რომ ლევან გვანცელაძემ თბილისის "დინამოში" ჩვენთან მოლაპარაკების გარეშე ერთი თაობა წაიყვანა, 1999 წელს დაბადებულები. ეს ისეთი ასაკია, რომ "თბილისი" იურიდიულად პრეტენზიას ვერ წამოაყენებდა", - გვამცნო გუგეშაშვილმა.

"თბილისში" სწავლის საფასური 40-50 ლარია, 14 წლის ზევით ნიჭიერი მოზარდებისთვის კი გადასახადი გაუქმებულია. გუგეშაშვილმა გვითხრა, რომ კარგი, საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს თბილისის "ლოკომოტივთან" და მის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან.

"ჩვენგან სამი ნიჭიერი ფეხბურთელი უკვე გადავიდა "ლოკომოტივში" და ამ კლუბთან თანამშრომლობა გაგრძელდება. კარგი ურთიერთობა გვიყალიბდება ქუთაისის "ტორპედოსთანაც", სამი ნიჭიერი ფეხბურთელი ახლახან იქაც წავიდა "თბილისიდან".

გუგეშაშვილმა ისიც გვითხრა, რომ მის სკოლაში გადადგეს პირველი საფეხბურთო ნაბიჯები გიორგი ჭანტურიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც შემდეგ "საბურთალოში" გადავიდნენ და მერე აღმოჩნდნენ არნემის "ვიტესში". გუგეშაშვილის სკოლაში დაიწყო ფეხბურთის თამაში სანდრო კობახიძემაც, რომელიც თანდათან ყალიბდება ეროვნული ნაკრების საკვანძო მოთამაშედ.

"სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მოედნების საკითხი უნდა მოვაგვაროთ. ამ პრობლემას რომ გადავჭრით, ჩვენი სკოლა კვლავ საუკეთესოზე განაცხადებს პრეტენზიას. მიმაჩნია, რომ სამუშაო პროცესის მხრივ "თბილისი" ახლაც საუკეთესოა. ჩვენთან 12 მწვრთნელია დასაქმებული და ვფიქრობ, სპეციალისტთა საუკეთესო კონტინგენტი სწორედ ჩვენთანაა თავმოყრილი. სკოლის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი პაატა მეტრეველი გახლავთ. არც იმის თქმა მომერიდება, რომ ყველაზე ნიჭიერი ბავშვები ჩვენს სკოლაში დადიან".

გუგეშაშვილის თქმით, "თბილისთან" პარტნიორობის სურვილს რამდენიმე ქართული და უცხოური კლუბი გამოთქვამს. გამოჩნდნენ პოტენციური სპონსორებიც, რომლებთანაც მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

რაც შეეხება პროფესიული კლუბის შექმნას, "თბილისის" უახლოეს გეგმებში ეს არ შედის. გუგეშაშვილისვე განმარტებით, ეს უფრო შორეული პერსპექტივაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

ცნობილი გახდა "შახტარში" არდა ტურანის ხელფასის ოდენობა

"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"

ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში

კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

"მერაბი ნახევრად მკვდარი იყო, არავინ იცით, მას რა სჭირდა..." - დვალიშვილის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ქართველის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა

დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა

ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს