ინგლისის ნაკრების დროებით მწვრთნელს მიაჩნია, რომ "პომებს" 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ჩათვლით უნდა უთავკაცოს
ინგლისის ნაკრების დროებით მწვრთნელ სტიუარტ ლანკასტერს მიაჩნია, რომ "პომებს" 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ჩათვლით უნდა უთავკაცოს.

მისი ხელმძღვანელობით ინგლისელებმა ახლახან დასრულებულ ექვსი ერის გათამაშებაში ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს და მსოფლიოს თასზე განცდილი კატასტროფის შემდეგ დაკარგული რენომე აღიდგინეს.

ლანკასტერი აღიარებს, რომ ის ამაყობს გუნდის მიერ მიღწეული შედეგით. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ინგლისის რაგბის კავშირი თვის ბოლოს ინტერვიუზე, სადაც მთავარი მწვრთნელის ვინაობა გაირკვევა, სწორედ მას დაიბარებს.

"არასდროს მიფიქრია, ვინმეზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ჩემი მთავარი მიზანი იყო შემექმნა მწვრთნელთა ისეთი შტაბი, რომლის ყველა წევრი თანამოაზრე და ერთმანეთის დამხმარე იქნებოდა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ის მორაგბეები შეგვერჩია, რომლებსაც ქვეყნის ღირსების დაცვა სურდათ.

მიმაჩნია, რომ პროგრესს მივაღწიეთ - გამარჯვება საფრანგეთთან, 30 ქულა მოვიპოვეთ საკმაოდ ძლიერ ირლანდიის ნაკრებთან, ვძლიეთ იტალიასა და შოტლანდიას, თითქმის არაფერი დაგვითმია უელსისთვისაც.

თუ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დამნიშნავენ, მინდა ჩემი ასისტენტებიც ნაკრებში დარჩნენ სამუშაოდ. ჩვენ შეგვიძლია 2015 წლის მსოფლიოს თასზე "პომები" უმთავრეს ფავორიტად წარვადგინოთ. ასე რომ, ენდი ფარელი და გრემ რაუნტრი ეროვნული გუნდისთვის შეუცვლელნი არიან. მათ ბრწყინვალედ იმუშავეს" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

"პომების" დროებითმა მწვრთნელმა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანის შესახებაც ისაუბრა. გლამურული ცხოვრების მოყვარული დენი გუნდიდან ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა მოკვეთა. ლანკასტერი მას ეროვნულ გუნდში დაბრუნებას იმ პირობით შეპირდა, თუ დისციპლინას არასდროს დაარღვევს.

"ვერაფრით დავიჯერებ, რომ დენი მოუდრეკელი იყო. ეს აბსურდია. ის ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭია, რომელმაც რამდენიმე ღამე მოილხინა. ის ლოთი არ არის. სიპრიანი მსოფლიოში ცნობილი მორაგბეა და გასაკვირი არ არის, ლამაზი ქალბატონები მის მიმართ დიდ ყურადღებას რომ იჩენენ.

ახლა დენი ავსტრალიური "გადასახლებიდან" ისევ ინგლისში ბრუნდება. თუ თავის მოთოკვას შეძლებს, კარგ სპორტულ ფორმაში იქნება და ამჟამინდელ მგეზავს, ოუენ ფარელს აჯობებს, ნაკრებში ადგილს უპრობლემოდ მოიპოვებს. ახლა ყველაფერი მასზე და მისი ახალი გუნდის, "სეილ შარქსის" ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული" - დასძინა ლანკასტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!