ჰოლანდიური კლუბის ქართველი მცველის გამოსასყიდად 3,5 მილიონი ევროა საჭირო
არნემის "ვიტესმა" გურამ კაშიასთან ახალი კონტრაქტი რომ გააფორმა, "ლელო" ამაზე უკვე წერდა. 24 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი 2013 წელს უმთავრდებოდა. კონტრაქტის გახანგრძლივება კი რამდენიმე თვის წინ შესთავაზეს, მაგრამ კაშია ფიქრობდა და თანხმობას არ ჩქარობდა.

"ვიტესის" კაპიტნის გადაწყვეტილებას ჰოლანდიური მედია გამოეხმაურა და საინტერესო შეფასებები გაკეთდა.

"თავიდან კაშიას მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ, მაგრამ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა ცენტრში გადაიყვანა და ძალიან ძლიერად ათამაშდა. კაშია არის "ვიტესის" კაპიტანი და ლიდერი, მოედანზეც და მის გარეთაც", - წერს gelderlander.nl.

კაშიამ "ვიტესში" უკვე 52 შეხვედრა ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და არნემელთათვის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. აღსანიშნავია, რომ ახალ კონტრაქტზე სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ქართველმა მცველმა დაწერა - "ვიტესში" კიდევ 20 წელი ვითამაშებო.

ცნობილია, რომ ქართველ მცველს ერედივიზიეს ბევრად ძლიერ კლუბებში, "ტვენტესა" და "ეინდჰოვენში" იწვევდნენ. რა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც კაშიამ არნემელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა - პირობები თუ ნაცნობ გუნდში ერჩივნა კარიერის გაგრძელება? ამ კითხვით კაშიას გუშინ მივმართეთ.

"ორივე ფაქტორმა იმოქმედა. "ვიტესს" ძალიან შევეჩვიე და ეს თქვენთან ორიოდე დღის წინაც ვთქვი. გუნდმა ბევრი შემძინა და თანაც, პროგრესირებს.

მერაბ ჟორდანია არნემში ამბიციურ კლუბს აყალიბებს და იმედია, მომავალში ამბიციურ "ვიტესთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, არნემში ყველაფერი მაკმაყოფილებს და დარჩენაც ამიტომ გადავწყვიტე.

ცხადია, ახალი კონტრაქტით პირობებიც გამიუმჯობესეს. ამას გარდა, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომ ჩემით დაინტერესებულ კლუბს, გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია ჩემი ტრანსფერი გამოისყიდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან რაც უნდა მოხდეს, "ვიტესი" შეთანხმებულ თანხაზე მეტს ვერ მოითხოვს. მაგრამ ასევე ჩაიწერა, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერსად გადავალ, მერე კი თავისუფლად შემეძლება გადასვლა - ცხადია, თუ თანხას გადაიხდიან", - გვითხრა კაშიამ.

"ვიტესის" კაპიტანს კლუბთან შეთანხმებული თანხა არ დაუზუსტებია, მაგრამ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ ლაპარაკია 3,5 მილიონ ევროზე. თუ გახსოვთ, სწორედ ამ პუნქტით ისარგებლა ალეკო ამისულაშვილმა, როდესაც შოთა არველაძის "კაისერიდან" რუსეთის პრემიერლიგელ "კრასნოდარში" გადავიდა - მას კონტრაქტში 3 მილიონი ევრო ეწერა. საერთოდ, ბოლო დროს, კონტრაქტის ამ პირობით გაფორმება "მოდაშია".

კაშია პირველი ქართველი არ გახლავთ, რომელიც უცხოურ კლუბს კაპიტნობდა: სამკლაურით გაჰყავდა მოედანზე სამარის "კრილია სოვეტოვი" დავით მუჯირს, ალეკო რეხვიაშვილს - "სკონტო", დავით გამეზარდაშვილს - ასევე "სკონტო", კახა ცხადაძეს - "ანჟი", ლევან კობიაშვილს - ჯერ "ფრაიბურგი", ახლა ბერლინის "ჰერტა", ალექსანდრე იაშვილს ეს პატივი წილად ხვდა "ფრაიბურგსა" და "კარლსრუეში", შოთა არველაძეს "ალკმაარში", ალეკო ამისულაშვილს - "კრასნოდარში", გია კვარაცხელიას "კაუნასში", მინსკის "მტზ-რიპოსა" და ბრესტის "დინამოში". პაოლო მალდინისა და ალესანდრო კოსტაკურტას ტრავმიანობის დროს, "მილანი" კაპიტნის რანგში მოედანზე რამდენჯერმე ვიცე-კაპიტან კახა კალაძესაც გაუყვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

antokeli
ყველაზე სტაჟიანი კაპიტანი დაგავიწყდათ, ვაჟა თარხნიშვილი
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი