უკრაინელმა მძიმეწონიანმა თავისი მორიგი საჩემპიონო ბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი შეათანხმა ამერიკელ ტონი ტომპსონთან
უკრაინელმა მძიმეწონიანმა ვლადიმერ კლიჩკომ თავისი მორიგი საჩემპიონო ბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი შეათანხმა ამერიკელ ტონი ტომპსონთან, რომელიც IBF-ის ტიტულის ოფიციალურ პრეტენდენტად მიიჩნევა. შეხვედრა 7 ივლისს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება.

ბრძოლას ბერნის საფეხბურთო მოედანი უმასპინძლებს – ეს არის Stade de Suisse-ის არენა, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს.

წინა შვიდი ბრძოლა უმცროსმა კლიჩკომ გერმანიაში გამართა. ბოლო ბრძოლაში, რომელიც 4 მარტს გაიმართა, უკრაინელმა ნოკაუტით დაამარცხა ფრანგი ჟან-მარკ მორმეკი.

ვლადიმერ კლიჩკო და ტონი ტომპსონი ერთხელ უკვე შეხვედრიან ერთმანეთს. ეს მოხდა 2008 წელს ჰამბურგში. უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. იქიდან მოყოლებული, ტომპსონმა ხუთი ბრძოლა გამართა, ხუთივე ნოკაუტით მოიგო და საჩემპიონო ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა.

ამერიკელი 40 წლისაა. პროფესიულ რინგზე მან 38 ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 36 მოიგო (24 – ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

აღნიშნულ ბრძოლაში კლიჩკო ზედიზედ მეთორმეტედ დაიცავს IBF-ის ტიტულს. ESPN-ის ინფორმაციით, გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერი მორიგ ბრძოლას 2012 წლის 10 ნოემბერს ნიუ იორკში ამერიკელ კრის არეოლას წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი