ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავმა მიზნად დაისახა, 2015 წლის მსოფლიოს თასზე, გუნდთან ერთად, "ვებ ელისის" თასი არავის დაუთმოს
ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავი დენი კარტერი მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობისას მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანს გასულ უქმეებზე დაუბრუნდა ზე რაგბის გათამაშებაში "კრუსეიდერზისა" და "ჩიტაზის" დაპირისპირებისას. მიუხედავად ამისა, მან მიზნად დაისახა, 2015 წლის მსოფლიოს თასზე გუნდთან ერთად "ვებ ელისის" თასი არავის დაუთმოს.

კარტერის ტრავმაზე ექიმებმა შესანიშნავად იმუშავეს და მისი რეაბილიტაცია მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდა. სიმბოლურია, რომ ტრავმის შემდეგ 30 წლის მგეზავმა პირველად ქრაისთჩერჩში იასპარეზა - ქალაქში, რომელშიც ორი წლის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ "კრუსეიდერზს" არ უთამაშია.

"მინდა მომდევნო მსოფლიოს თასზე გამოვიდე. პარადოქსია, მაგრამ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში ვითამაშე და სამივეში ტრავმა მივიღე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, თუმცა საკმაო გამოცდილება მაქვს, რომ "ოლ ბლექსს" წინ წარვუძღვე. ახლა საჭიროა, ბევრი ვიშრომო და ჩვეული ფორმა აღვიდგინო, რათა ახალი ზელანდიის ნაკრებში გაზრდილ კონკურენციას გავუძლო" - თქვა დენი კარტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი