ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ლივერპული" რეალობას მოსწყდა

"ლივერპული" რეალობას მოსწყდა

ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" საფეხბურთო ანალიტიკოსმა კრის ბეკმა "ლივერპულის" ბოლო წლების ისტორიას გადახედა
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფის" საფეხბურთო ანალიტიკოსმა კრის ბეკმა "ლივერპულის" ბოლო წლების ისტორიას გადახედა და მკითხველს საინტერესო დასკვნები შესთავაზა.

ერთხელ ისეთ საცეკვაო დარბაზში მოვხვდი, სადაც შეკრებილი იყო ქალთა საზოგადოება, რომელსაც მომხიბვლელობის პიკი უკვე ჩავლილი ჰქონდა. თუმცა ისინი არ კარგავდნენ იმედს და განაგრძობდნენ პომადით ტუჩების მოთხიპვნას, რათა ახალი თაობის ყურადღება როგორმე მიეპყროთ.

დროდადრო მათ ეს გამოსდიოდათ. ახალგაზრდებიდან ზოგი იოლად ემორჩილებოდა მათ მომხიბვლელობას და სურვილს, ღამე ბალზაკის ასაკის ქალებთან გაეტარებინათ.

ახლანდელ "ლივერპულს" აქვს რაღაც საერთო იმ ქალებთან, რომლებიც მეჯლისზე კუთხეში სხედან და ყველას უყვებიან, თუ რა მომხიბვლელები არიან და როცა ვინმე საწინააღმდეგოს ეუბნებათ, ძალიან ბრაზდებიან. მეგობრები, ნაცნობები და საყვარლები ასეთი ისტორიების ყოველ მოსმენაზე თავს უკრავენ, ნეიტრალური მსმენელები და კონკურენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ მათი სილამაზე უკვე წარსული ამბავია.

დროდადრო "ლივერპულიც" ახერხებს ძლიერად ფეხბურთის თამაშს. შეიძლება ამის მაგალითად გავიხსენოთ სტამბულის ფინალი და ამასწინანდელი გამარჯვება ლიგის თასზე.

მთავარი საფრთხე მერსისაიდელებისთვის არის ის, რომ ადამიანებს, ვინც კლუბთან არიან დაკავშირებულნი, არ შეუძლიათ მოვლენების ჯანსაღად შეფასება. ისინი რეალობას არიან მოწყვეტილნი. "უიგანთან" საშინაო მარცხს რატომ უწოდეს "ლივერპულში" წესიდან გამონაკლისი? არა, რატომ? მასთან ხომ აგერ, უკვე 3 წელია, თამაში არ მოუგიათ. ის ხომ ერთ-ერთია იმ 10 გუნდიდან, რომელიც "ენფილდს" ეწვია და არ წაუგია.

შონ მელონისა და გარი კოლდუელის გოლებმა მასპინძელთა არამხოლოდ რიგითი წაგება გააფორმეს, არამედ 1953 წლის შემდეგ გუნდის ყველაზე ცუდი საშინაო ასპარეზობაც.

აღნიშნული "ისტორიული" გამარჯვების შემდეგ "უიგანის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა, რომ "ენფილდი" მსოფლიო ფეხბურთისთვის განსაკუთრებულ ადგილად რჩება. მისი ეს გამონათქვამი მხოლოდ წარსულის გამოძახილია. "ლივერპულს" ასეთივე წარმატებით შეეძლო საკუთარ მუზეუმში თამაში.

გაიარეთ "ოლდ ტრეფორდზე", "ემირიტსზე", "ეტიჰადზე" თამაშის დღეს, განიცადეთ იმის მასშტაბები, რაც გარშემო ხდება და ამის მერე არწმუნეთ თქვენი თავი, რომ "ენფილდი" წარსულის დიდების ნატეხს არ წარმოადგენს. ერთ დღესაც გაიღვიძებთ და ისევ დაინახავთ მალაიზიელ გულშემატკივრებს, თუმცა მათ "ლივერპულის" ნაცვლად "მანჩესტერ სიტის" შარფები ეჭირებათ ხელში.

რატომ დაეცა ძირს ოდესღაც დიდი კლუბი? ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ სხვებმა შეავიწროვეს; არც საფეხბურთო ასოციაციის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო და არც შეთქმულების წყალობით, რომელსაც სათავეში ალექს ფერგიუსონი უდგას. საქმე მენეჯერებშია, რომლებიც წლების განმავლობაში ხარჯავდნენ ფულს არასაჭირო ფეხბურთელებში. მათი მთავარი კონკურენტები კი (31 ქულით ჩამორჩენის შემდეგ საერთოდ რა კონკურენციაზეა ლაპარაკი?) ფულს ბევრად უფრო რაციონალურად ხარჯავდნენ.

კენი დალგლიში "ლივერპულში" კიდევ ერთ სეზონს მიიღებს. ეს მოხდება იმის გამო კი არა, რომ მიმდინარე სეზონი ფანტასტიკური იყო (არ იყო); იმიტომ კი არა, რომ ცხრილი "ლივერპულის" ძალას რეალურად ვერ ასახავს (ასახავს), არამედ იმის გამო, რომ მის გაშვებას არც არავინ აპირებს მას მერე, რაც მან გუნდთან ერთად ტიტული მოიგო.

მას მერე, რაც რაფაელ ბენიტესმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რაც როი ჰოჯსონმა გუნდი პრაქტიკულად გასავარდნ ზონაში დაამკვიდრა, კლუბის თანამშრომლები, მდივნების ჩათვლით, დიდ რეფორმებს ელოდნენ. პრინციპული სხვაობა კი მწვრთნელებს შორის ის არის, რომ დალგლიში უყვართ და ენდობიან. ამ შაბათს გულშემატკივარმა გუნდს უსტვინა, დალგლიშს კი ისევ უმღეროდნენ. შეიძლება ძველებურად ხმამაღლა აღარ, მაგრამ მაინც.

კლუბის ამერიკელი მფლობელებისთვის ამოცანა არცთუ ისე მარტივია. მათ უნდა დაარწმუნონ გულშემატკივრები, რომ კლუბში "რეკონსტრუქციის, ნელი, მაგრამ შეუქცევადი" პროცესი მიდის, მაგრამ კარგი იქნებოდა, თუკი ამ ფორმულირებაში სიტყვა "მტანჯველს" ჩაამატებდნენ. "არსებობს სიტყვა, რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ბოლო წლების განმავლობაში - ერთიანობა," - აცხადებს "ლივერპულის" აღმასრულებელი დირექტორი იან ეირი.

ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუკი კლუბში არ აღიარებენ პრობლემებს და მის გამოსწორებას რადიკალური მეთოდებით არ შეუდგებიან, ჩვენ ინგლისურ ფეხბურთში "ლივერპულის" სულ სხვა სტატუსთან შეგუება მოგვიწევს, რაც დაუშვებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა

ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა