33 წლის პერუელმა თავდამსხმელმა "ვერდერის" ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულ პუნქტს გამოიყენებს
33 წლის პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ "ვერდერის" ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულ პუნქტს გამოიყენებს და ზაფხულში ბრემენულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს - ეს ინფორმაცია გუშინ "შპორტ ბილდმა" გაავრცელა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პისაროს სეზონის დასრულების შემდეგ სხვა გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია. დიდი შანსია, რომ კლაუდიომ მიუნხენის "ბაიერნში" ამოჰყოს თავი - როგორც იცით, ბავარიელები მას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ პისაროს ინგლისური კლუბი "ქუინზ პარკ რეინჯერსიც" ეპატიჟება.

თუმცა "ვერდერთან" კონტრაქტის გაწყვეტა ავტომატურად მის წასვლას არ მოასწავებს, რადგან პისაროს ეს რომ არ ექნა, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა - ასე კი, შეუძლია, ბრემენულ კლუბს უფრო მეტი ხელფასი მოსთხოვოს, ვიდრე კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივების შემთხვევაში დაენიშნებოდა.

რომ წავიდეს, ეს "ვერდერისთვის" სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან "მუსიკოსები" საუკეთესო გოლეადორს (16 გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში) დაკარგავენ. ზოგადად, პისარო ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია (158 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი