კასანომ "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა
ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ, რომ ანტონიო კასანო, პრაქტიკულად, სრულად გამოჯანმრთელდა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოედანს აპრილში დაუბრუნდება.

29 მარტს კიდევ უკეთესი ამბავი გავიგეთ, რომლის მიხედვითაც, "მილანის" და იტალიის ნაკრების 29 წლის შემტევი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ამხანაგურ შეხვედრაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

დიახ, კასანომ "როსონერის" ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მასიმილიანო ალეგრიმ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო კვირიდან ანტონიო ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეწყვეტს და მთავარ გუნდს შეუერთდება.

შესაბამისად, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კასანო სრულად გამოჯანმრთელდა და მალე მოედანზეც ვიხილავთ. ამ საკითხზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და მოვუსმინოთ მას:

"თავი სიზმარში მგონია. ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვე და დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად ვემზადები. ექიმებთან კონსულტაციას ყოველდღიურად გავდივარ და ბოლო ცნობით, უკვე შემიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში.

ამხანაგურ მატჩშიც მივიღე მონაწილეობა და იმაზე უკეთ ვითამაშე, ვიდრე წარმოვიდგენდი. მადლობა მინდა გადავუხადო მასიმილიანო ალეგრის, რომელიც რთულ პერიოდში მუდმივად მხარში მედგა და მამხნევებდა. იგივე შემიძლია ვთქვა თანაგუნდელებზე, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ჩემს დაბრუნებას.

ვერ გეტყვით, როდის გავალ მინდორზე ოფიციალურ შეხვედრაში, მაგრამ ვიცი, რომ იქამდე ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი. ბუნებრივია, ძალიან მინდა, რომ სეზონის დასრულებამდე ოპტიმალური ფორმა აღვიდგინო და ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრო. ნაკრებში თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და მიხარია, რომ არც ჩეზარე პრანდელისგან მაკლია მხარდაჭერა".

ერთი სიტყვით, ანტონიო კასანო მალე დაბრუნდება. ეს კი "მილანისა" და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი სიახლეა. აპენინურ სპორტულ პრესაში კასანოს გამოჯანმრთელება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ხშირად ამბობენ, რომ მისი დაბრუნება "როსონერის" საჩემპიონო შანსებს ერთი-ორად გაზრდის. თუ "მილანმა" შეძლო და კატალონიური ბარიერი გაიარა, ანტონიო თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაშიც დაეხმარება.

სიტყვამ მოიტანა და, "მილანი"-"ბარსელონას" თამაშმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და ორი სიტყვით ამ ამბავსაც უნდა შევეხოთ.

ნულოვანი ფრე უმეტესობამ დადებით შედეგად მიიჩნია, "როსონერის" ცალკეული ფეხბურთელები კი ქებით ცაში აიყვანეს. განსაკუთრებით ეს ვეტერან ფეხბურთელებზე ითქმის - მაგალითად, ალესანდრო ნესტასა და მასიმო ამბროზინიზე. მარტო ლეონარდო ბონუჩის კომენტარი რად ღირს, რომელიც ნესტას თამაშს მიუძღვნა. მოვუსმინოთ "იუვენტუსის" ახალგაზრდა მცველს:

"დიდი ინტერესით მივადევნე თვალი "მილანი"-"ბარსელონას" შეხვედრას და დღემდე შთაბეჭდილებებში ვარ, რადგან ვნახე მარადიული მცველი, რომელსაც ალესანდრო ნესტა ჰქვია. ნესტა მართლაც მარადიულია, რომლის ყურებაც არასდროს მომბეზრდება და რომელსაც ყოველთვის ვეცდები, რომ მივბაძო. სიმართლე გითხრათ, "მილანი"-"ბარსას" ყურებას კიდევ ერთხელ ვაპირებ, რომ საგანგებოდ ნესტას დავაკვირდე და ბევრი რამ ვისწავლო. ვნახოთ, რა გამომივა".

ბონუჩის აღფრთოვანება გასაგებია, რადგან ნესტამ მართლაც ფენომენალური თამაში აჩვენა. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. "მილანის" ტიფოზერია კი ექიმთა ვერდიქტის მოლოდინშია - აი, რას ამბობს სანდროს ტრავმასთან დაკავშირებით ლომბარდიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი:

"ნესტას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ "ბარსელონასთან" კარი მშრალად შევინახეთ და განმეორებითი თამაშის წინ საკმაოდ კარგი შანსი შევინარჩუნეთ. ალესანდრო უდიდესი ძალაა და დიდი იმედი მაქვს, რომ "კამპ ნოუზეც" ძირითად შემადგენლობაში იქნება. მსუბუქი ტრავმა მიიღო და წესით, მალევე უნდა დაბრუნდეს, თუმცა საბოლოო განაჩენს ექიმები გამოიტანენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს და სრული მობილიზება გვმართებს. "ბარსელონასგან" უფრო თამამ თამაშს ველოდი, მაგრამ ცოტა შეშინებულნი მეჩვენენ. დარწმუნებული ვარ, "კამპ ნოუზე" პირველივე წუთებიდან შემოგვიტევენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა